ჰარი მარტინსონი

ჰარი მარტინსონი (შვედ.

6 მაისი, 1904 — გ. 11 თებერვალი, 1978) — შვედი მწერალი და პოეტი. 1974 წელს ეივინდ იუნსონთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“. მათი ნობელიანტობა მძაფრი დავის საგანი გახდა, რადგან იმ დროს ორივე მწერალი შვედეთის აკადემიის წევრი იყო.

ჰარი მარტინსონი
შვედ. Harry Martinson
ჰარი მარტინსონი
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1904(1904-05-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] ან 1904[14]
დაბადების ადგილი Jämshög church parish[10]
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1978(1978-02-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [15] [9] [11] [12] [13] ან 1978[14]
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმი[16]
დასაფლავებულია Silverdals cemetery[17]
საქმიანობა მწერალი[9] [13] , პოეტი[13] , რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა შვედური ენა
მოქალაქეობა ჰარი მარტინსონი შვედეთი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[18] [19] , დობლუგის პრემია[9] , Samfundet De Nio's Grand Prize, Bellman Prize და Sveriges Radio's Poetry Prize
მეუღლე მოა მარტინსონი
საიტი harrymartinson.org

მარტინსონს „XX საუკუნის შვედური პოეზიის დიად რეფორმატორსა და ყველაზე ორიგინალურ 'პროლეტარ' მწერალს უწოდებენ“. მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა სიმბოლურ-ფანტასტიკურმა პოემამ „ანიარა“ (1956).

ბიოგრაფია

ჰარი მარტინსონი 
ჰარი მარტინსონის საფლავი სტოკჰოლმში

მარტინსონი 1904 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ შვედეთის ქალაქ ბლეკინგეში ვაჭრის ოჯახში დაიბადა. ადრეულ ასაკშივე დაობლდა მამით, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა დედამ შვილები მიატოვა და აშშ-ში გადავიდა. მარტინსონმა ბავშვობის წლები ბავშვთა სახლებში გაატარა. თექვსმეტი წლის ასაკში გაიქცა და გემზე მეზღვაურად მოეწყო. მომდევნო რამდენიმე წელი ზღვაზე გაატარა, მოიარა სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია და ინდოეთი.

რამდენიმე წლის შემდეგ მარტინსონი ფილტვებთან დაკავშირებულმა ჯანმრთელობის პრობლემამ აიძულა სამშობლოში დაბრუნებულიყო. შვედეთში იგი მოგზაურობდა, არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და საცხოვრებელი ადგილი.

მარტინსონმა 1929 წელს რადიარდ კიპლინგის „შვიდი ზღვის“ გავლენით დაწერილი ლექსების კრებული „Spökskepp“ (მოჩვენებების გემი) გამოაქვეყნა, რითაც მისი პოეტური დებიუტი შედგა. თანამედროვე შვედ მწერლებთან მარტინსონის თანაავტორობით დაიწერა ანთოლოგია „ხუთი ახალგაზრდა“ რითაც შვედურ მოდერნიზმს ჩაეყარა საფუძველი.

მარტინსონის პოეზიას ახასიათებს ლინგვისტური ინოვაციები, მეტაფორების ხშირი გამოყენება, ბუნების სიყვარული, ღრმა ჰუმანიზმი, მისი სტილი ხშირად რეალისტური და ექსპრესიონისტულია. 1935 წელს მან, როგორც რომანისტმა აღიარება მოიპოვა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანით „Nässlorna blomma“ (აყვავებული ჭინჭრები), რომელიც დღესდღეობით ოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

1929-1940 წლებში დაქორწინებული იყო მწერალ მოა მარტინსონზე, რომელიც სტოკჰოლმის ანარქისტულ გაზეთში Brand გაიცნო. 1934 წელს მარტინსონმა სსრკ-ში იმოგზაურა, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური პასიურობის კრიტიკა გახდა მისი და მოას განქორწინების მიზეზი. 1942 წელს მწერალმა ცოლად ინგრიდ ლინდკრანცი შეირთო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.

1949 წელს მარტინსონი შვედეთის აკადემიის პირველი პროლეტარი მწერალი წევრი გახდა.

მარტინსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია პოეტური ციკლი „ანიარა“, რომელიც 1956 წელს გამოქვეყნდა. კომპოზიტორმა კარლ ბინგერ ბლუმდალმა 1959 წელს „ანიარას“ მიხედვით ოპერა დაწერა.

მგრძნობიანე ბუნების მარტინსონისთვის რთული აღმოჩნდა იმ კრიტიკასთან გამკლავება, რომელიც მის ნობელიანტობას მოჰყვა. 1978 წლის 11 თებერვალს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით, სეპუკუს რიტუალით დაასრულა.

