საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (ფრანგ.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ბიბლიოთეკა. ყველაზე მსხვილი ბიბლიოთეკა საფრანგეთში და ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ბიბლიოთეკა მსოფლიოში. ბიბლიოთეკაში 2651 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 2500 ადამიანი — მთელი დღე. ძირითადი წიგნთსაცავი მდებარეობს მდინარე სენის მარცხენა მხარეს, პარიზის მე-13 ოლქში და ატარებს ფრანსუა მიტერანის სახელს. კრებულის ყველაზე ფასიანი ნაწილი - მონეტებისა და მანუსკრიპტის კაბინეტი განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რიშელიეს ქუჩაზე. შენობის ანსამბლი XVII—XIX საუკუნისაა.

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთი უძველესია; ბიბლიოთეკა სხვადასხვა პერიოდში მეფეების, სამეფოს, ეროვნული, საიმპერატორო და ბოლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელს ატარებდა. ჯერ კიდევ მეფე პიპინ მოკლეს ჰქონდა ხელნაწერთა კრებული. კარლოს დიდმა დააარსა ბიბლიოთეკა აახენში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროისთვის, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკა გაიყიდა. მეფე ლუდოვიკო IX-მ ისევ შეაგროვა საკმარისად დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც უანდერძა სასულიერო საზოგადოებას.

ხელნაწერის შეგროვება სინამდვილეში დაიწყო იყო კარლ V ბრძენმა (მართავდა 1364-1380 წლებში), რომელმაც დააარსა ბიბლიოთეკა არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მეცნიერებს მისცა მუშაობის შესაძლებლობა; ის არა მარტო ყიდულობდა, არამედ ავალებდა გადაეწერათ და ეთარგმნათ ხელნაწერები „სამეფოს და მთელი ქრისტიანული სამყაროს სასარგებლოდ“. 1367-1368 წლებში ბიბლიოთეკა მეფის ბრძანებით გადაიტანეს ბაზიერთუხუცესის კოშკში, ლუვრის ციხე დარბაზში. 1373 წელს შეადგინეს წიგნების კატალოგი, დამატებითი კი 1380 წელს. ბიბლიოთეკა ძალიან დაზარალდა იმის გამო, რომ მეფის ნათესავებს გაჰქონდათ წიგნები და უკან არ აბრუნებდნენ — შედეგად 1200 ხელნაწერიდან ჩვენამდე მოაღწია ძალიან მცირე ნაწილმა. ლუდოვიკო XI იძულებული იყო დაეწყო სასახლის წიგნშესანახის შექმნა სუფთა ფურცლიდან. ლუდოვიკო XII-მ გადაიტანა ლუვრის ბიბლიოთეკა ბულაში და შეუერთა ბიბლიოთეკას, რომელიც შექმნილი იყო მამისა და ბაბუის - ორლეანის ჰერცოგის მიერ, მანვე შეიძინა წიგნების მდიდარი კრებულები: მილანის ჰერცოგთა წიგნების ნაწილი პეტრარკას ბიბლიოთეკიდან, წიგნების ნაკრები ლუდვიგ დე ბრიუგისა და სენიორ დე ლა გრუტიუზისაგან. მეფე ყიდულობდა წიგნებს როგორც საფრანგეთში, ასევე საზღვარგარეთ: გააგზავნა იტალიაში რამდენიმე განათლებული კარისკაცი მისიით - ეყიდათ რომსა და ვენეციაში ყველა ბერძნული ხელნაწერი ან მათი ასლები, რის მოძიებასაც შეძლებდნენ.

1537 წელს მეფის ბრძანებით ყველა ფრანგული გამომცემლობა და წიგნით მოვაჭრე ვალდებული იყო დაედოთ ბულაში ერთი ეგზემპლარი დაბეჭდილი წიგნიდან. 1544 წელს სამეფო ბიბლიოთეკა გადაიტანეს ფონტენებლოში. ამ დროისათვის ის ითვლიდა 1500 ტომს, აქედან 41 ბერძნულ, 4 ივრითულ და 2 არაბულ ენაზე და იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ევროპაში. ორი წლის შემდეგ სამეფო ბიბლიოთეკა გაიხსნა დამთვალიერებელთათვის. ფრანცისკას შვილმა ჰენრიხ II-მ გაზარდა აუცილებელი ეგზემპლარების რაოდენობა. კარლოს IX-ის მეფობის ბოლოს ბიბლიოთეკა, რომელიც ითვლიდა 1560 წლისათვის 3560 ერთეულს, დაბრუნდა ფონტენბლოდან პარიზში.

