რეალიზმი

რეალიზმი (ლათ.

realis ნამდვილი) — მხატვრული შემეცნების მეთოდი. ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე. რეალიზმი ასევე შუა XIX საუკუნის კულტურული მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.

რეალიზმი
გიუსტავ კურბე, გამარჯობა ბატონო კურბე, 1854

კულტურული მიმდინარეობა

რეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ. წ. 2400 წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია XIX საუკუნის შუა წლების რომანტიზმის იდეალიზმზე, რომელიც ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის ფონზე. ის ხელოვნების გაბატონებული ფორმა საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.

მხატვრობა

რეალიზმი 
ჟან ფრანსუა მილე, მოსავლის ამღებნი, 1857. დ'ორსეს მუზეუმი (პარიზი).

რეალისტები ცდილობდნენ ყოველდღიურ ხასიათთა, სიტუაციების, დილემებისა და მოვლენების აღწერას „აკურატული“ (ან რეალისტური) მანერით. ის ეწინააღმდეგებოდა რომანტიზმს, რომელიც საგნებსა თუ მოვლენებს იდეალისტურად უდგებოდა. რეალისტები უკუაგდებდნენ თეატრალურ დრამასა და ხელოვნების კლასიკურ ფორმებს, რათა გამოეხატათ უფრო საყოველთაო ან „რეალისტური“ თემები. ამასთან რეალისტები ეყრდნობოდნენ მეცნიერულ ფაქტებს და ბუნებასა და ცხოვრებას მათ ირგვლივ. ამ პერიოდში მოღვაწე ფრანგი პეიზაჟისტების ჯგუფი, რომელთა შთაგონების საგანი ბუნებისგან შექმნილი ხელოვნება იყო ბარბიზონის სკოლად იწოდებოდა. ასევე აღსანიშნავია, პრე-რაფაელიტთა საძმო, რომლებიც განადიდებდნენ რაფაელამდე არსებულ ხელოვნებას (რაფაელის პერიოდში ხელოვნება საკმაოდ გაიდეალიზებული იყო).

მნიშვნელოვან რეალისტთა შორის არიან:

კინემატოგრაფია

იტალიური ნეორეალიზმი იყო კინემატოგრაფიული მიმდინარეობა რეალიზმის ელემენტებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში განვითარდა. ცნობილ ნეორეალისტთა შორის იყვნენ ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი, და რობერტო როსელინი.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

რეალიზმი კულტურული მიმდინარეობარეალიზმი გალერეარეალიზმი იხილეთ აგრეთვერეალიზმი ლიტერატურარეალიზმი რესურსები ინტერნეტშირეალიზმი სქოლიორეალიზმილათინური ენალიტერატურასაფრანგეთიხელოვნება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხევსურეთითახვინიჰილიზმისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)საქართველოს პრემიერ-მინისტრიგამზრდელი (პოემა)ჰემოგლობინიებრაული დღესასწაულებიიალბუზიავსტრალია (კონტინენტი)ლაშა ტალახაძეთევდორე კველთელიმდინარეჯონჯოლიწმინდა გიორგიუინსტონ ჩერჩილისანტიმეტრიელენე ახვლედიანიწინადადებაქართული დამწერლობაწრეწირიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაამეთვისტოწითელაკანადაგაერთიანებული სამეფოევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთირკმელირუსეთის იმპერიაფოთიკახეთის აჯანყება (1659)დავით I კურაპალატიუნგრეთიფარნავაზ IEuropebetდეციმეტრიალუმინიაბანოთუბანისახარებაფრენბურთიამერიკაკანონი (ნორმატიული აქტი)ლითოსფეროდავითგარეჯათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშივიეტნამიდავით კაჭარავასერგო ორჯონიკიძეგლობალური დათბობანაციონალიზმიგრემირევაზ ინანიშვილიელენე ხოშტარიააბრეშუმის დიდი გზათემურლენგისი ქოული ბატაკარლეს პუჩდემონიკავკასიონიფერმენტებიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოზედსართავი სახელიზვიად გამსახურდიაალკოჰოლიზმიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიკილიმანჯაროსამანიშვილის დედინაცვალიმინერალების სიანიადაგიბელარუსიმათემატიკანიკო ნიკოლაძესაქართველო XV საუკუნეშიესპანეთიმარქსიზმიერთიანი ნაციონალური მოძრაობაირაკლი აბაშიძეეკოლოგიასანქტ-პეტერბურგითბილისის ზღვა🡆 More