არკადი ხინთიბიძე

არკადი ხინთიბიძე (დ.

8 იანვარი, 1898, ძიმითი — გ. 4 აგვისტო, 1963, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958).

კაკო ხინთიბიძე
დაბადების სახელი არკადი ხინთიბიძე
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1898
ძიმითი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 1963 (65 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
მშობლები მამა: ნიკოლოზ ხინთიბიძე
ჯილდოები

„მტრობა“:

  • პრემია მინსკის III საკავშირო კინოფესტივალზე
  • დიპლომი ლოკარნოს XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე (1960)

ბიოგრაფია

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად განაწესეს ნაგომარის სასოფლო სკოლაში, აქვე ადგილობრივ სასცენო მოყვარეთა შორის დაიწყო მსახიობობა. სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა აკაკი ფაღავას სტუდიასა და პროლეტკულტის ტექნიკუმში. 1923 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო თბილისის „წითელ თეატრში“ და კინომსახიობთა სტუდიაში. 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მონაწილეობა მიიღო თეატრის პირველ დადგმაში „რიჟრაჟი“. 1936–1948 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და იყო სასწავლო ნაწილი თბილისის სტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სკოლაში. 1924 წლიდან იღებენ კინოში, როლები: ყარამანი („ვინ არის დამნაშავე“, 1925), ივანე („ჯანყი გურიაში“, 1928), კოჩია („უდაბნო“, 1932), ტიტიკო („დარიკო“, 1936), მიქელა კალმახელიძე („დაკარგული სამოთხე“, 1937), ლომკაცა („ქალიშვილი ხიდობნიდან“, 1940) და სხვა. ფილმში „ვინ არის დამნაშავე?“, შექმნა დინჯი, საქმიანი, სიტყვის კაცის ზომიერი, სკულპტურული სახე. 1949 წლიდან დამდგმელი რეჟისორი ანიმაციური ფილმებისა: „მამაცი მთამსვლელები“ (1950), „ჯაფარა“ (1951), „წავი ჩუკა“ (1953), „ნიკო და ნიკორა“ (1954), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1957), „მტრობა“ (1959), „წუნა და წრუწუნა“ (1961), „ნახევარ-წიწილა“ (1962), „ქორბუდა“ (1963) და სხვა. არკადი ხინთიბიძე 10 ანიმაციური ფილმის ავტორია და არის ქართული მულტიპლიკაციური კინოს კლასიკოსი. ანიმაციურმა ფილმმა „მტრობამ“ მიიღო პრემია მინსკის III საკავშირო კინოფესტივალზე და დიპლომი ლოკარნოს XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე. არკადი ხინთიბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1963 წელს.

ფილმოგრაფია

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

სცენარის ავტორი ფილმებისა

გადაღებულია ფილმებში

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

არკადი ხინთიბიძე ბიოგრაფიაარკადი ხინთიბიძე ფილმოგრაფიაარკადი ხინთიბიძე ჯილდოები, პრემიები და პრიზებიარკადი ხინთიბიძე ლიტერატურაარკადი ხინთიბიძე რესურსები ინტერნეტშიარკადი ხინთიბიძე სქოლიოარკადი ხინთიბიძე189819634 აგვისტო8 იანვარითბილისიქართველებიძიმითი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ძაღლიატლანტის ოკეანემსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითპუნიკური ომებიქალწული (ასტროლოგია)ლონდონიზვიად გამსახურდიალურჯი ვეშაპიოქროს კვეთააბრეშუმის დიდი გზამეგობრობასომხეთიბერძენ-სპარსელთა ომებიპი (რიცხვი)სვანეთიიუსტინიანე Iნივთიერებაკონსტანტინოპოლის დაცემაიტალიაშინაური კატაკვადრატისამკუთხედიენგურიფელაციაბუნებრივი რესურსებილიბერალიზმიბერიკაობარომბიინდუსტრიული რევოლუციათამბაქოვენასისხლის მიმოქცევის სისტემაარქეოლოგიაადამიანის ჩონჩხიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)დედაქალაქიბორჯომიდედა ენაცისფერყანწელებიფაშიზმიმტკვარიეკონომიკადედამიწის ისტორიაამერიკის შეერთებული შტატებიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ფოთიკახეთისაქართველოს ეროვნული პარკების სიაქვევრი (ფილმი)იუსუფელიქართული მუხალეონიდ ბრეჟნევიამფიბიებიერეკლე II-ის ოჯახიეგრისის დიდი ომიშარკა ბლუელექტრობადედამიწაინგლისური ენაუშგულის თემიმოსახლეობის სიმჭიდროვებაიკალიანალური სექსიწმინდა გიორგილომი (ასტროლოგია)დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაწყალდიდობაექვთიმე თაყაიშვილიესეეგრისის სამეფომცხეთის ჯვრის მონასტერისოკოებიფსორიაზიცხოველებიბახტრიონის ბრძოლასაფრანგეთის რევოლუცია🡆 More