გრაფიკა

გრაფიკა — გამოსახულების შექმნა სხვადასხვა სახის ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით.

ის ძირითადად მოიცავს რაიმე გლუვ ზედაპირზე (მაგ. თაბახზე) ანაბეჭდების შექმნას მასზე ხელსაწყოს ზეწოლითა ან ზედაპირის გასწვრივ მისი მოძრაობით. ძირითადი ხელსაწყოებია გრაფიტის ფანქრები, კალამი და მელანი, მელნის ფუნჯები, სანთლის ფერადი ფანქრები, კრაიონი, ნახშირი, პასტელი და მარკერები. თანამედროვე გრაფიკაში ასევე გამოიყენება ციფრული მედია და ხელსაწყოები მსგავსი ეფექტის მისაღებად. გრაფიკაში ძირითადი ტექნიკაა: ხაზვა, ჰაჩინგი, კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი, სტიპლინგი და ბლენდინგი.

გრაფიკა
ლეონარდო და ვინჩი, ავტოპორტრეტი, გრაფიკა ცარცით

საქართველოში საკუთრივ გრაფიკის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა ნაბეჭდი წიგნის განვითარებასთან ერთად. დაზგური გრაფიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ალექსანდრე ბერიძე, რომანოზ გველესიანი, გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე მრევლიშვილი, ანტონ გოგიაშვილი. წიგნის გრაფიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის პირველ ქართველ გრავიორ-ქსილოგრაფს, ახალი გრაფ. ხელოვნების ფუძემდებელს გრიგოლ ტატიშვილს და ვლადიმერ გრიგოლიას, კარიკატურის განვითარებაში —ოსკარ შმერლინგს. გრაფიკის განვითარების კერა იყო თბილისის სამხატვრო აკადემია. გრაფიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იოსებ შარლემანმა, დავით კაკაბაძემ, ლადო გუდიაშვილმა, ელენე ახვლედიანმა, თამარ აბაკელიამ, ირაკლი თოიძემ, სერგო ქობულაძემ, კორნელი სანაძემ და სხვ. გრაფიკის ხელოვნება განსაკუთრებით განვითარდა 1950–60-იან წლებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექმნეს რევაზ თარხან-მოურავმა, დიმიტრი ერისთავმა, დიმიტრი ხახუტაშვილმა, ლევან ცუცქირიძემ, ელგუჯა ბერძენიშვილმა, ალექსანდრე ბანძელაძემ, ზურაბ კაპანაძემ, თენგიზ მირზაშვილმა, თეიმურაზ ყუბანეიშვილმა, ოთარ ჯიშკარიანმა და სხვ.; 1970–80-იან წლებში — გიორგი წერეთელმა, გურამ ღლონტმა, ლორეტა შენგელია-აბაშიძემ, ნანა ცინცაძემ, გ. კიკალიშვილმა, ია გიგოშვილმა, მ. თავაძემ, ლალი ზამბახიძემ, გურამ დოლენჯაშვილმა, ნინო ზაალიშვილმა, კარლო ფაჩულიამ, ნანა ჭურღულიამ. განვითარდა გრაფიკის სახეობები — პლაკატი და კარიკატურა (ირაკლი თოიძე, სამსონ ნადარეიშვილი მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, ნოდარ მალაზონია, ჯემალ ლოლუა, გიგლა ფირცხალავა, ალექსანდრე სარჩიმელიძე, თამაზ ვარვარიძე, ზ. ნაცვლიშვილი, ასევე ანდრო კანდელაკი, დონი, გურო, ზურაბ ფორჩხიძე, თენგიზ ქართველიშვილი, ვახტანგ კუცია, ზაალ სულაკაური). ქართული ილუსტრაციის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1930-იან წლებში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო თარიღისათვის, აგრეთვე, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ 1500 წლისთავის საიუბილეოდ შექმნილ ილუსტრაციებს. XX საუკუნის 30–90-იან წლებში ქართველმა მხატვრებმა დაასურათეს უილიამ შექსპირის ყველა ნაწარმოები, 1960-იან წლებიდან იქმნება „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ილუსტრაციები, ასევე დასურათდა სახარების მთლიანი და ცალკეული ეპიზოდები.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში


Tags:

ხაზვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სოფლებისამასი არაგველიმარჩბივი (ასტროლოგია)შავი ზღვასაჭმლის მომნელებელი სისტემაბესლანის ტერაქტიხეოფსის პირამიდაფრედი მერკურისაქართველოს სახელმწიფო გერბინარიყალათვითმფრინავის ბიჭების საქმებახტრიონის ბრძოლაბეთანიის მონასტერიქართული დამწერლობაალკოჰოლიზმიჰაერისაქართველო IV საუკუნეშიმუსიკაოქროს კვეთანორვეგიაკეთრინიადაგიმორალიალმასიკავკასიური ნაგაზიწიგნი სიბრძნე სიცრუისამამა გაბრიელიაღდგომალომისამცხე-ჯავახეთის მხარეკვიპროსისაქართველოს დიდი სოფლებივეშაპისნაირნიალტრუიზმიახალციხეიგავ-არაკიგიორგი ლეონიძემენსტრუაციანაციონალიზმიძალაარგონავტებივარლამ ლიპარტელიანითირკმელიგორიბათუმის ბოტანიკური ბაღიბენიტო მუსოლინითურქეთის ისტორიასაუდის არაბეთივენერაივანე მაჩაბელიყვავილოვანი მცენარეებიამფიბიებიკონცეფციამამებისა და შვილების ბრძოლაქანი (გეოლოგია)ქართული ხალხური ცეკვებინილოსივოლფგანგ ამადეუს მოცარტიიაერეკლე IIსაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიკოსმოპოლიტიზმიწითელი წიგნინიგერიასეკულარიზმითბოგამტარობათბილისის ისტორიახორვატიააფხაზეთის მოსახლეობავიკისაწყობიცისარტყელააბას I (ირანი)სქესობრივი აქტიშვედეთირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)შვეიცარიაარაბობა საქართველოში🡆 More