ბაკურიანი

ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ბაკურიანი ტერმინს „ბაკურიანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაკურიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

თემის ცენტრი (დასახლებები: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, დიდი მიტარბი, მაჭარწყალი, პატარა მიტარბი, თორი, წინუბანი). წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს. ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა „პანტნარის ტაძარი“. ბაკურიანი პოპულარული სამთო და სათხილამურო კურორტია.

დაბა
ბაკურიანი
ბაკურიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი ბაკურიანი
კოორდინატები 41°45′05″ ჩ. გ. 43°31′41″ ა. გ. / 41.75139° ჩ. გ. 43.52806° ა. გ. / 41.75139; 43.52806
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ცენტრის სიმაღლე 1700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1879 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 59 %
სომხები 23 %
ოსები 10 %
რუსები 3,5 %
უკრაინელები 2,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 367
საფოსტო ინდექსი 1200
ოფიციალური საიტი http://www.bakuriani.ge/index.php?lang=en
ბაკურიანი — საქართველო
ბაკურიანი
ბაკურიანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბაკურიანი
ბაკურიანი — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ბაკურიანი

ისტორია

ბაკურიანის პირველი მოსახლეები უკრაინელები იყვნენ. 1816 წელს ბორჯომის ხეობაში უკრაინელების 460 ოჯახი დასახლდა. აქედან 80-მდე ოჯახი ბაკურიანში, ხოლო დანარჩენები თორსა და ანდეზიტში. უკრაინელები ხე-ტყის დამუშავებაზე მუშაობდნენ. ადგილობრივი ხის მასალა გადიოდა გერმანიაში მუსიკალური საკრავების დასამზადებლად. ბაკურიანში დღემდეა შემორჩენილი ადგილები, რომელთაც „ყურუმსებს“ (ყრუ რუსები) ეძახიან.

XVIII საუკუნეში, სამშობლოდან გამოქცეულ უკრაინელებს ამ დაბაში ასახლებდნენ. ბაკურიანის ისტორია უკავშირდება ბორჯომის მინერალური წყლების პოპულარობას XIX საუკუნეში. მინერალური წყალი, თავის სამკურნალო თვისების გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა. რუსეთის მეფე ალექსანდრე II-მ 1871 წელს ბორჯომის ხეობა თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. 1890 წლიდან „ბორჯომის“ წყლის საწარმოო ჩამოსხმა იწყება. 1898-1901 წელს გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა, რამაც ბაკურიანის განვითარების დაუდო სათავე. რკინიგზის არსებობამ, 1902-1910 წლებში, კოხტაგორის ფერდზე, როლოვისა და ფომინის ხელმძღვანელობით, მაღალმთის ბოტანიკური ბაღის შენება გააადვილა.

ევროპაში სათხილამურო სპორტის ბუმი იყო და საქართველოში ახალჩამოსული გიორგი ნიკოლაძე, თავის მეგობრებთან ერთად სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციაზე ოცნებას იწყებდა. ის პირველი იყო, რომელმაც ბაკურიანში პირველი ქართველი მოთხილამურეები ჩაიყვანა. 1926 წელს ბაკურიანს დაბის სტატუსი მიენიჭა.

1934 წელს პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოებამ იჯარით აიღო შემდგომში ბავშვთა სანატორიუმის შენობა და იქ სამთო-სათხილამურო სკოლა და ზამთრის ფიზკულტურის სახლი დააარსა. 1935 წელი ბაკურიანის, როგორც სათხილამურო ცენტრის, დაბადების წელია. იანვრის დასაწყისში აქ უკვე ხალხმრავლობა იყო. ჩამოვიდნენ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ინსტიტუტის სათხილამურო სექციაში. ინსტიტუტის თავკაცის, ბოჯგუას ხელშეწყობით, სტუდენტების საწრთვნელი შეკრებები ბაკურიანში ტრადიციად იქცა. ამ პერიოდში ბაკურიანში ჩამოდიოდნენ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარგზავნილებიც. 1935 წლის 6 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სამთო-სათხილამურო სკოლა და ფიზკულტურის სახლი. ეს მოვლენა იმდროინდელმა პრესამ ვრცლად გააშუქა. ამავე წელს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ნაკრებიც. იმ პერიოდის საბჭოთა პრესაში ბაკურიანს „საბჭოთა სათხილამურო სპორტის დედაქალაქი” და „საბჭოთა დავოსი“ უწოდეს. 1950 წელს აშენდა ჯერ 45, ხოლო შემდეგ – 75 მეტრიანი ტრამპლინი, რამაც უფრო მოიზიდა სათხილამურო სპორტის მოყვარულები. 1954 წელს ბაკურიანში დაიდგა საბჭოთა კავშირში პირველი საბუქსირო გზა. 1960 წელს დასრულდა ბაკურიანის ელექტრიფიცირება.

