ვიქტორ კუპრაძე: ქართველი მათემატიკოსი

ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე (დ.

2 ნოემბერი, 1903, ყელა — გ. 25 აპრილი, 1985, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).

ვიქტორ კუპრაძე
ვიქტორ კუპრაძე: ბიოგრაფია, სამეცნიერო მოღვაწეობა, ჯილდოები
დაბ. თარიღი 2 ნოემბერი, 1903(1903-11-02)
დაბ. ადგილი ყელა, ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 1985(1985-04-25) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, სსრკ
მოქალაქეობა ვიქტორ კუპრაძე: ბიოგრაფია, სამეცნიერო მოღვაწეობა, ჯილდოები რუსეთის იმპერია
ვიქტორ კუპრაძე: ბიოგრაფია, სამეცნიერო მოღვაწეობა, ჯილდოები სსრკ
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი[1] , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , წითელი არმია[2] და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3]
ალმა-მატერი ქუთაისის რეალური სასწავლებელი[1] , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[4] [1]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

დაიბადა 1903 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ყელაში, რკინიგზელის ოჯახში. 1922 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვიქტორ კუპრაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1927 წელს ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის ანდრია რაზმაძისა და ნიკო მუსხელიშვილის წარდგინებით იგი დატოვეს უნივერსიტეტში სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე. 1929 წელს ვიქტორ კუპრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი.

1930 წელს ვიქტორ კუპრაძე ჩაირიცხა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც 1931 წელს წარმატებით დაამთავრა. 1933-1935 წლებში ვ. კუპრაძე მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში სწავლული მდივნისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1935 წელს მან იქვე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1936 წელს ვიქტორ კუპრაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1936-1941 წლებში იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1944-1953 წწ. ვიქტორ კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1958 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1958-1962 წლებში ვიქტორ კუპრაძე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

1963 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებული მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკდემიკოს-მდივნად აირჩიეს, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ამავე დროს განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას.

სამეცნიერო მოღვაწეობა

ვიქტორ კუპრაძემ დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკური მეცნიერების მთელი რიგი დარგების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში. იგი ავტორია მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევისა მათემატიკურ ფიზიკასა და მექანიკაში, რომლებიც თავმოყრილია მის მრავალრიცხოვან მონოგრაფიებში. კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის, სტაციონარული რხევების, სტატიკისა და დინამიკური ძირითადი და საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანები. კუპრაძემ გადაწყვიტა ამ ამოცანათა კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. შექმნა ამოხსნების მიახლოებითი აგების მეთოდები და ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე მათი რიცხვითი რეალიზაციის ალგორითმები.

კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია აგრეთვე დრეკადი, სეისმური, ელექტრომაგნიტური და სხვა ტალღების გავრცელებისა და დიფრაქციის საკითხები, შესწავლილია სინგულარულ-ინტეგრალურ და ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიის საკითხები. ვიქტორ კუპრაძე 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა ფუნდამენტური მონოგრაფიები. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე.

ჯილდოები

1971 წელს აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. იგი დაჯილდოებული იყო ასევე 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და სხვ.

თხზულებები

  • Граничные задачи теории колебаний и интегральные уравнения. М., 1950;
  • Методы потенциала в теории упругости М., 1963;
  • Основные задачи математической теории диффракции. Л-М., 1935;
  • Randwertaufgaben der Schwingungstheorie und Integralgleichungen, В., 1956.

ლიტერატურა

  • გეგელია თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 77.
  • ვიქტორ კუპრაძე (1903-1985), ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1986;
  • გოკიელი ლ., მაღნარაძე ლ., გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. 1965.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 http://openlibrary.ge/handle/123456789/451 — გვ. 49.
  • http://openlibrary.ge/handle/123456789/451 — გვ. 49–50.
  • http://openlibrary.ge/handle/123456789/451 — გვ. 50.
  • Mathematics Genealogy Project — 1997.
  • Tags:

    ვიქტორ კუპრაძე ბიოგრაფიავიქტორ კუპრაძე სამეცნიერო მოღვაწეობავიქტორ კუპრაძე ჯილდოებივიქტორ კუპრაძე თხზულებებივიქტორ კუპრაძე ლიტერატურავიქტორ კუპრაძე რესურსები ინტერნეტშივიქტორ კუპრაძე სქოლიოვიქტორ კუპრაძე190319351936194619852 ნოემბერი25 აპრილიაკადემიკოსითბილისიმათემატიკაპროფესორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიაქართველებიყელა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ებრაელებითვითმმართველობაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაკონტინენტიჯალალედინიქვეწარმავლებიჰაერის დაბინძურებათითაობაერეკლე IIნოქალაქევიჯონჯოლივერძი (ასტროლოგია)იუპიტერიერითროციტებიმიხეილ სააკაშვილიიმერეთიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბელარუსიდავით კაჭარავასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმონოთეიზმიობობებიგამარჯვების დღელიბერალიზმირუსთავილეიკემიადავით VII ულუფსორიაზინიადაგიცივი ომისაქართველოს ტერიტორიული მოწყობასაქართველოს ბრძოლების სიაკოსმოპოლიტიზმიდედამიწამარიხუანავიკიპედიაკოლოსეუმიბუნებრივი რესურსებიდონ კიხოტიგიორგი II (საქართველოს მეფე)ვენერაჭიანჭველასებრნიხევსურეთიავსტრალიაბათუმიფობიების სიაგაზაფხულისისხლის მიმოქცევის სისტემაშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაიოჰან სებასტიან ბახიაზიაბრაზილიაიგიინგლისის რევოლუციაბარაკონიგიორგი XIIსაქართველოს პარლამენტისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმასტურბაციაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებანეიმარიხვანჭკარა (ღვინო)თირკმელილეკიანობათეატრიერთიანი ნაციონალური მოძრაობაპროტესტანტული რეფორმაციაგრიგოლ ხანძთელიქრისტეფორე კოლუმბიპოლონეთიფესახიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიკილიმანჯარომედუზებილონდონიქართული ენა🡆 More