გურულები

გურულები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი.

გურიის ძირითადი მოსახლეობა. საუბრობენ ქართული ენის გურულ დიალექტზე. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, XVIII-XIX საუკუნეებში ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გამაჰმადიანდა.

გურულები
გურულები
გურულები
გურული ტრადიციულ სამოსში
გურულები
მამაკაცის გურული სამოსი

ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან შავიზღვისპირულ და დასავლურქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს, ლინგვისტურად — აღმოსავლურქართულ ჯგუფს, რომელიც წარმოიქმნა რთული ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად უფრო მცირე ერთეულთა შერწყმით. ისტორიულად გურიის ტერიტორიაზე მოსახლეობა შემოდიოდა გარედან, მაგრამ მიმდინარეობდა მისი გადაადგილება რეგიონის შიგნითაც. პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, ისტორიული ლაზიკის ის ნაწილი, რომელიც გურიას შეესაბამება, სრულიად დაუსახლებელი ყოფილა. ვარაუდობენ, რომ ადრე აქ მხოლოდ მეგრულ-ლაზური ტომები სახლობდნენ. გურიის ახალი მოსახლეობა შეიძლება გაჩენილიყო VI საუკუნის შემდგომ, განსაკუთრებით VII–VIII საუკუნეებში. როგორც ჩანს, გურულები და იმერლები აღმოსავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მეგრელებსა და ლაზებს შორის შეჭრილან. XI–XII საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებული იყო ქართველთა ძირითადი ეთნოგრაფიული ჯგუფები, მ. შ. გურულები. ეთნონიმს „გურიელნის“ სახით პირველად „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ იხსენიებს თამარ მეფის ერთ-ერთი დარბაზობის აღწერისას.

ვახუშტი ბატონიშვილი გურულებს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„... ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრათვე და შუენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხჳსა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი; ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშჳიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.“

გურულების საცხოვრებლის ყველაზე მარტივი სახეობა იყო ფაცხა და ჯარგვალი. ფიცრული სახლის გაჩენის შემდეგ მათ საცხოვრებლის ფუნქცია დაკარგეს და სამეურნეო ნაგებობად იქცნენ. მოგვიანებით სამეურნეო ნაგებობებსაც (სამზადი სახლი, ხულა, ნალია) ფიცრისაგან აგებდნენ. გაჩნდა ოდა სახლი, XIX საუკუნის II ნახევრიდან კი — „პალატიანი სახლი“. გურული მამაკაცის კოსტუმი იყო „ჩაქურა“, რომელსაც ჩოხა-ახალუხის შემოსვლის შემდეგაც ხმარობდნენ. ტანსაცმელი ძირითადად ადგილობრივ ქსოვილისგან მზადდებოდა. გურული სიმღერები ორიგინალური მრავალხმიანობით გამოირჩევა, ახასიათებს ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსი და იმპროვიზაციულობა. გურულების ყოფა და რწმენა-წარმოდგენები ძირითადად არ განსხვავდება დანარჩენ ქართველთა, განსაკუთრებით მოსაზღვრე რეგიონის მოსახლეობის (იმერლები, მეგრელები, აჭარლები) ყოფისა და კულტურისაგან, ახასიათებს ლოკალური ეთნოგრაფიული თავისებურებებიც.

ცნობილი გურულები

აგრონომები

ენათმეცნიერები

ისტორიკოსები

მედიკოსები

მეცნიერები

მეწარმეები

მსახიობები, რეჟისორები

მუსიკოსები, მომღერლები

მწერლები, პოეტები

მხატვრები

პედაგოგები

პირველი რესპუბლიკის მოღვაწეები

პოლიტიკოსები

რევოლუციონერები

საეკლესიო მოღვაწეები

საზოგადო მოღვაწეები

სამხედრო მოღვაწეები

სპორტსმენები

ფილოლოგები

ფილოსოფოსები

ფირალები

ცნობილი გვარები

ლიტერატურა

  • ცეცხლაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • ცეცხლაძე გ., გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა, თბ., 1991;
  • გურია. კრებული, თბ., 1980;
  • ჟღენტი ს., გურული კილო, ტფ., 1936;
  • ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878].
  • Из пиренейской Гурии, Тфл., 1927.

სქოლიო

გურულები  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.

Tags:

გურულები ცნობილი გურულები ცნობილი გვარებიგურულები ლიტერატურაგურულები სქოლიოგურულებიგურიაგურული დიალექტიქართველებიქართული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეიკოციტოზიგაპიროვნებანატრიუმიღამურა1832 წლის შეთქმულებავარდების რევოლუციაგიორგი მამარდაშვილიფესახიოსმალეთის იმპერიაშენგენის ზონასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაწყალდიდობასინგაპურივაჟა-ფშაველაჟანრი ლოლაშვილირუსთავიბაგრატიონებიბახტრიონი (პოემა)აზერბაიჯანითემურლენგიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმტკნარი წყალიდუბაიარაგვიბუნებრივი გადარჩევაჩუტყვავილაატომიზაფხულიცოტნე დადიანიYouTubeბატონებიჩინეთის დიდი კედელიეთიოპიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმეჰმედ IIდავით კლდიაშვილიმტკვარიჩონგურითბილისიტროპიკული სარტყლებისაჰარაკანიჯვაროსნული ლაშქრობებიჭიანჭველასებრნიდედამიწის სტრუქტურასამეგრელორუსული დამწერლობაბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)რთველიხარებავარლამ ლიპარტელიანითელავიოცდაათწლიანი ომიკურო (ასტროლოგია)ნაციონალ-სოციალიზმიბაში-აჩუკი (ფილმი)სილიციუმიძველი თბილისიზომიერი სარტყლებიდაღესტანირითმამურა დათვიმუნიმეორე მსოფლიო ომითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიქვათახევიC ჰეპატიტიადამიანის ჩონჩხიალკოჰოლური სასმელიპლანეტაბერძნული ხელოვნებაირანისალომე ზურაბიშვილიკომპასისიმონ Iგლიცინიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი🡆 More