ძიმითი

ძიმითი — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

შედგება სოფლებისაგან ზედა ძიმითი, ნასაკირალი, ქვედა ძიმითი. თემის ფართობია 17,66 კვადრატული კილომეტრი.

ძიმითი
ძიმითის თემის ცენტრი

ისტორია

ძიმითი არის სოფლების, ზედა ძიმითისა და ქვედა ძიმითის ძველი სახელწოდება. ძიმითი წარმოადგენდა საბერიძეოს, შედიოდა ბერიძეების სათავადოში და იდგა ბერიძეების ციხე. „ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“ (ვახუშტი ბატონიშვილი). 1660-1662 წლებში ვამეყ დადიანმა ძიმითის წმინდა კვირიკეს საყდარი მისი დეკანოზით, ოჯახითა და ყმებით აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა. ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის გუმბათოვანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა, გუგუნავებმა აქ გადაიტანეს ქვემო გურიიდან წამოღებული სიწმინდეები. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ შესწირა წმინდა გიორგის ხატის ბუდე. ტაძარში ინახებოდა წმინდა კვირიკეს და წმინდა გიორგის ოქროთი დაფარული ვერცხლის ხატები. წარწერებში იხსენიება გიორგი III გურიელი გიორგი დადიან-გურიელის სახით. იქვე ინახებოდა თეთროსანიდან და ჯიხანჯურიდან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი.ეკლესია დაიწვა 1900 წელს ხანძრის შედეგად.

XIX საუკუნეში ძიმითის სასოფლო საზოგადოებას ეკავა გურიის ქედის კალთები და მთაგორიანი ტერიტორიები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით ეჭირა მდინარე სუფსის უხვმოსავლიანი სასიმინდე მერეები, შუაში ჩამოდიოდა მდინარე მამათისღელე. ძირითადად მოდიოდა სიმინდი და ღომი. გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა და მეფუტკრეობა.ძიმითის სასოფლო საზოგადოებაში, გარდა ძიმითისა, შედიდა სოფლები მამათი და ნაგომარი. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები. 1914 წელს მოსახლეობის ზრდის გამო გაიყო ზედა და ქვედა ძიმითად.

1920 წელს ძიმითის თემში მოქმედებდა ოთხი სკოლა: ძიმითის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლა, რომელიც ნოე ჟორდანიას სახელობის იყ, ასევე ძიმითის, ქვედა ძიმითის და მამათის დაწყებითი სკოლები საბჭოთა პერიოდში ძიმითში მოქმედებდა ერთი კოლმეურნეობას. მისი ეკონომიკის მთავარი დარგი იყო მეჩაიეობა. ძიმითის სოფსაბჭოს სოფლებში აგრეთვე მოყჰავდათ ციტრუსი, თუთა, ხეხილი და ვაზი. 1951 წელს აშენდა ძიმითჰესი, რომელიც ემსახურებოდა ძიმითისა და ნაგომრის კოლმეურნეობებს. 1950-იან წლებში აიგო კოლმეურნეობის ადმინისტრაციული ორსართულიანი შენობა 18 ოთახით, აშენდა საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელისთვის, თირისა და კოხას უბანში გაიხსნა სამკითხველო, აიგო სასპორტო დარბაზი.1959 წელს გაიხსნა 150 მეტრიანი ხიდი მდინარე სუფსაზე, რომელმაც ძიმითი ოზურგეთსა და ჩოხატაურს უმოკლესი გზით დაუკავშირა, ასევე აშენდა 25 საწოლიანი საავადმყოფო. 1977 წელს ძიმითის კოლმეურნეობა ფლობდა 281 ჰა ჩაისა და 43,5 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვედა ძიმითი ზედა ძიმითი ნასაკირალი
1893 1387
1902 ძიმითი  3050 1635 1415
1908 ძიმითი  3020 1519 1501 789
2002 ძიმითი  1877 980 751 146
2014 ძიმითი  1352 652 700 885 330 137

ცნობილი ადამიანები

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ძიმითი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ძიმითი ისტორიაძიმითი მოსახლეობაძიმითი ცნობილი ადამიანებიძიმითი გალერეაძიმითი ლიტერატურაძიმითი რესურსები ინტერნეტშიძიმითი სქოლიოძიმითიზედა ძიმითიკვადრატული კილომეტრინასაკირალიოზურგეთის მუნიციპალიტეტიქვედა ძიმითი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წმინდა გიორგიმათემატიკასოლიკო ვირსალაძელოცვა ეფრემ ასურისაუდაბნოსაქართველოს სამოქალაქო ომისაქართველოს პარლამენტიფელაციაკუთრი თბოტევადობავლადიმერ ლენინინეიტროფილებიალპებიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშისაფრანგეთის რევოლუციაკუბური მეტრიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშისომხეთის ისტორიაგიორგი ქოჩორაშვილიიუსტინიანე Iბელგიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაალტრუიზმიქარიგანათლება საქართველოშირესპუბლიკაკურო (ასტროლოგია)მერწყულივულკანილიმფოციტებიხელოვნებაგორისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024პროპაგანდაალეგორიარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ჰოლოკოსტიმარტივი რიცხვიჯემალ ქარჩხაძეხინკალი23 აპრილიYouTubeხელოვნური თანამგზავრითვითმმართველობავეფხისტყაოსანიგიორგი მიქაუტაძემარკ ტვენიგანმანათლებლობაარაბთა გაერთიანებული საამიროებიანემიასაქართველოს სამხედრო წოდებებიგამზრდელი (პოემა)გლიცინიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკარომან ფიფიაევერესტიიოსებ სტალინირაბათის ციხეზედსართავი სახელინატურალური რიცხვიამერიკის შეერთებული შტატებიწითელასამეგრელოხვანჭკარა (ღვინო)თეთრი დათვიჯუზეპე ვერდიბერძნული მითოლოგიაბართლომეს ღამეიაკობ გოგებაშვილიზვიად გამსახურდიაცივი ომისაქართველოს სოფლებიკახა კალაძეკონსტანტინოპოლის დაცემამთლიანი შიდა პროდუქტი🡆 More