კაკაო

კაკაო, შოკოლადის ხე (ლათ.

კაკაო სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაო (მრავალმნიშვნელოვანი).

აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30 სმ, სიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60 თესლს შეიცავს. ყოფაცხოვრებაში „კაკაოს პარკს“ უწოდებენ.

კაკაო
კაკაო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  სტერკულიასებრნი
გვარი:  კაკაო
ლათინური სახელი
Theobroma cacao
კაკაო
Theobroma cacao

ველურად იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ძველთაგანვე კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს ორანჟერეებში. თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2—7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს.

კაკაოს თესლის შედგენილობაა (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით %-ში): წყალი 4—6; ცხიმი, კაკაოს ზეთი 51—54; სახამებელი 7—19; გლუკოზა, ფრუქტოზა 1—2; ცილა 10—12; თეობრომინი, კოფეინი 1—1,5; მთრიმლავი ნივთიერებები 4—7; მჟავები 1—2; მინერალური ნივთიერებები 2-3. კაკაოს ნაყოფისაგან იღებენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით — „სრესილ კაკაოს“, რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ. სრესილი კაკაოს დაწნეხით იღებენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი — კაკაოს ფხვნილს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ლათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ირემიბალდუინ IV იერუსალიმელიენცეფალოპათიამიხეილ ლომონოსოვიგოგირდიზედსართავი სახელიქალწული (ასტროლოგია)ეგზისტენციალიზმისულხან-საბა ორბელიანისტიგმაბათუმის ბოტანიკური ბაღიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაალბერტ აინშტაინიტონახემარწყვაევროპის პარლამენტიამეთვისტოხვიჩა კვარაცხელიაკონსტანტინოპოლის დაცემაკონვექციაეროზიაპრაღაჯიქისაჰარაჩერნობილის კატასტროფაოტელო (ვერდის ოპერა)დიდგორის ბრძოლაგამოფიტვაძველი საბერძნეთიპრიზმაბერძნული მითოლოგიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღერუსული დამწერლობაჩემი ცოლის დაქალებისაქართველოს სამოქალაქო ომიშველიკრწანისის ბრძოლაჩინეთიილია ჭავჭავაძეყინწვისის მონასტერიძაღლიჯუზეპე ვერდიქიმიური რეაქციაჰეკლაატმოსფერული წნევაჰიპოთეზაგანათლება საქართველოშიოლიმპიური თამაშებიდისლექსიაფუტურიზმიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითჩინგიზ-ყაენინარიყალაკილოგრამისერგო ორჯონიკიძეფობიების სიასამებაზებულონინოე ჟორდანიადიმიტრი ყიფიანიდაუნის სინდრომიფეხბურთიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)მართკუთხედიჩრდილოეთი კორეარუსეთ-საქართველოს ომი (2008)სინგაპურიქართლის ცხოვრებადედოფალააფრიკაჟირაფისებრნილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ბორჯომიკახეთითირკმელისომხეთი🡆 More