ვულკანი

ვულკანი (ლათ.

ვულკანი ტერმინს „ვულკანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვულკანი (მრავალმნიშვნელოვანი).

განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

ვულკანი
ვულკანის ამოფრქვევა
ვულკანი
ვულკანის ამოფრქვევა
ვულკანი
2010 წლის 27 მარტი
ვულკანი
ლავა

ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია (ზედა ნაწილზე არსებული წრიული ჩაღრმავება), რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრის, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როდესაც იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.

აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი.

ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.

დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებს სუმატრასა და იავას შორის, მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატუ. 1883 წელს კრაკატაუ ამოიფრქვა. ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატუდან 5 000 კმ-ით არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც კრაკატუს შვილს ეძახიან.

დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როდესაც ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.

ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

დედამიწის ქერქილათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული ენაგამზრდელი (პოემა)ნიჰილიზმიინსულტიქართველები რუსეთშიუინსტონ ჩერჩილითეთრი დათვიაფროდიტეგერგეტის სამების ეკლესიააფრიკაირანიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიიოსებ სტალინიდიდგორის ბრძოლალარიმწერებისაქართველოს გეოგრაფიააზიაკლიმატის ცვლილებაეთიკააქემენიანთა იმპერიამინერალებიგია ყანჩელიდისკრიმინაციარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიელვასინონიმებითეიმურაზ Iმაცივარიმთლიანი შიდა პროდუქტიინგლისის რევოლუციამყინვარწვერისაჭმლის მომნელებელი სისტემააღდგომამამა გაბრიელირთველიკანონი (ნორმატიული აქტი)ყინწვისის მონასტერიმიხეილ ჯავახიშვილიოპერაბაბისმთაგიორგი ლეონიძეანანურის ციხელითოსფეროზევსიმარო მაყაშვილიაშშ-ის სამოქალაქო ომიქვეყნების სიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმედეა (მითოლოგია)წინადადებაალჟირიკონსტანტინოპოლიესპანეთიზამთარიკონსტიტუციაამირანი (მითოლოგია)სანქტ-პეტერბურგიკანადასტამბოლიინფორმაციაპროტესტანტიზმინეიმარიმტირალას ეროვნული პარკისახელმწიფოთბილისიბაში-აჩუკიიუდაიზმიჯუზეპე ვერდიC ჰეპატიტირუსუდანიდუბაიდედოფალაკოლხეთის სამეფობულგარეთიკონსტანტინოპოლის დაცემამგელი🡆 More