The Independent

ინდეპენდენტი (ინგლ.

The Independent — დამოუკიდებელი) — ბრიტანული ონლაინ-გაზეთი. დაარსდა 1986 წელს, როგორც ლონდონში გამომავალი ნაციონალური დილის გაზეთი. 1997 წლიდან მას აკონტროლებდა ირლანდიელი ბიზნესმენის, ტონი ო’რეილის Independent News & Media, 2010 წელს კი გაზეთი რუსმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე ლებედევმა იყიდა. 2016 წლის მარტიდან გამოცემამ ნაბეჭდი ვერსია შეწყვიტა და მთლიანად ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა.

The Independent
The Independent
ტიპი: ონლაინ-გაზეთი
მფლობელ(ებ)ი: ალექსანდრე ლებედევი
ევგენი ლებედევი
გამომცემელი: Independent Print Limited
რედაქტორი: არჩი ბლანდი
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: ამოლ რახანი
დაარსდა: 1986
პოლიტიკური ერთგულება: ლიბერალური, რადიკალური ცენტრისტი
ენა: ინგლისური
სათავო ოფისი: {{{სათავო ოფისი}}}
დობილი გაზეთ(ებ)ი: The Independent on Sunday; The i
ISSN: 0951-9467
საიტი: http://www.independent.co.uk/

ზედმეტსახელად Indy, თავდაპირველად პატარა ფურცლებზე დაბეჭდილი გაზეთი იყო, 2003 წლიდან კი ტაბლოიდის ფორმატზე გადავიდა. გამოცემა ცენტრისტულ-მემარცხენე ხედვებისაა და ორიენტირებულია კულტურასა და პოლიტიკაზე, ეკონომიკურ საკითხებზე. საკუთარ თავს არ უკავშირებს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და წარმოაჩენს ხედვათა ფართო სპექტრს. „თავისუფალი პოლიტიკური პარტიების მიდრეკილებისგან, თავისუფალი მესაკუთრული გავლენისგან“ — ასე აღწერს გაზეთი საკკუთარ თავს; აღნიშნული წარწერის მქონე ბანერი დატანილი იყო გაზეთის მთავარ გვერდზე, თუმცა 2011 წელს ის მოიხსნა.

ყოველდღიურმა გამოცემამ 2004 წელს ბრიტანეთის პრესის ჯილდო მიიღო და დასახელდა წლის ნაციონალურ გაზეთად. 2013 წლიდან გამოცემის მთავარი რედაქტორია წარმოშობით ინდოელი ამოლ რაჯანი, მოადგილე კი არჩი ბლანდი. 28 წლის ბლანდი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყო ბრიტანეთის საგაზეთო ინდუსტრიის ისტორიაში, რომელიც მაღალ მმართველობით რგოლში დაინიშნა; რაც შეეხება რაჯანს, მთავარ რედაქტორად დანიშვნისას ის 29 წლის იყო.

2015 წლის ივნისში, გაზეთის დღიური ბრინვა 58 000-ზე ქვემოთ იყო, რაც 1990 წლის პიკთან შედარებით 85%-ით იყო ნაკლები; საკვირაო გამოცემის ბრუნვა კი 97 000-ს შეადგენდა. 2016 წლის 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ The Independent-ი და მისი საკვირაო გამოცემა მთლიანად ციფრულ სფეროში გადაინაცვლებდა. The Independent-ის ბოლო ბეჭდური ვერსია 2016 წლის 20 მარტს გამოვიდა.

ისტორია

The Independent-ის პირველი ნომერი 1986 წლის 7 ოქტომბერს დაიბეჭდა. გაზეთის დამფუძნებლები იყვნენ ანდრეას ვაითამ სმითი, სტივენ გლუვერი და მეთიუ საიმონდსი. სამივე მათგანი The Daily Telegraph-ის ყოფილი ჟურნალისტები იყვნენ.

