სერბულ-ხორვატული ენა (სერბულ-ხორვატულად srpskohrvatski ან cрпскохрватски) — ენების კრებითი სახელწოდება, რომლებზეც საუბრობენ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილ ქვეყნებში — სერბეთში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში.
სერბულ–ხორვატული ენა srpskohrvatski, hrvatskosrpski српскохрватски, хрватскосрпски | |
გავრცელებულია | სერბეთი, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ავსტრია (ბურგენლანდი), უნგრეთი (ბარანია), ჩრდილოეთი მაკედონია, თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაუდგენელი |
ოფიციალური სტატუსი | სერბეთი ხორვატია მონტენეგრო ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული |
დამწერლობის სისტემა | ლათინური ანბანი და კირილური ანბანი |
ენის კოდები | ISO1, ISO2, SIL |
უწინ, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (1991/1992) დაშლამდე სერბულ-ხორვატულს უწოდებდნენ ერთ ენას, დღესდღეობით კი ახლადაღმოცენებული ქვეყნების მიხედვით ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ მათ, ძირითადად მაინც სერბულ და ხორვატულ ენებად, ხოლო უფრო იშვიათად ასევე ბოსნიურად და მონტენეგრულად.
ამ სივრცეში პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ არაა დასრულებული. სწორედ მწვავედ მიმდინარე პოლიტიკური სეპარაციის გამო, არც იმის შესახებ არ არსებობს ზუსტი რიცხვითი მონაცემი, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს სერბულ-ხორვატულად მოსაუბრედ. სერბულად, ხორვატულად, ბოსნიურად და მონტენეგრულად (ანუ ჩერნოგორულად) მოსაუბრეთა რიცხვი კი მთლიანობაში 17–22 მლნ. კაცი არის.
სერბულ–ხორვატული ენის ყველაზე ოპტიმალური დახასიათება იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს არის ენა, რომელსაც რამდენიმე ეთნოსი (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მონტენეგროელები) მიიჩნევს მშობლიურად, თუმცა სხვადასხვა სახელს კი არქმევს.
(ქვემორე ტექსტში გრამატიკული მაგალითები მხოლოდ ლათინურ ანბანზეა მოტანილი)
მთელი XX საუკუნის განმავლობაში გამუდმებით წამოიჭრებოდა–ხოლმე საკითხი იმის თაობაზე, რომ როგორმე ახალი სახელი დაერქვათ სერბულ–ხორვატული ენისთვის. ნათლიობის ახალ მსურველთა შემოთავაზებული წინადადებები კი იყო შემდეგი: სერბულ–ხორვატული, ხორვატულ–სერბული, ანდა ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ ცალ-ცალკე მოხსენიებულიყო, ანუ სერბული ენა/ხორვატული ენა და პირიქით ხორვატული ენა/სერბული ენა, იმისდა მიხედვით, თუ სად მოიხსენიებდნენ ამ ენას სერბიაში თუ ხორვატიაში პირველად შესაბამისი სახელი სერბული ან ხორვატული ეხსენებინათ. ერთხანს სერბები იმ ჭკუაზეც დადგნენ, რომ მოინდომეს საერთოდ გაეუქმებინათ და ამოეღოთ ხმარებიდან სახელი „სერბული“ და „სერბია“, რათა იქნებ ხორვატების გული მოეგოთ ამით და ერთიანობაც შეენარჩუნებინათ, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა იმის გამო, რომ ისევდაისევ ახალი ძალით თავი იჩინა სერბებს, ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის არსებულმა პრობლემებმა, კერძოდ კი, რელიგიური საკითხების, გადაუმუშავებელი ისტორიული წარსულის; მათი არაეთგვაროვანი და ხშირად წინაააღმეგობრივი შეფასებების, და საერთოდ, დაუძლეველი ტრადიციული წინააღმდეგობების გამძაფრებამ მათი პოლიტიზაციის გზით (განსაკუთრებით ზემოხსენებულ სამ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს შორის).
იმის გათვალისწინებით, რომ სლავური ენები და მით უფრო სამხრეთსლავური ენები ისედაც ახლოს დგანან ერთმანეთთან, სერბულ-ხორვატული ენა უფრო ენობრივ კონტინუუმად შეიძლებოდა მიგვეჩნია და არა ცალ-ცალკე ენებად.
