გუადალკანალი

გუადალკანალი (ინგლ.

ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების გუადალკანალის პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულის ძირძველი დასახელებაა — ისატაბუ.

გუადალკანალი
მშობ. სახელი: ინგლ. Guadalcanal
გუადალკანალი
კუნძულ გუადალკანალის ადგილმდებარეობა
გეოგრაფია
9°37′ ს. გ. 160°11′ ა. გ. / 9.617° ს. გ. 160.183° ა. გ. / -9.617; 160.183
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 5352,9 კმ²
სიგრძე 150 კმ
სიგანე 48 კმ
უმაღლესი წერტილი 2335 მ
პოპომანასეუს პიკი
პროვინცია გუადალკანალი
დემოგრაფია
მოსახლეობა 109 382 (1999)
სიმჭიდროვე 20,434 ად. /კმ²

გეოგრაფია

გუადალკანალი 
კუნძულის ტოპოგრაფიული რუკა.
გუადალკანალი 
კუნძულის რუკა.

გუადალკანალის კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული სანტა-ისაბელი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული მალაიტა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სან-კრისტობალი, სამხრეთით — რენელი. გუადალკანალი ვულკანური კუნძულია, ზოგიერთ ადგილას მარჯნის რიფით გარშემორტყმული.

გუადალკანალი — სოლომონის კუნძულების ყველაზე დიდი კუნძულია, კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 150 კმ-ს, ხოლო სიგანე — დაახლოებით 48 კმ-ს (სოლომონის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია პაპუა-ახალი გვინეის კუთვნილი ბუგენვილი).

გუადალკანალის კუნძულის და მთელი ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან — პოპომანასეუს პიკი სიმაღლით 2335 მეტრი. ფართედ გავრცელებული მონაცემები იმის შესახებ, რომ მაკარაკომბურუს პიკს აქვს სიმაღლე 2447 მეტრი და, შედეგად, ის გუადალკანალის ყველაზე მაღალი წერტილია, არ დასტურდება თანამედროვე გამოკვლევებით (მისი დაზუსტებული სიმაღლეა 2310 მეტრი). კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ალუვიონური ვაკე, რომელსაც უკავია ხმელეთის დაახლოებით 460 კმ².

გუადალკანალის კუნძულის კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა. კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მოდის ნალექების უფრო დიდი რაოდენობა, ვიდრე ჩრდილოეთ სანაპიროზე — ქალაქ ჰონიარას რაიონში. გუადალკანალზე ხშირად ხდება ციკლონები და მიწისძვრები.

ისტორია

კუნძული 1568 წელს აღმოაჩინა ესპანელი ზღვაოსნის ალვარო მენდანია დე ნეირას ექსპედიციამ, რომელმაც მას ესპანეთის ანდალუსიის პროვინციის გუადალკანალის (ესპ. Guadalcanal) მუნიციპალიტეტის პატივსაცემად დაარქვა გუადალკანალის კუნძული. დიდი ხნის განმავლობაში, XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე, კუნძულის მოსახლეობა პრაქტიკულად არ ურთიერთობდა ევროპელებთან, იშვიათ შემთხვევებში ზოგიერთი ვაჭრებისა და ვეშაპის დამჭერების გარდა. 1845 წლიდან გუადალკანალის კუნძულზე გამოჩნდნენ მისიონერები, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა იძულებით მიჰყავდათ პლანტაციებში სამუშაოდ ფიჯიზე.

1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი და 1971 წლამდე იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანის ტერიტორიების ნაწილი. XX საუკუნის დასაწყისში გუადალკანალზე გაფართოვდა მისიონერული მოღვაწეობა, გაჩნდა ქოქოსის პალმის პირველი პლანტაციები. 1912 წელს ლონგუს დასახლებაში ანგლიკანური მისიონერების მიერ გაიხსნა სკოლა.

