სიმბოლიზმი

სიმბოლიზმი (ფრანგ.

symbolisme) — მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში (საფრანგეთში — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. ბელგიაში — ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში — ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაში — რაინერ მარია რილკე; რუსეთში — ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი).

სიმბოლიზმი
„მესაფლავის სიკვდილი“, კარლოს შვაბი, სიმბოლისტური მოტივების ვიზუალური გამოხატულებაა. სიკვდილისა და ანგელოზთა პერსონიფიკაცია, ქათქათა თოვლი და სახეთა დრამატული პოზები — ყოველივე ეს გამოხატავს სიმბოლისტურ მისწრაფებას ტრანსფიგურაციისკენ „სადმე, ამ სამყაროს იქით“.

სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო პარნასელთა პოეზიაზე. მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე. სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას.

საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც 1916 წელს გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, „ცისფერყანწელების“ ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვა. ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ პოეტური ფორმის გადახალისებას, გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრებას, ამასთან კლასიკური მემკვიდრეობის გამოყენებასაც. 1925 წლის შემდეგ ქართული სიმბოლისტური სკოლა დაიშალა.

წინაპირობა

ფრანგული სიმბოლიზმი უმეტესწილად რეაქცია იყო ნატურალიზმისა და რეალიზმის წინააღმდეგ, რომელთა მიმდევრები ცდილობდნენ რეალობის ასახვას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ამ პირდაპირმა თითქმის სანიტარულმა მიმდინარეობებმა გამოიწვია რეაქცია სპირიტუალობის, გამოგონილისა თუ ოცნებების წარმოსახვისკენ, რამაც დასაბამი მისცა სიმბოლიზმის აღმოცენებას. ზოგი ავტორი, როგორიცაა იორის-კარლ ჰუიზმანსი, შემოქმედებას იწყებს როგორც ნატურალისტი, თუმცა შემდგომში სიმბოლიზმისკენ იხრება; ჰუიზმანსში ეს ცვლილება გამოიხატა მის გამოცოცხლებულ ინტერესში რელიგიასა და სპირიტუალობისადმი.

სიმბოლისტურ მოძრაობას ლიტერატურაში ფესვები შარლ ბოდლერის პოემათა კრებულში „Les Fleurs du Mal“ (ბოროტების ყვავილები) აქვს. სიმბოლიზმის ესთეტიკა განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში. 1880-იანებში ეს ესთეტიკა გამოიხატა ერთგვარ მანიფესტთა სერიაში და მან მწერალთა მთელი თაობის ყურადღება მიიპყრო. ედგარ ალან პოს ნამუშევრები, რომლებიც ბოდლერმა ფრანგულად თარგმნა, დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ამ მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვანი წყარო ხდება მრავალი ტროპისა და პერსონაჟის შექმნაში.

ლიტერატურაში სიმბოლისტური მიმდინარეობისგან განსხვავებით, სიმბოლიზმი ხელოვნებაში წარმოადგენს რომანტიციზმის გაცილებით უფრო გოთური და ბნელი ექსპრესიიდან გადახრას; თუმცა სადაც რომანტიციზმი იმპულსური და მეამბოხე სულის გამოხატვა იყო, სიმბოლისტური ხელოვნება უფრო სტატიკური და რელიგიური გახდა.

სიმბოლიზმი თეატრში

სიმბოლისტური თეატრის შექმნის იდეა გამომდინარეობს სცენაზე ხელოვნების ყველა დარგის ორგანული შერწყმის ნეორომანტიკული კონცეფციიდან. თეატრალურ წარმოდგენაში სიტყვის, ფერისა და მუსიკის შეხამებას მაყურებელზე უნდა მოეხდინა ისეთივე ზემოქმედება, როგორსაც მოახდენდა მუსიკა; ე. ი. უნდა შექმნილიყო სახეები, რომლებიც კონკრეტულ აზრობრივ გაშიფვრას არ დაექვემდებარებოდა. სიმბოლისტური თეატრის შექმნას XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში ხელი შეუწყო:

  • სპეციფიურმა დრამატურგიულმა მასალამ (მეტერლინკის, ვერჰარნის, ჰოფმანის, მოგვიანებით იბსენისა და სხვა ნაწარმოებები), რომლებიც სცენაზე ადეკვატურ ხორცშესხმას მოითხოვდა.
  • სიმბოლისტმა რეჟისორებმა, რომლებმაც უარყვეს რეალისტური თეატრის ტრადიციები და დრამატურგიას, როგორც სპექტაკლის იდეურ საფუძველს, დაუპირისპირეს რეჟისორისა და მხატვრის დიქტატი; ისინი ცდილოვდნენ დაემკვიდრებინათ სცენაზე „პირობითი თეატრის“ იდეა („მოქმედება-სიმბოლო“), განეხორციელებინათ „მარიონეტების თეატრის“ პრინციპები.
  • პლასტიკური ხელოვნების (ძირითადად ფერწერა) მოძალებამ თეატრში, დასავლეთ ევროპაში სიმბოლიზმმა თავი იჩინა პარიზის სასტუდიო თეატრებში.

