გოგია ლომჯარია

გოგია ლომჯარია (დ.

გოგია ლომჯარია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომჯარია.

1860, წითელმთა — გ. 21 მარტი, 1886, ხინო) — ქართველი ფირალი, ფირალობის პირველი ტალღის წარმომადგენელი.

გოგია ლომჯარია
დაბ. თარიღი 1860
დაბ. ადგილი წითელმთა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 მარტი, 1886
გარდაცვალების ადგილი ხინო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა
ეროვნება ქართველი
თანამშრომლობა დათულია სურგულაძე
ცნობილია, როგორც ფირალი
დაპატიმრების თარიღი აპრილი, 1882
იარაღი ყამა, ფიშტო, ყაფაღლა თოფი
მკვლელობების არეალი გურია
გაიქცა 1884
გაქცევის დასასრული 1886

ბიოგრაფია

გოგია ლომჯარია იყო საშუალო სიმაღლის, სქელი მამაკაცი. ლომჯარია ხელოსანი იყო, მაგრამ სეზონურად ჩალვადრობდა შეკვეთილის გზაზე. ყმად ეკუთვნოდა ნაკაშიძეებს. ფირალად გავარდა ოზურგეთის მაზრის უფროსის თანაშემწის, ანტონ ნაკაშიძის მკვლელობის გამო. გოგია ლომჯარია დაეხმარა ერთ უმუშევარ აზნაურს მოპარული ხარის დამალვაში, რის გამოც დააპატიმრეს. ლომჯარიამ დახმარება სთხოვა ანტონ ნაკაშიძეს. ნაკაშიძემ უარი უთხრა დახმარებაზე, რამაც ლომჯარია გააღიზიანა. ანტონ ნაკაშიძის წინააღმდეგ გოგია ლომჯარია წააქეზა ანტონის ძმამ, მელიტონმა. მელიტონმა ასევე გოგია ლომჯარია შეახვედრა მაზრის უფროსს, ოტია დადიანს, რომელმაც ცრუ დასტური მისცა ანტონ ნაკაშიძის მკვლელობაზე. მკვლელობა ლომჯარიამ ჩაიდინა 1881 წლის 19 ნოემბერს, საღამოს ექსვ საათზე. ის მაშინ ჩაუსაფრდა ნაკაშიძეს, როდესაც ეს უკანასკნელი ქუთაისში მიემგზავრებოდა და ერთი გასროლით მოკლა.

1882 წლის მარტში ლომჯარია პატიმრობიდან გაიქცა და შეუერთდა განთქმულ ფირალს, დათულია სურგულაძეს. სურგულაძესა და ლომჯარიას დევნიდა შტაბსკაპიტანი ივანე დუმბაძე. დუმბაძე მათ დასაჭერად ეგზეკუციებს აყენებდა ლიხაურსა და შემოქმედში, მაგრამ ამაოდ. 18 მარტს დუმბაძე სამ მილიციელთან ერთად თავს დაესხა სურგულაძესა და ლომჯარიას შემოქმედის ცენტრში. ორმხრივი სროლის დროს დააიღუპა სურგულაძე, დაიჭრნენ ლომჯარია და დუმბაძე. დაჭრილი ლომჯარია შემოქმედის მოსახლეობამ, მათ შორის მამასახლისმა, გადამალა. ხელისუფლებამ გააძლიერა ეგზეკუციები შემოქმედსა და წითელმთაში. შემოქმედის თემში 2 კვირის განმავლობაში ეგზეკუცია იყო ჩაყენებული, რაც ხალხს დიდ ზარალს აყენებდა.1882 წლის აპრილში იესე ჩხატარაშვილის თავდებობით გოგია ლომჯარია ხელისუფლებას ჩაბარდა. დაპატიმრების შემდეგ მან ხელი დაადო ჯერ ოტია დადიანს, შემდეგ კი მელიტონ ნაკაშიძეს.პრესა მის შესახებ წერდა, რომ ლომჯარია გარემოებების მსხვერპლი იყო.

ლომჯარიას კატორღა მიუსაჯეს. მან ციხეში ორწელიწადნახევარი გაატარა. 1884 წლის ბოლოს ის გაიქცა. ჯერ გურიაში იმალებოდა, სადაც მთავრობამ რეპრესიები გააძლიერა, შემდეგ კი აჭარაში გაიქცა. ის ერთმა გომში მცხოვრებმა ადამიანმა გადაიყვანა ხინოში და ტაკიძეების ოჯახში დატოვა. ხინოში ლომჯარია სასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავდა. ივანე დუმბაძემ როდესაც გაიგო, რომ გოგია ლომჯარია ხინოში იმალებოდა, რვა ადამიანი გაგზავნა მის შესაპყრობად. ლომჯარია შეიპყრეს, მაგრამ მან გზაში წინააღმდეგობა გაწია და მოკლეს 1886 წლის 21 მარტს. 27 მარტს ივანე დუმბაძემ ლომჯარიას ცხედარს ესრლა და მისი მკვლელობა მიიწერა. დუმბაძის მიერ ჩადენილ გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.დუმბაძემ საქმის ჩაფარცხვა მოახერხა, მოგვიანებით კი ის გურიიდან იალტაში გადაიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მახარაძე ი., „გურული ფირალები“, თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2008. — გვ. 47-58, ISBN 978-9941-403-95-8.
  • ხინთიბიძე ა., „გურული ფირალები“, თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, 1938. — გვ. 26-35.

სქოლიო

Tags:

გოგია ლომჯარია ბიოგრაფიაგოგია ლომჯარია იხილეთ აგრეთვეგოგია ლომჯარია ლიტერატურაგოგია ლომჯარია სქოლიოგოგია ლომჯარია1860188621 მარტიფირალიწითელმთახინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუნებააგნოსტიციზმიშვეიცარიათხის რქა (ასტროლოგია)რომანტიზმითურქეთიზაქარია ფალიაშვილისამკუთხედიუქმე დღეები საქართველოშიერთიანი ნაციონალური მოძრაობავარლამ ლიპარტელიანიბრუნებაჯემალ ქარჩხაძესაქართველოს ქალაქებილეჩხუმიძალაიუდაიზმიდონ კიხოტიბელარუსიკვადრატული მეტრიპოლიმერებიჰიმალაირუსთავიშიდა ქართლიათი მცნებავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)გიორგი მიქაუტაძემარიხუანამედუზებიკანონი (ნორმატიული აქტი)ებრაული დღესასწაულები (2000-2050)იალბუზიგიორგი ანწუხელიძეინდოეთიგიორგი IV ლაშასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამარჩბივი (ასტროლოგია)ბრაზილიამყინვარწვერიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაელენე ახვლედიანიკუბიზმიავტორიტარიზმიევროპაგია ყანჩელინიკორწმინდის ტაძარიფოთიბერძნული მითოლოგიაკვიპროსისაქართველოს პარლამენტილევან საგინაშვილიალცჰაიმერის დაავადებაფობიების სიაალჟირიმიტოზისაქართველო XVIII საუკუნეშირელიგიამერკურინიკო ფიროსმანითვითმმართველობაშამქორის ბრძოლა (1195)ოქროს საწმისილუდვიგ ვან ბეთჰოვენიშინაური კატამურა დათვიმორალისაქართველოს პრეზიდენტისიმბოლიზმინიდერლანდებიარისტოტელედავით I კურაპალატიგარემოს დაცვაადამიანის ჩონჩხისაჰარალუი XVIიასამანიმელაკათოლიციზმი🡆 More