ბიბლიოგრაფია

რომანები

  • Vägen till Klockrike (გზა)
  • Nässlorna blomma (აყვავებული ჭინჭრები)
  • Vägen ut (უკან გასაბრუნებელი გზა)

ესეები

  • Svärmare och harkrank
  • Midsommardalen (შუა ზაფხულის ველი)
  • Det enkla och det svåra (ადვილი და ძნელი)
  • Utsikt från en grästuva
  • Verklighet till döds (რეალობა სიკვდილს)
  • Den förlorade jaguaren (დაკარგული იაგუარი)
  • Resor utan mål (უმიზნო მოგზაურობანი)

პოემები

  • Spökskepp
  • მომთაბარე
  • Passad (ქარი)
  • Cikada
  • ანიარა
  • Gräsen i Thule
  • Vagnen
  • Dikter om ljus och mörker
  • Tuvor

რადიო დადგმები

  • გრინგო
  • Salvation (ხსნა)
  • Lotsen från Moluckas

სასცენო დადგმები

  • Tre knivar från Wei

ფსალმუნები

  • De blomster som i marken bor

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 2.0 2.1 Harry E Martinson — 1917.
  • 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  • 4.0 4.1 SNAC — 2010.
  • 5.0 5.1 NooSFere — 1999.
  • 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  • Discogs — 2000.
  • 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 9.0 9.1 9.2 9.3 Martinson, Harry
  • 10.0 10.1 Jämshögs kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker. Huvudserien, SE/LLA/13196/C I/10 (1895-1912), bildid: 00104804_00221, sida 222
  • 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 12.0 12.1 GeneaStar
  • 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
  • 14.0 14.1 Czech National Authority Database
  • Vegetti Catalog of Fantastic Literature
  • Deutsche Nationalbibliothek Record #118865854 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • https://www.svenskagravar.se/gravsatt/bc9ae61b-811d-4dc1-8cdb-7650a6c03fa2Svenskagravar.se.
  • https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1974/
  • https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  • The Nobel Prize in Literature 1974. Nobel Foundation.
  • Örjan Lindberger "Människan i tiden. Eyvind Johnsons liv och författarskap 1938–1976" Bonniers 1990, pp. 445–447
  • 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 Harry Martinson French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 27 March 2012.
  • 23.0 23.1 23.2 23.3 Holm, Ingvar. „Harry Martinson“. Svenskt biografiskt lexikon. National Archives of Sweden.
  • 24.0 24.1 Harry Martinson – Biographical. Nobel Media AB (2014). ციტირების თარიღი: 4 March 2015.
  • Kumm, Björn (12 December 1991). „Obituary: Artur Lundkvist“. The Independent. London. p. 13.
  • Harry Martinson. Albert Bonniers Förlag.
  • Harry Martinson – Britannica. ციტირების თარიღი: 29 June 2020.
  • Johansson, Stefan. (31 May 2009) 50-åring ur kurs når ännu fram. Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 14 February 2014.
  • Liukkonen, Petri. Harry Martinson. Kuusankoski Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2003.
  • Hansson, Anita. Martinson begick harakiri. Aftonbladet (31 August 2000). ციტირების თარიღი: 21 December 2015.
  • Gyllensten, Lars (2000). Minnen, bara minnen (Swedish). Stockholm: Albert Bonniers Förlag. ISBN 91-0-057140-7. 
  • Tags:

    ჰარი მარტინსონი ბიოგრაფიაჰარი მარტინსონი ბიბლიოგრაფიაჰარი მარტინსონი რესურსები ინტერნეტშიჰარი მარტინსონი სქოლიოჰარი მარტინსონი11 თებერვალი19046 მაისიეივინდ იუნსონინობელის პრემია ლიტერატურაშიშვედეთის აკადემიაშვედური ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    დუნაიუჯრედიამიერკავკასიური ზაზუნააია-სოფიას ტაძარიკომპიუტერიძახილის წინადადებასიურრეალიზმიფერნანდო მაგელანიროდოსის კოლოსიატომისაქართველოს სახელმწიფო გერბიკოლოსეუმიმონანიება (ფილმი)ნიკოლოზ ბარათაშვილიტრეფიკინგიაგენტიდემოკრატიატოტალიტარიზმიასტრიდ ლინდგრენიგიორგი ანწუხელიძებრესტ-ლიტოვსკის ზავიგიორგი მამარდაშვილიივანე ჯავახიშვილიეიფელის კოშკილექსი ვეფხისა და მოყმისაამირანი (მითოლოგია)წნევამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითლადო გუდიაშვილისამკურნალო მცენარეებითბილისილომიბათუმის ბოტანიკური ბაღიდელფინებიტყემოსკოვიანანურის ციხეპელოპონესის ომისომხეთიილონ მასკიბარსელონასვეტიცხოველიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიC ჰეპატიტიინსულტიდემეტრე II თავდადებულიოლიმპიური თამაშებისალომე ზურაბიშვილითრომბოციტებიბაში-აჩუკიწელიწადის დროებიტოლერანტობამელასახელმწიფონარკოტიკიბენიტო მუსოლინიდედამიწის ისტორიასანტიმეტრიჯვაროსნული ლაშქრობებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაალაზანისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნითემურლენგიარჩვინიკო ფიროსმანიმსოფლიო მიზიდულობის კანონიფოტოსინთეზიიგივაჟა მარგველაშვილიდათვიანტონიმინიადაგიქართული ხალხური ცეკვებიკონსტანტინოპოლისოციალიზმირეზოლუცია🡆 More