ზმნიზედა, ზმნისართი — სრული მნიშვნელობის მქონე უცვლელი მეტყველების ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება.
წინადადებაში ზმნიზედა ძირითადად ზმნას ახლავს, მაგალითად, სამი ზმნიზედა ახლავს ზმნას ამ წინადადებაში: გუშინ იქ ძალიან ცხელოდა. პირველი ზმნიზედა აღნიშნავს, თუ როდის ცხელოდა, მეორე - სად ცხელოდა, მესამე - როგორ ცხელოდა. იშვიათად ზმნიზედა შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და თვით ზმნიზედასაც: ოდნავ წითელი, ძალიან თეთრი, ძალიან შორს.
ზმნიზედა ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილია. თავად სახელწოდება „ზმნის ზედა“ მიგვანიშნებს, რომ ის ერთვის ზმნას და განსაზღვრავს ზმნით გადმოცემული მოქმედების დროს, ადგილს, მიზეზს, მიზანსა და სხვა. ამდენად, შინაარსის მიხედვით გამოყოფენ ზმნიზედის შემდეგ სახეებს:
ფორმის მიხედვით, ქართულში გამოყოფენ პირველად და ნაწარმოებ (წარმოქმნილი) ზმნიზედებს. ზმნიზედათა საწარმოებლად ენა იყენებს რამდენიმე საშუალებას: კომპოზიციას, ბრუნვის ნიშნების, თანდებულებისა და ნაწილაკების დართვას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ზმნიზედა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.