შვედური ენა

შვედური ენა — შვედების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანიკულ ჯგუფს.

შვედურ ენაზე საუბრობენ შვედეთში და ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალანდის კუნძულების გასწვრივ. მოლაპარაკეთა რიცხვი 10 მილიონს აჭარბებს. შვედური ენა ახლოს დგას ნორვეგიულ ენასთან, შედარებით განცალკევებულია დანიურისგან. დანარჩენი გერმანიკული ენების მსგავსად შვედურიც ძველნორდიკულიდან იღებს სათავეს. ან ენაზე საუბრობდა გერმანიკული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვიკინგების ეპოქაში

შვედური ენა
შვედური ენის არეალი

ზოგადი ცნობები

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: > 10 მლნ
  • ენის კოდი: sv
  • სახელწოდება: sv svenska; en Swedish; eo sveda
  • დამწერლობა: ლათინური

ისტორია

ენები, რომლებზეც დღევანდელ სკანდინავიაში ლაპარაკობენ, განვითარდა ძველსკანდინავიურისგან. ვაჭარ-ვიკინგები ენას მთელს ევროპაში ავრცელებდნენ. დასავლეთით კუნძულ ისლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს მიაღწიეს, აღმოსავლეთით თანამედროვე რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებს. შეიძლება ითქვას, რომ ძველსკანდინავიური ენა ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში. სკანდინავიურთაგან სამი კონტინენტური ენა - შვედური, დანიური და ნორვეგიული 1050 წლამდე თითქმის ერთ ენას წარმოადგენდა, შემდეგ კი გაყოფა იწყო. მოგვიანებით უკვე ქვემოგერმანულის გავლენა ძლიერდება, განსაკუთრებით, ჰანზას დაქვემდებარებულ ქალაქებში. შვედეთის სახელმწიფოს სტანდარტული სადამწერლობო ენა სვეებისა და იოტების დიალექტებზე ჩამოყალიბდა. შვედური ენა სერიოზულ ფორმირებას XIV საუკუნიდან იწყებს, როდესაც ქვეყნის სათავეში მაგნუს II ერიქსონი დგას. თანამედროვე სალაპარაკო შვედურის სტანდარტი XIX საუკუნეში განისაზღვრა, რასაც წინ უძღვოდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია. საბოლოო შტრიხები კი 1920-იან წლებში შეიძინა რადიომაუწყებლობის დაწყებასთან ერთად.

თანამედროვე ლიტერატურული ნორმა ჩამოყალიბდა სტოკჰოლმისა და მელარენის ტბის ოლქის დიალექტების საფუძველზე. მე-18 საუკუნეში სტოკჰოლმის დიალექტმა მთლიანად განდევნა რეგიონული დიალექტები. შვედური ენის დიალექტები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მთელი რიგი ნიშნებით.

სტატუსი

ოფიციალური ენა:

  1. ფინეთი - ფინურთან ერთად.
  2. შვედეთი
  3. ევროპის კავშირი

გავრცელების არეალი:

ნორვეგია, დანია, აშშ, კანადა.

ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა: God dag; Hejsan
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Välkommen
  • გმადლობთ: Tack; Tackar så mycket
  • კი / არა: Ja / Nej
  • გეთაყვა: Tack; Varsågod
  • ნახვამდის: Adjö; Hej då

რიცხვები

  • 1 - en, 2 - två, 3 - tre, 4 - fyra, 5 - fem, 6 - sex, 7 - sju, 8 - åtta, 9 - nio, 10 - tio

რესურსები ინტერნეტში

Tags:

შვედური ენა ზოგადი ცნობებიშვედური ენა ისტორიაშვედური ენა სტატუსიშვედური ენა ლექსიკაშვედური ენა რესურსები ინტერნეტშიშვედური ენაალანდის კუნძულებიგერმანიკული ენებიდანიური ენავიკინგებიინდოევროპული ენებინორვეგიული ენაფინეთიშვედები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ინგლისის რევოლუციაკახეთის აჯანყება (1659)ნოდარ დუმბაძესანქტ-პეტერბურგიპირველი რესპუბლიკის მოედანისაქართველო VI საუკუნეშიერითროციტებიფრანც შუბერტინეიტრონული ვარსკვლავიფეხბურთის წესებიშიდსისაქართველოს საფეხბურთო სტადიონების სიაწიგნი სიბრძნე სიცრუისაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960ადამიანირომაული ხელოვნებააქლემიირაკლი აზაროვისაჭმლის მომნელებელი სისტემაერთა ლიგაიესო ქრისტეკარლეს პუჩდემონიოსმალეთის იმპერიის ისტორიასიონის ტაძარიიუნესკობარდა სკლიაროსიპაბლო პიკასომაგნიტოგორსკისიზმარიოთარ კაკაბაძერესპუბლიკაგიბრალტარის სრუტერუსეთ-საქართველოს ომი (1921)მართლმადიდებლობაბახტრიონი (პოემა)თამარ მეფეხეოფსის პირამიდაპოსტერიატომიმწერებიევროპალიბერალიზმიგეოგრაფიული გარემოოქრონიკო ფიროსმანიქალწული (ასტროლოგია)ანგარიშთა გეგმამთავარი გვერდიპოპ-მუსიკაკლიმატიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაუეფარომის დაარსებანაკიანი წელიწადიჩერნობილის კატასტროფაფსორიაზიქართული სამზარეულორუსული დამწერლობააბსოლუტური მონარქიადათა თუთაშხიაიგლუსაჰარასვეტიცხოველიმიგრაციაევროპა-აზიის საზღვარიჭიანჭველასებრნისილიციუმიაზერბაიჯანინარკომანიაემპათიაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმაგნიუმისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგლობალიზაცია🡆 More