გურამ შარაძე

გურამ სევერიანის ძე შარაძე (დ.

17 ოქტომბერი, 1940, გურიანთა, ოზურგეთის რაიონი — გ. 20 მაისი, 2007, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997).

გურამ შარაძე
გურამ შარაძე
დაბ. თარიღი 17 ოქტომბერი, 1940(1940-10-17)
დაბ. ადგილი გურიანთა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 20 მაისი, 2007(2007-05-20)[1] (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა გურამ შარაძე სსრკ
გურამ შარაძე საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

1958 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თსუ-ს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, 1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 1981 წელს ერთი თვით მივლინებული იყო ოქსფორდში უორდროპების კოლექციის შესასწავლად.

1987-1990 წლებში ფუნდამენტური ორტომეული ნაშრომი დაწერა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1987 წლიდან იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან იყო ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“ თავმჯდომარე. მემედ აბაშიძის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. აგრეთვე დაჯილდოებული იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლითა და ვახტანგ გორგასლის ორდენით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 1999 წელს შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“. 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე მოკლეს თბილისის ცენტრში.

თხზულებები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> https://web.archive.org/web/20070619060833/http://www.imedinews.ge/en/news_read/40637

Tags:

გურამ შარაძე ბიოგრაფიაგურამ შარაძე თხზულებებიგურამ შარაძე რესურსები ინტერნეტშიგურამ შარაძე სქოლიოგურამ შარაძე17 ოქტომბერი1940199720 მაისი2007გურიანთათბილისიოზურგეთის რაიონიპროფესორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიაქართველებიწევრ-კორესპონდენტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გურამ დოჩანაშვილიპანკრეასიმეორე მსოფლიო ომიბუღა თურქის შემოსევაწნევაგველებიკომუნიზმისაქართველო IX-X საუკუნეებშითანდებულივიქტორ დოლიძეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიერთა ლიგაცხოველებიპროპაგანდავლადიმერ ლენინითითაობაქეთო და კოტე (ოპერა)გორიგიორგი V ბრწყინვალემოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიეგვიპტექვემო ქართლის მხარექალწული (ასტროლოგია)ჰემოფილიარესპუბლიკაერლინგ ჰოლანირომის რესპუბლიკამენსტრუაციამადაგასკარიოპერატიული მეხსიერებაქაქუცა ჩოლოყაშვილირკინადუნაილობიო14 აპრილიბაქტერიებიჯონ მალკოვიჩიკოლოსეუმივიკიპედიაოსმალეთის იმპერიავარძიალურჯი ვეშაპიფინეთიმონღოლთა ბატონობა საქართველოშისაქართველოს სატელეფონო კოდებიგერმანიაშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიიუნესკოკუბური მეტრიცენტნერიილია IIმაცივარიანანურის ციხესაქართველოს ფრინველთა სიასაქართველო XVII საუკუნეშიდიდი პანდამარსიდედამიწაირანინიადაგიავსტრალია (კონტინენტი)დავით გურამიშვილიეგზისტენციამიტოზითევზები (ასტროლოგია)წმინდა ნინოსოკოებიშვეიცარიააფრიკის ქვეყნების სიამსოფლიოს შვიდი საოცრებალუვრიალპებიპლურალიზმიქაშვეთის ეკლესიაგიორგი III (საქართველოს მეფე)არაბთა სახალიფოკურდღელი🡆 More