სიმბოლიზმი XIX—XX საუკუნეების მიჯნის მხატვრული კულტურის რთული მოვლენაა. მისი გავლენა განიცადა ბევრმა მხატვრულმა მიმდინარეობამ (ექსპრესიონიზმი, სიურრეალიზმი, ნაწილობრივ ფუტურიზმი და სხვა) ქართულ დრამატურგიასა და თეატრში სიმბოლიზმი თავს იჩენს XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში. იგი წარმოდგენილია პიესებით:სანდრო შანშიაშვილის „შვების თავადი“ (1908—1911), „მეფე-მგოსანი“ (1912); სანდრო ცირეკიძე „პირიმზე“ (1918), პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასული“ (1919). ამ პიესებში შეიმჩნევა ის წინააღმდეგობანი, რაც საერთოდ დამახასიათებელია სიმბოლისტური მწერლობისათვის: რეალისტური ხელოვნების ტრადიციებისაგან ირაციონალობისა და მისტიკურობისაკენ გადახრა, თანამედროვე სინამდვილისადმი პროტესტი, უსამართლობის სასტიკი მხილება ახალი მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების მეოხებით. ქართველი რეჟისორების მიერ დადგმული სიმბოლისტური პიესებიდან აღსანიშნავია: მორის მეტერლინკის „მარიამ მაგდალინელი“ (სპექტაკლის რეჟისორი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა შ. ბერიშვილმა, 1921), ოსკარ უაილდის „სალომე“ (რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, 1922), სანდრო შანშიაშვილის „ბერდო-ზმანია“ (რეჟისორი სანდრო ახმეტელი, 1920) და სხვ.

სიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაში

სიმბოლიზმი 
რუს სიმბოლისტთა შორის იყო მიხაილ ვრუბელი (1856—1910).

სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმს არ გააჩნდა ჩამოყალიბებული სახე. მის წარმომადგენლებს არ აერთიანებდათ არც საერთო თეორიული პროგრამა, არც სტილური ნიშნები. საწყის ეტაპზე სიმბოლიზმს სახვით ხელოვნებაში ჰქონდა ტენდენცია ნაწარმოების სიუჟეტი დაეტვირთა რამდენიმე მნიშვნელობით, ალეგორიებითა და მისტიური სიმბოლოებით. ამან გამოიწვია ინტერესის გაცხოველება ძველ რელიგიებისადმი; ბიბლიური, ძველ აღმოსავლეთის, ანტიკური ლეგენდებისადმი. უფრო სხვაგვარად ესმოდათ სიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაში ე. წ. პონტა-ვენის სკოლის წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე სიმბოლურ დატვირთვას იღებდა არა ნაწარმოების სიუჟეტი, არამედ თვით მხატვრული გამომსახველობითი საშუალებანი — ფერი, ხაზი, მონასმი, კომპოზიციური აგების რიტმი. ამგვარი გაგება სიმბოლიზმისა მხატვრობაში გაგრძელდა XX საუკუნეშიც, „მოდერნის“ ხელოვნებაშიც, ფორმის აქტიურ გასულიერების ცდებში. სიმბოლიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ XX საუკუნეში ფ. ფონ შტუკი, მ. კლინგერი — გერმანიაში, ფ. კნოპფი — ბელგიაში, ო. ბერდზლი — ინგლისში, ჩიურლიონისი — ლიტვაში და სხვა. რუსეთში სიმბოლიზმის ნიშნები გამოვლინდა „მირ ისკუსტვას“ ხელოვნებაში, რერიხის, ბორისოვ-მუსატოვის, ვრუბელის ნაწარმოებებში, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო სიმბოლისტი.

ქართულ სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმი არ ჩამოყალიბებულა თავისთავადი მიმართულების სახით და არც მიმდევრები ჰყოლია, მხოლოდ რამდენიმე მხატვრის ცალკეულ ნაწარმოებებში შეიმჩნევა მიმართულებისათვის დამახასიათებელი ნიშნები (შ. ქიქოძე „დაღუპული მეგობრის მოსაგონრად“, 1921, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი).

სიმბოლისტები

წინამორბედები

მწერლები

  • ვილიე დე ლ'ილ-ადამი, მათიას (1838-89)
  • სტეფან მალარმე (1842-98)
  • პოლ ვერლენი (1844-96)
  • ართურ რემბო (1854-91)
  • როდენბახი, ჟორჟ (1855-98)
  • ვერჰარნი, ემილ (1855—1916)
  • მორე, ჟან (1856—1910)
  • სამენი, ალბერ (1858—1900)
  • რემი დე გურმონი (1858—1915)
  • კანი, გუსტავ (1859—1936)
  • ჟირო, ალბერ (1860—1929)
  • ლაფორგი, ჟიულ (1860-87)
  • ადამი, პოლ (1862—1920)
  • მორის მეტერლინკი (1862—1949)
  • მერილი, სტიუარტ (1863—1915)
  • რეტტე, ადოლფ (1863—1930)
  • ვილე–გრიფინი, ფრანსუა (1863—1937)
  • რენიე, ანრი დე (1864—1936)
  • მოკელი, ალბერ (1866—1945)
  • პოლ ვალერი (1871—1945)
  • ვივიანი, რენე (1877—1909)
  • ნელიგანი, ემილ (1879—1941)
  • ბელი, ანდრეი (1880—1934)

