თვითმკვლელობა ან სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა.
თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში, თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შეერთებული შტატების ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ღრმა დეპრესიაში მყოფ ახალგაზრდათა 7 პროცენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ისწრაფებს. ეს ციფრიც კი ვერ გადმოსცემს პრობლემის მთელ არსს, რადგან ახალგაზრდების თვითმკვლელობის შემთხვევების გარდა, მრავალი თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევა ფიქსირდება. ამიტომ მოზარდების განვითარების საკითხებზე მომუშავე კარნეგის საბჭოს ანგარიშში საფუძვლიანად იყო აღნიშნული: „დღეს მოზარდების პრობლემებისადმი გულგრილი დამოკიდებულება უბედურების ძალით თავს დატეხაა. ასეთი უგულებელყოფა ნამდვილად რისკის წინაშე აყენებს მომავალ თაობას“.
ფრანგ სოციოლოგ ემილ დიურკემის მოსაზრების არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები:
. ქვემოთ მოცემული საყურადღებო ნიშნები იმ მოზარდებში შეინიშნება, რომლებიც შესაძლოა თვითმკვლელობაზე ფიქრობენ:
დოქტორმა ქეთლინ მაკ-კოიმ აღნიშნა რომ მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა ამ საყურადღებო ნიშნების უგულებელყოფაა. ის ამბობს: «არც ერთ მშობელს სურს იმის დაჯერება, რომ მის შვილს რაღაც ჭირს. ამიტომ პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ. „ასაკის ბრალია“, „გაუვლის“ ან „ის ყოველთვის ყველაფერს აზვიადებს“, — ასე ინუგეშებენ მშობლები თავს. ეს საშიშია. საშიშროების მომასწავებელ ნებისმიერ ნიშანს მშობელი სერიოზულად უნდა მოეკიდოს».
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
This article uses material from the Wikipedia ქართული article თვითმკვლელობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.