ორთოგრაფია (ბერძ.
სინონ. მართლწერა).
ყველა არსებულ ენას არ გააჩნია წერის ამგვარი სტანდარტიზაცია, რაც აიხსნება ამგვარი ნორმალიზების საჭიროების არქონით. რაც უფრო სცილდება ენა დიალექტურ თუ რეგიონალურ ჩარჩოს მასზე მოსაუბრეთა რიცხვი იზრდება და დგება წერის წესების დადგენის საჭიროება, რათა მომხმარებლებს გაუადვილდეთ ურთიერთგაგება. ენათა უმრავლესობას არ გააჩნია დამწერლობა, შესაბამისად მათ არ სჭირდებათ ორთოგრაფიის განსაზღვრა.
ორთოგრაფია ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა:
რამდენადაც ორთოგრაფია უშუალოდ უკავშირდება წერას, ამდენად დამწერლობის გაჩენა ძირითად გავლენას ახდენს ენის ორთოგრაფიის აგების პრინციპის ფორმირებაზე. იმ ენებისთვის, რომელთაც დიდი ხნის დამწერლობა გააჩნიათ, შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში წერა ენის ძველ მდგომარეობას უფრო ასახავს ვიდრე თანამედროვეს (მაგ. ინგლისური ენა).
მორფოლოგიური პრინციპით აგებული ორთოგრაფიის მქონე ენებში მორფება ერთნაირად იწერება მისი ფონეტიკური პოზიციების ცვილებების მიუხედავად. მაგ. რუსულ სიტყვებში голова́, го́ловы, голо́вка - მორფებას «голов» ერთნაირი დამწერლობა აქვს ყველა პოზიციაში, თუმცა წარმოთქმა იცვლება.
ამგვარ ენებში წარმოთქმის თავისებურებები წერაშიც აისახება. ფონეტიკური ორთოგრაფია ახასიათებს ქართულ, თათრულ, ნაწილობრივ ბელარუსულ და სხვა ენებს.
სემანტიკური ორთოგრაფიის მქონე ენებში დამწერლობა სრულიად არ უკავშირდება წარმოთქმას, იგი მხოლოდ სემანტიკას ასახავს. ამგვარ პრინციპზეა აგებული ჩინური ენა. თავიდან ვიეტნამური ენაც სემანტიკური ორთოგრაფიის მქონე იყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა ლათინურ დამწერლობაზე და გახდა ფონეტიკური.
"დეფექტურს" უწოდებენ ისეთ ორთოგრაფიას, რომელშიც არ არის ერთი ერთზე შესაბამისობა ასოებსა და ფონემებს შორის. ამგვარი ორთოგრაფია გააჩნია დასავლეთ ევრპის ენათა უმეტესობას, არაბულს, თანამედროვე ბერძნულს და ა.შ. მათგან ზოგიერთში არსებობს ბგერები, რომლებსაც რამდენიმე შესაძლო მართლწერა შეესაბამება, რისი მიზეზებიც ჩვეულებრივ ეტიმოლოგიური ან მორფო-ფონემიკურია (მაგ. ინგლისურში ბგერა /dʒ/ შესაძლოა დაიწეროს რამდენიმენაირად: "j", "g", "dj", "dg", or "ge"). სხვა შემთხვევებში პირიქით, ენაში არ არის საკმარისი რაოდენობის ასოები ყველა არსებული ფონემის ჩასაწერად. ამის გამო შემოდის ენაში დიაკრიტული ნიშნები, დიგრაფები და ა.შ. სადაც ერთი და იგივე ასო სხვადასხვა პოზიციაში სხვადასხვაგვარად გამოითქმის.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ორთოგრაფია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.