გავლენა ინგლისურ ლიტერატურაში

ინგლისურენოვანი ავტორები, რომელთაც სიმბოლიზმზე გავლენა მოახდინეს ან თავად განიცადეს:

  • პო, ედგარ ალან (1809-49)
  • ბლეიკი, უილიამ (1757—1827)
  • როსეტი, დანტე გაბრიელ (1828-82)
  • სუინბერნი, ალჯერნონ ჩარლზ (1837—1909)
  • უალდი, ოსკარ (1854—1900)
  • სიმონსი, ართურ (1865—1945)
  • გრეი, ჯონ (1866—1934)
  • დოუსონი, ერნესტ (1867—1900)
  • სტენბოკი, ერიკ (1860-95)
  • ელიოტი, თომაზ სტერნ (1888—1965)
  • იიტსი, უილიამ ბატლერ (1865—1939)
  • სტივენსი, უოლეს (1879—1955)
  • პაუნდი, ეზრა (1885—1972)
  • ეიკენი, კონრად (1889—1973)
  • სმიტი, კლარკ ეშტონ (1893—1961)
  • კრეინი, ჰარტ (1899—1932)

მხატვრები

  • ბლეიკი, უილიამ — (1757—1827)
  • უოტსი, ჯორჯ ფრედერიკ — (1817—1904)
  • ბეკლინი, არნოლდ — (1827—1901)
  • შავანი, პიერ პიუვის დე — (1824—1898)
  • ფანტენ–ლატური, ანრი (1836—1904)
  • კნოპფი, ფერნანდ — (1858—1921)
  • კლიმტი, გუსტავ — (1862—1918)
  • მორო, გუსტავ — (1826—1898)
  • მუნკი, ედვარდ — (1863—1944)
  • რედონი, ოდილონ — (1840—1916)
  • როფსი, ფელისიენ — (1855—1898)
  • ტოროპი, იან — (1858—1928)
  • ვრუბელი, მიხეილ (1856—1910)

სიმბოლიზმი საქართველოში

საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“. „ცისფერყანწელების“ ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სიმბოლიზმი წინაპირობასიმბოლიზმი თეატრშისიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაშისიმბოლიზმი სიმბოლისტებისიმბოლიზმი საქართველოშისიმბოლიზმი რესურსები ინტერნეტშისიმბოლიზმიბელგიაბლოკი, ალექსანდრებოდლერი, შარლბრიუსოვი, ვალერიგერმანიავერლენი, პოლვერჰარნი, ემილლიტერატურამალარმე, სტეფანმეტერლინკი, მორისრემბო, არტურსაფრანგეთიუაილდი, ოსკარფრანგული ენახელოვნებაჰაუპტმანი, გერჰარტ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციადიდება (ჰიმნი)წყალიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიქვეყნების სიაალექსანდრე I დიდიქართული დამწერლობაევროპა-აზიის საზღვარიყიზილბაშებიგერმანიასაქართველო IV საუკუნეშიჰეკლაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ალექსანდრე მაკედონელის ომებიავსტრალიაგაერთიანებული სამეფოსაქართველოს სამეფოსომხური სამოციქულო ეკლესიაეიფელის კოშკიაფრიკის ქვეყნების სიადუბაითეთნულდიქართული გვარიდავით IV აღმაშენებელიბელგიაარისტოტელელაშა შავდათუაშვილილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს წითელი ნუსხაპენალტების სერიადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ნიკოლოზ ბარათაშვილიმერაბ მამარდაშვილიბერძნული ხელოვნებაამირანი (მითოლოგია)საქართველო V საუკუნეშისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიიმპრესიონიზმირომაული ხელოვნებასეკულარიზმიინოლა გურგულიაკვიპროსიშვედეთიბიპოლარული აშლილობაანტარქტიდაგაერთიანებული ერების ორგანიზაციამცხეთაკომუნიზმიდავით კლდიაშვილისაქართველოს ფრინველთა სიარამაზ შენგელიაბანგკოკიმარხვაარქაიზმირელიგია საქართველოშისაქართველოს კონსტიტუციაისრაელინაცვალსახელიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022მელაბულგარეთიჩრდილოეთი ამერიკაიმერეთის მხარეანალური სექსიფეხბურთისაქართველოს პრეზიდენტითეიმურაზ Iქრომოსომაბურთი და მოედანიმწერებიმალავიგნეუს პომპეუს მაგნუსიპუნიკური ომებიბარდა სკლიაროსიფოთიგიბრალტარის სრუტელურჯი ვეშაპი🡆 More