2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.

გეოგრაფია

ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ.

ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 °C, იანვრისა 7,2 °C, აგვისტოსი 15 °C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.

ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.

კურორტი

ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოვლიანება.

ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია.

სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.

კლიმატი

ჰავის მონაცემები — Bakuriani (town centre)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაქსიმალური °C 3 6 13 18 22 25 28 28 26 21 14 7 28
საშუალო მაღალი °C −0.5 −0.2 3.7 9.3 14.6 17.8 20.6 20.8 17.5 12.9 6.2 1.3 10.3
საშუალო დღიური °C −5.6 −5.3 −1.4 3.5 8.5 11.4 14.1 14.2 10.4 6.5 1.2 −3.3 4.5
საშუალო დაბალი °C −10.7 −10.4 −6.4 −2.3 2.5 5 7.6 7.6 3.4 0.2 −3.8 −7.9 −1.3
საშუალო მინიმალური °C −18 −18 −15 −8 −2 2 6 6 0 −6 −13 −17 −18
საშუალო ნალექი (მმ) 52.3 56.8 62.9 72.3 112.2 110.5 70.9 66.5 61.5 68.4 55.3 51.1 840.7
საშუალო თოვა (სმ) 30 23 29 14 0 0 0 0 0 7 20 26 149
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.01 in) 12.9 12.9 14.5 14.3 18.7 18.1 14.2 12.7 11.6 11.8 10.4 11.0 163.1
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 5 mm) 0.2 1.0 4.7 9.5 17.5 13.0 10.9 9.1 10.3 10.2 2.4 0.4 89.2
თოვლიანი დღეები საშუალოდ (≥ 5 cm) 14.4 12.8 11.8 5.4 0.1 0 0 0 0 1.5 5.9 10.7 62.6
საშუალო დღიური მზიანი საათები 9.6 10.6 11.9 13.3 14.5 15.1 14.8 13.9 12.5 11.1 9.9 9.3 12.2
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი 48 48 49 44 49 67 88 91 82 57 52 50 60.4
წყარო 1: Climate averages (1981-2016) - Weather Spark
წყარო 2: Precipitation at 1665m ASL (1936-1992) - NOAA

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 3733
2002 1985 ბაკურიანი 
2014 1879 ბაკურიანი 

გალერეა

ბაკურიანი 

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბაკურიანი ისტორიაბაკურიანი გეოგრაფიაბაკურიანი დემოგრაფიაბაკურიანი გალერეაბაკურიანი ლიტერატურაბაკურიანი რესურსები ინტერნეტშიბაკურიანი სქოლიობაკურიანიბაკურიანის ანდეზიტიბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზიბორჯომის მუნიციპალიტეტიდაბადიდი მიტარბითორი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)მაჭარწყალიპატარა მიტარბიწინუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი მამარდაშვილიპარიზიტემპერამენტის ტიპებიჰაერის დაბინძურებაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბორჯომი (წყალი)ეგზისტენციალიზმილომი (ასტროლოგია)ადამიანის უფლებებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიავსტრალიაგიორგი III (საქართველოს მეფე)ჰაერიალტრუიზმიმენსტრუაცია69 (სექსუალური პოზა)აია-სოფიას ტაძარიწრეწირიხელისუფლების დანაწილებადავითგარეჯასასწორი (ასტროლოგია)უეფა-ს ჩემპიონთა ლიგატროპიკული სარტყლებიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ღეროვანი უჯრედიმეტაფორასანდრო ახმეტელიტუბერკულოზილადო ასათიანიირანიავსტრიაქართლის გაქრისტიანებაასლან აბაშიძესქესობრივი აქტიევროპული საბჭოისლანდიატრეფიკინგირუსული დამწერლობაისკო დასენიმილიმეტრიევერესტიალჟირიმთვარეასტიგმატიზმიტიციან ტაბიძეთბილისური ეზოანტარქტიდაEuropebetთბოგამტარობამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიჰემოფილიალეკებიინსულტისაბერძნეთიჯაყოს ხიზნებიThe Beatlesსაქართველო XII-XIII საუკუნეებშიოქროს საწმისინიჰილიზმიგასტრიტიალაზანიებრაელებირატი ამაღლობელივიქტორ დოლიძებაში-აჩუკისაქართველო XVII საუკუნეშინიდერლანდებისანქტ-პეტერბურგიქვეწარმავლებისაქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)წყალიზმნიზედასაკურამარტივი რიცხვინინო წილოსანიკრავაი ჯაყელიევროპის დროშა🡆 More