1942—1943 წლებში მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედების თეატრის რაიონში კუნძულზე მოხდა ერთ-ერთი გადამწყვეტი — გუადალკანალის ბრძოლა. კუნძულზე აშენდა აშშ-ის სამხედრო ბაზა, ხოლო ზრდასრული მამაკაცები მიიწვიეს სამუშაოდ შრომით რაზმებში.

შემდგომ პერიოდში გუადალკანალის კუნძულზე გაჩნდა მოძრაობა «Masinga Rule», რაც გახდა ტრადიციული სოციალ-პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური სისტემების ნგრევის შედეგი, ომის წლებში ცხოვრების წესის შეცვლა, როდესაც კუნძულზე დიდი რაოდენობით გამოჩნდა დასავლური საქონელი. ამ მოძრაობამ დიდი როლი შეასრულა სოლომონის კუნძულების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

1978 წლიდან გუადალკანალის კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.

მოსახლეობა

1999 წელს გუადალკანალის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 109 382 ადამიანს. კუნძულის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — ქალაქი ჰონიარა — სოლომონის კუნძულების დედაქალაქი. გუადალკანალის კუნძული შედის იმავე დასახელების პროვინციაში.

ერთმანეთში ურთიერთობის ძირითადი სასაუბრო ენაა კრეოლური ენა — ტოკ-პისინი, თუმცა ასევე ფართედ გავრცელებულია ადგილობრივი მელანეზიური ენები:

  • ბირაო (5900 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
  • გჰარი (12 119 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში),
  • ლენგო (13 752 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • ლონგუ (1894 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
  • მალანგო (4135 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • ტალისე (12 525 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის სამხრეთ ნაწილში).

ქალაქ ჰონიარადან აღმოსავლეთით მდებარეობს ჰონიარას საერთაშორისო აეროპორტი.

სქოლიო

Tags:

გუადალკანალი გეოგრაფიაგუადალკანალი ისტორიაგუადალკანალი მოსახლეობაგუადალკანალი სქოლიოგუადალკანალიგუადალკანალი (პროვინცია)ვულკანიინგლისური ენაკუნძულიმელანეზიაპროვინციასოლომონის არქიპელაგისოლომონის კუნძულები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პოლონეთიგრიგოლ ხანძთელიგოდერძის ნამარხი ტყეჯიქიიესო ქრისტეინგლისისასწორი (ასტროლოგია)მარილებიტყენარკომანიალიბერალიზმი საქართველოშიდავით IV აღმაშენებელილოცვა ეფრემ ასურისაცხენისწყალივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)კომპიუტერიატომიმიხეილ ჯავახიშვილიატმოსფერული წნევამთავარი გვერდიმდინარეგიორგი V ბრწყინვალეზღარბისებრნისაქართველო IV საუკუნეშივიკისაწყობიანდებისაქართველო VI საუკუნეშიევროპის საბჭოთვითმმართველობაპროტესტანტიზმიჩინეთის დიდი კედელითითაობამარსირთველიეთერ ლიპარტელიანიენერგიაევროპა-აზიის საზღვარიდავით კაკაბაძედელფინებიჭიამაიასებრნიისრაელიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციანაპოლეონ ბონაპარტიმარქსიზმიჭადრაკისოლომონ Iმგელიეკვატორული კლიმატური სარტყელიერითროციტებირითმაირაკლი კობახიძესაჭმლის მომნელებელი სისტემაქაქუცა ჩოლოყაშვილიმთაქუთაისიდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაკახეთის აჯანყება (1659)პარაზიტიზმიმაგნიუმიხინკალიმთაწმინდაბალბასიონის ტაძარისაქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს თავდაცვის ძალებიარაბობა საქართველოშიძველი ეგვიპტეგანმანათლებლობაჩერნობილის კატასტროფაათი მცნებააბას I (ირანი)მინერალებიკონცეფციათირკმელიკეთილშობილი ირემიკრიშტიანუ რონალდუ🡆 More