The Independent-ის დაარსება ბრიტანეთის საგაზეთო სამყაროში არსებულ რთულ პერიოდს დაემთხვა, რაც რუპერტ მერდოკის კუთვნილ მედიასაშუალებებში წარმოქნილი პრობლემებით იყო გამოწვეული. თავდაპირველად, The Independent-მა სწორედ მერდოკის გაზეთებიდან სცადა თანამშრომელთა გადმობირება. ცენტრისტული-მემარცხენე მკითხველების გადაბირების გზით, პირველი გამოწვევა The Guardian-ს გაუგზავნა, მეორე მხრივ კი The Times-ს დაუწყო კონკურენცია. ტირაჟმა პიკს 1989 წელს მიაღწია — 400 000.

1990-დან დღემდე

1990-იან წლებში The Independent-ი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რადგან ფასები დააგდეს მერდოკის კუთვნილმა გაზეთებმა. ამის შემდეგ, გაზეთმა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელშიც The Times-სა და The Daily Telegraph-ს მეპატრონეების, რუპერტ მერდოკისა და კონრად ბლეკის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა.

ფინანსური პრობლემები შეექმნა გაზეთის გამოცემას. მისით დაინტერესება გამოთქვა სხვა რამდენიმე მედია-კომპანიამ. 1994 წელს გაზეთის აქციების მესამედი ტონი ო'რეილის Mirror Group Newspapers-მა შეიძინა. 1995 წელს გაზეთის წილები გადანაწილდა Independent News & Media-ს (43%), MGN-ს (43%), და Prisa-ს (El País-ის გამომცემელი, 12%) შორის.

1998 წელს ო’რეილმა კომპანიის 54% ჩაიგდო ხელში, რაც 30£ მილიონი დაუჯდა. 2004 წლისთვის, გაზეთი კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და წლიური დანაკარგი 5£ მილიონს შეადგენდა.

2010 წლის 25 მარტს, Independent News & Media-მ გაზეთი რუს ოლიგარქს, ალექსანდრე ლებედევს მიჰყიდა სიმბოლურ ფასად, 1£-ად, მომდევნო ათი თვის მანძილზე 9.25£ მილიონის გადახდის პირობით; თავის მხრივ, ცალ-ცალკე The Independent-ი და The Independent on Sunday განგრძლივი საკონტრაქტო ხელშეკრულებით 28£ და 40£ მილიონად შეფასდა. 2009 წელს, ლებედევს უკვე ჰქონდა შეძენილი გაზეთი London Evening Standard-ი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

The Independent ისტორიაThe Independent რესურსები ინტერნეტშიThe Independent სქოლიოThe Independentინგლისური ენალონდონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლონდონიდანიამცენარეებისაქართველოს სახელმწიფო დროშაThe Beatlesიგიტუპაკ ამარუ შაკურიპაბლო პიკასოვიტამინი Dნაპოლი (საფეხბურთო კლუბი)ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისანქტ-პეტერბურგიმართლმადიდებლობაერთეულთა საერთაშორისო სისტემაფშავისიონის ტაძარიმგელიგოჯი ბერიბუნებრივი რესურსებიდემეტრე Iკვადრატული კილომეტრიკოლხეთის სამეფომდინარერაფაელიდიდი პანდაკოლხეთის დაბლობიგერმანიის ქალაქების სიაკაცია-ადამიანი?!სინგაპურიეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიგეოგრაფიული გარსიავაზაკლიმატიმექსიკალევან შენგელიამარხვა27 მარტიქართული მითოლოგიამეორე მსოფლიო ომიმერკურითამბაქოქვეწარმავლებიზურიკო დავითაშვილისომხეთისელჩუკთა სახელმწიფოაღა-მაჰმად-ხანიკონსტანტინე I დიდიტაო-კლარჯეთისქესობრივი აქტისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიბრაზილიავაჟა აზარაშვილიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაგიორგი I (საქართველოს მეფე)ქართვლის დედაYouTubeჩუტყვავილადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიამერიკის შეერთებული შტატებიალცჰაიმერის დაავადებასოციალიზმიპითაგორას თეორემალევან კობიაშვილისამხრეთი კორეაბერძნული ხელოვნებაგვირილაეგრისის დიდი ომიგიორგი გოჩოლეიშვილიერთა ლიგაოლიმპიური თამაშებირკინაევროპადავით ყიფიანიკვადრატული მეტრირუის-ურბნისის საეკლესიო კრება🡆 More