ლუდოვიკო XIII-ის დროს ლუვრის ბიბლიოთეკა ეკუთვნოდა პირადად მეფეს და იწოდებოდა სამეფო კაბინეტად. 1622 წელს გამოქვეყნებულ იქნა ნაკრების პირველი კატალოგი. ლუდოვიკო XIV-მ ისევ საჯარო გახადა ბიბლიოთეკა მნახველებისთვის. მისი მეფობისას სამეფო ბიბლიოთეკამ საჩუქრად მიიღო და შეიძინა ბევრი წიგნი და ხელნაწერი. იმ პერიოდის მთავარი შენაძენი იყო: 9000 ტომიანი კრებული და 260 ხელნაწერი, საჩუქრად ძმები დიუპირებისაგან; გასტონ ორლეანელის მიერ ნაბოძები წიგნები, ხელნაწერები, მედლები, მინიატურები, ნახატები და სხვა იშვიათობები; გრაფ დე ბეტიუნის მიერ ნაბოძები ისტორიული დოკუმენტის კრებული, რაოდენობა 1923 ტომი; 1669 წელს შეიძინეს ექიმი ჟაკ მენტელის ბიბლიოთეკა, შემდგარი 10000 წიგნისა და 136 ხელნაწერისაგან; 1715 წელს ბიბლიოთეკამ მიიღო საჩუქრად ფრანსუა გენიერის ცნობილი კრებული.

ლუდოვიკო XIV-ის მეფობის პერიოდში ბიბლიოთეკას განაგებდა კოლბერი, როგორც სამეფო შენობების მთავარი ინტენდანტი. ის აგზავნიდა მეცნიერებს საზღვარგარეთ, რათა მოეძიათ და შეეძინათ წიგნები. აქედან გამომდინარე საფრანგეთში შემოიტანეს ფასდაუდებელი წიგნები და ხელნაწერები საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, სპარსეთიდან, კოსტანტინოპოლიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ლუდოვიკო XV-ის მეფობისას ბიბლიოთეკამ შეიძინა 20 000-მდე წიგნების კრებული და ხელნაწერი. აქედან უმთავრესი იყო კოლბერის ბიბლიოთეკა, 6645 უძველესი ხელნაწერით. 1723 წელს ინდურმა კომპანიამ გადაუგზავნა 1800-ზე მეტი ჩინური წიგნი.

საფრანგეთის რევოლუციის დროს კონვენტის გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკა გახდა ეროვნული, როგორც სხვა ბევრი სამეფო დაწესებულება და იწოდებოდა როგორც „ერიკნული“. ამ პერიოდში ბიბლიოთეკა შეივსო აურაცხელი სიმდიდრით. აქ გადმოიტანეს მონასტრებისა და დევნილი არისტოკრატების წიგნები. აქედან უმდიდრესი იყო სენ-ჟერმენ-დე-პრეს სააბატოს კოლექცია, სორბონის კოლექცია. მოგვიანებით შეძენილი ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი იყო შარლ ლა ბედუაიერის 10 000 წიგნიანი კრებული.

1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა მხარი დაუჭირა ბიბლიოთეკის რეფორმირების პროგრამას, ამის შესაბამისად ძირითადი ფონდები გადავიდა ახალ მაღლივ შენობაში, პარიზის XIII ოლქში. ამ მომენტისათვის დაბეჭდილი წიგნების რიცხვი და კრებული აღემატებოდა 9 მილიონს.

წიგნის სკანირების ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ეროვნული ბიბლიოთეკა იყო პირველი, რომელმაც გააციფრულა მეტნაკლებად მოთხოვნადი ფონდები და განათავსა ინტერნეტში მისამართზე: gallica.bnf.fr 2011 წლის მდგომარეობით ონლაინ ბიბლიოთეკა „გალიციამ“ მკითხველებს მიაწოდა 1 400 000 დოკუმენტი.

ბიბლიოთეკა მონაწილეობს, აგრეთვე, კვლევის პროექტში „Quaero“, რომელიც მიმართულია მეტყველების განვითარებისა და მექანიკური თარგმნის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ადამიანიევროპამსოფლიოპარიზისაფრანგეთისენაფრანგული ენაფრანსუა მიტერანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ირაკლი ღარიბაშვილივეფხვიაზოკენგურუებიფაშიზმიდედამიწის სტრუქტურაპოლონეთიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველობაგრატ III (საქართველოს მეფე)მსოფლიო მიზიდულობის კანონისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამარკეტინგილეონარდო და ვინჩიქრომოსომაშხარანაკიანი წელიწადიავტორიტარიზმიგლობალიზაციანოე ჟორდანიათავისუფლების მოედანი (თბილისი)ალმასიგაერთიანებული ერების ორგანიზაციასინონიმებიდემეტრე Iთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისამანიშვილის დედინაცვალისერგო ორჯონიკიძენეკერჩხალისოფლის მეურნეობაინდუსტრიული რევოლუციაქვათახევი26 აპრილიდანიაძაღლიქვეშეთი-კობის გზაევროკავშირიყირიმის ომიჯვაროსნული ლაშქრობებიბუდაპეშტიპაკისტანიტრეფიკინგისაჭმლის მომნელებელი სისტემაკახეთი69 (სექსუალური პოზა)ქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ზამთარიპარიზიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქართლის გაქრისტიანებანიჰილიზმისეტყვაანტიკური ხანასუვერენიტეტიაფხაზეთის ომი (1992-1993)დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)სვეტიცხოველირუსთავიაფროდიტემტკვარიკვიპროსიდემოკრატიაფილიპინებისაქართველოს სახელმწიფო დროშაბიშკეკისეკულარიზმისალომე ზურაბიშვილიკარლეს პუჩდემონისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიადამიანის უფლებებივარძიაშავი ზღვამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმედეა (მითოლოგია)საქართველოს სამოქალაქო ომიბორჯომი (წყალი)კაპიტალიზმიმცენარეები🡆 More