ამ შემთხვევაში მეცნიერული თვალსაზრისი ნაკლებადაა აქტუალური და ყოველივე შექმნილი რეალობიდან გამომდინარე პოლიტიკური კორექტულობის წესებს მორჩილებს. ტენდენცია იქით მიდის, რომ „სერბულ–ხორვატული ენა“ სერბეთში სერბულად, ხორვატიაში ხორვატულად, ბოსნიაში ბოსნიურად, მონტენეგროში მონტენეგრულად ან ჩერნოგორიულად იწოდებოდეს თვალსაწიერ მომავალშიც, როგორც მინიმუმ, მომდევნო (ახალი) გეოპოლიტიკური რეალობის დადგომამდე.
სერბულ-ხორვატული ენა იყოფა სამ მთავარ დიალექტად, რომელთაც ერთმანეთისაგან იმისდა მიხედვით განარჩევენ, თუ ყოფილი იუგოსლავიის რომელ მხარეში როგორ იტყვიან კითხვით ნაცვალსახელ „რა–ს“.
სერბულ-ხორვატული ენას სამი ქვედიალექტი (ანუ კილო–კავი) გააჩნია და სამივე ფაქტობრივად (და მნიშვნელოვანწილად) შტოკავურის შიდაგანშტოებები არის. ე.წ. ისტორიულმა ჲატმა (Ѣ/ѣ) ფონეტიკური ცვლილებები განიცადა „იჲე–ს“ („(i)je“), „ე–სა“ („e“) და „ი–ს“ („i“) სახით და სწორედ აქედან წარმოდგა ამ ქვეჯგუფების სახელებიც.
ენათმეცნიერული თვალსაზრისით სერბულ–ხორვატული ენის ახალ ენებად დაცალკავება შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების ინგლისურისა და ბრიტანეთის ინგლისურის, ან პირინეული ესპანურისა და მექსიკის ესპანურის ცალკე ენებად დაყოფა. ენათმეცნიერების აზრითვე, ე.წ. სერბული და ხორვატული კიდევ უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან ვიდრე ამერიკული და ბრიტანული ინგლისურის ვარიანტები. ენათმეცნიერთა წრეებშიც არიან სერბულის, ხორვატულისა და ბოსნიურის ცალკე ენებად მოხსენიების მომხრენი, რომელთა რაოდენობა და პოლიტიკური სიძლიერე განსაკუთრებით თვალშისაცემია ხორვატიაში. ისინი გამუდმებით ხაზს ერთმანეთს შორის არსებულ ენობრივ განსხვავებებს და თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მაგალითად მოუხმობენ რუმინულისა და მოლდავურის, ბულგარულისა და მაკედონურის შეთხვევებს, მაგრამ ამ მხრივ, ანუ რელიგიურ–პოლიტიკური მოტივაციით პარტიკულირების კლასიკური შემთხვევა ალბათ ჰინდისა და ურდუს ცალკე ენებად მიჩნევაა: ჰინდი და ურდუ გამოიყენებენ განსხვავებულ სადამწერლობო სისტემებს, გარდა ამისა არაბული ანბანის გამომყენებელი ურდუს ენა რელიგიური სიახლოვის გამო ტენდენციურად მიდრეკილია არაბულიდან და ირანული ენებიდან ისესხოს სიტყვები.
უკანასკნელი წლების სერბეთში, ხორვატიასა და ბოსნიაში ჩამოყალიბებულ ენობრივ მდგომარეობაზე საუბრისას ბევრი ნეიტრალური, არაპოლიტიკური პოზიციის მქონე სერბულ–ხორვატული ენის სპეციალისტი შენიშნავს ენათმეცნიერული საკითხების სავალალო „გახალხურების“ ტენდენციას. იმისდა მიხედვით, თუ რას აბრალებენ ერთმანეთს, ან იბრალებენ ყოფილი იუგოსლავიის სერბულ–ხორვატულენოვან სივრცეში დანარჩენ ეთნოსებთან (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები) შედარებით სხვაობის, ან განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად რამდენიმე პუნქტად გამოიყოფა.
1. ხორვატული ვარიანტი – ბრალად ედება ლათინურისაკენ მიდრეკილება.
2. სერბული ვარიანტი – ბრალად ედება რუსული ან სლავური ენებისკენ მიდრეკილება.
3. ბოსნიური ვარიანტი – ბრალად ედება ისესხოს სიტყვები არაბული ენიდან ძირითადად თურქულის შუალობით.
