ანდეზიტი

ანდეზიტი (სახელი ეწოდა ანდების მიხედვით) — ვულკანური წარმოშობის საშუალო მჟავიანობის ქანი, მუქი რუხი ან მოწითალო ფერისა.

მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანი, პორფირული აგებულებისაა. ძირითადი მასა ვულკანური მინის, პლაგიოკლაზისა და პიროქსენის მიკროლითების ნარევია, პორფირული გამონაყოფებია პლაგიოკლაზი (ანდეზინი) და ერთი ან რამდენიმე მუქი სილიკატი: ავგიტი, რქატყუარა, ზოგჯერ ჰიპერსტენი ან ბიოტიტი. არჩევენ ორპიროქსენიან, ქარსიან, ჰიპერსტენიან ანდეზიტს და სხვა სახესხვაობებს.

ანდეზიტი
მარტივი ანდეზიტი (შავად)

ანდეზიტი ფართოდაა გავრცელებული ძველი ან თანამედროვე ვულკანიზმის რაიონებში. საქართველოში გვხვდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (ვულკანები: მყინვარწვერი, ქაბარჯინა), მდინარეების დიდი და პატარა ლიახვის, ქსნისა და არაგვის სათავეებში (ყელის ვულკანური ზეგანი), აჭარა-თრიალეთის ქედზე (ბორჯომ-ბაკურიანი, ციხისჯვარი, გუჯარეთი), ჯავახეთის ზეგანზე (სამსრისა და ჯავახეთის ქედები). ანდეზიტს იყენებენ საშენ და მჟავაგამძლე მასალად.

ანდეზიტი
ანდეზიტისგან შედგენილი მთა ჟარნოვი, სლოვაკეთი

ლიტერატურა

Tags:

ავგიტიანდებიბიოტიტივულკანივულკანური მინაპლაგიოკლაზირქატყუარაქანი (გეოლოგია)ჰიპერსტენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შინაური ძაღლიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთელავიისააკ ნიუტონიოქროს საწმისიმყინვარწვერიმეტყველების ნაწილებისვეტიცხოველიHatful of Hollowეროზიაბაიკალიდინოზავრებიდიდი სქიზმაFacebookგრიგოლ ხანძთელიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშივენერამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშისაქართველოს კონსტიტუციაფემინიზმიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაბაში-აჩუკიპუნიკური ომებისაქართველო VI საუკუნეშიგიორგი ლეონიძენიკო ფიროსმანივახტანგ I გორგასალიშამქორის ბრძოლა (1195)ნიდერლანდებიშვედეთითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიპაბლო პიკასოქარიათონის ივერთა მონასტერიიუდაიზმიკაცხის სვეტიჯინსების თაობასვანური კოშკიValve Corporationევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაქართველოს სოფლებიზვიად გამსახურდიაასურეთისპორტული ინვენტარიმეთანისაქართველოფოთოლისამხრეთი კორეადიდი თურქობაქანდაკებაედუარდ შევარდნაძერუსული დამწერლობაცივი ომიკონტინენტიგეოგრაფიააჭარამარო მაყაშვილიალკოჰოლიზმიალპებიდენის ძალანიგერიაორალური სექსიეკონომიკანიკოლა ტესლახემარწყვატყეყვავილოვანი მცენარეებიხეოფსის პირამიდაპარიზიამირანი (მითოლოგია)ძირითადი საშუალების ცვეთამსოფლიო მიზიდულობის კანონითბოგამტარობაქვევრი (ფილმი)ქეთო და კოტე (ოპერა)ქართული ფილმების სიააფხაზეთის ომი (1992-1993)ბზობაკავკასიური ნაგაზი🡆 More