ამ სამი თვალსაზრისიდან საბოლოოდ არც ერთი არ არის მართებული. რადგან სამივე სერბული, ხორვატული თუ ბოსნიური ვარიანტი შეიცავს როგორც საერთოსლავურ სიტყვებს, ასევე ნასესხობებს ბერძნული, არაბულ–თურქული თუ ლათინური ენებიდან. ბოლო წლების ხორვატიაში არის მცდელობა გერმანული, ინგლისური და ფრანგული ნასესხობები, ან კონკრეტული საკუთარი სახელები (ტოპოპიმები, ისტორიულად ცნობილი პიროვნებების სახელები) გადმოიტანონ ჩვეული ფონეტიკურის ნაცვლად მორფოფონოლოგიური ადაპტაციის მეშვეობით. თუმცა ეს სიახლე ჯერჯერობით არა მარტო სერბებს უქმნის პრობლემას, არამედ თავად ხორვატებსაც.
ხორვატული ლექსიკური ვარიანტების სერბული შესატყვისები მითითებულია ლატინიცაზე. ქვემოთ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მითითებულია რამდენიმე მაგალითი ყოველდღიური ლექსიკიდან, რომელთა უნებლიე, გაუცნობიერებელი გამოყენება დაპირისპირების ერთ, ან მეორე მხარეზე ხშირად გამხდარა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და შუღლის მიზეზი ერთმანეთის მეზობლად მცხოვრებ სერბთა და ხორვატთა შორის.
|
|
განსხვავებები არის ასევე ტერმინოლოგიაში.
მთელ რიგ ლექსიკურ ერთეულებს როგორც ხორვატები ასევე სერბები სხვადასხვაგვარად იტყვიან და გამოიყენებენ. მაგ,; ზედსართავი სახელს „slovenski“ ხორვატები თარგმნიან მნიშვნელობით „სლოვენური“, ხოლო სერბები კი – „სლავური“.
თვეთა სახელებშიც სცილდება ერთმანეთს ხორვატული და სერბული ენები.
|
|
განსხვავებები არის ზოგ აბსტრაქტულ სახელებს შორისაც.
სერბთა და ხორვატთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და კულტურული უთანხმოების ერთ–ერთი სიმბოლო არის ისიც, რომ ანბანის გამოყენების საქმეშიც არაერთგვაროვნება სუფევს; კათოლიკე ხორვატები ლათინური ანბანზე წერენ და კითხულობენ, ხოლო მართლმადიდებელი სერბები და მუსლიმი ბოსნიელები — კირილურ ანბანზე, თუმცა ხორვატიის გარდა ჟურნალ-გაზეთები ორივე შრიფტზე გამოიცემა, ასე მაგალითად, სერბეთის სამთავრობო საიტი ორანბანია, ანუ საინტერნეტო გვერდი შეიცავს ორივე ანბანის ოფციონს, რომელიც მკითხველის სურვილისამებრ შეიცვლება.
–––––––––––––––––––––
სერბულ-ხორვატული ზმნა იცნობს პირის, რიცხვის, დროის, ასპექტის, კილოსა და გვარის გრამატიკულ კატეგორიებს.
სერბულ-ხორვატულ ზმნას აქვს სრული (lični glagolski oblici) და უსრული (nelični glagolski oblici) ფორმები.
სტრუქტურული თვალსაზრისით განასხვავებენ სინთეზურ და ანალიტიკურ ზმნურ ფორმებს.
სერბულ-ხორვატული ზმნა სულ 7 დროის ფორმას იცნობს: ახლანდელი დრო (პრეზენსი), ნამყო სრული (პერფექტი), მყოფადი I (ფუტურუმ I), მყოფადი II (ფუტურუმ II), ნამყო წინარე–წარსული (პლუკვამპერფექტი), ნამყო წყვეტილი დრო (აორისტი) და ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო (იმპერფექტი).
წარმოების ტიპის მიხედვით ახლანდელი დრო, ნამყო წყვეტილი დრო და ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო სინთეზურ ზმნურ ფორმებს ქმნიან, ხოლო ნამყო სრული დრო, მყოფადი I და II, ასევე ნამყო წინარე–წარსული დრო კი ანალიტიკურ ზმნურ ფორმებს.
|
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article სერბულ-ხორვატული ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.