პროკოპი კესარიელი

პროკოპი კესარიელი (ლათ.

Procopius Caesarensis, ბერძ. Προκόπιος ὁ Καισαρεύς; დ. დაახლ. 507 — გ. 562 წლის შემდეგ) — ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი, იუსტინიანე I-ის კარის ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

წარმოშობით ებრაელი, პალესტინის ქალაქ კესარეიდან, წარჩინებული და შეძლებული ოჯახიშვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება. მალე დაწინაურდა სასახლის კარზე და 527 წლის შემდეგ იუსტინიანე I-ის სარდალ ველისარიუსს ახლდა როგორც მისი პირადი მდივანი ჩრდილოეთ აფრიკის, იტალიისა და სპარსეთის ლაშქრობებში. პროკოპი კესარიელის მთავარი ნაშრომია „იუსტინიანეს ომების ისტორია“ 8 წიგნად, რომელშიც აღწერილია ბიზანტიელთა ომები ვანდალებთან, გუთებთან და სპარსელებთან, აგრეთვე VI საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოვლენები. პროკოპი კესარიელი აგრეთვე ავტორია პანეგირიკისა „აღმშენებლობათა შესახებ“, რომელიც მოგვითხრობს იუსტინიანე I-ის საამშენებლო საქმიანობაზე მთელი იმპერიის ფარგლებში.

მოგვიანებით დადგინდა რომ პროკოპი კესარიელს ეკუთვნის „საიდუმლო ისტორია“ ფარულად დაწერილი თხზულება, რომელშიც იუსტინიანესა და დედოფალ თეოდორას მძაფრი კრიტიკაა მოცემული, აგრეთვე აღწერილია მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. პროკოპი კესარიელმა ყველაზე უხვი და უმნიშვნელოვანესი ცნობები დაგვიტოვა საქართველოს შესახებ.

ლიტერატურა

Tags:

507562ბერძნული ენაბიზანტიის იმპერიაიუსტინიანე I (ბიზანტია)ლათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პოლიტიკური პარტიები საქართველოშიმართლმადიდებლობასოკოებიბათუმის ბოტანიკური ბაღიგველებისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეფთორიმიხეილ ხერგიანიკირჩხიბი (ასტროლოგია)იოთამ ზედგენიძეალჟირიალკოჰოლიზმიასლან აბაშიძემოსკოვიდედაპლატამანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)14 აპრილისილიციუმიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაკრავაი ჯაყელიასკარიდისებრნიმთვარეკანონიერი ქურდიცხენიტონამურა დათვიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიმიხეილ სააკაშვილიადამიანის ჩონჩხინატურალური რიცხვიმონღოლებილურჯი ვეშაპისახელმწიფოპოლიმერებირთველიგიორგი III (საქართველოს მეფე)ქვემო ქართლის მხარეფერნანდო მაგელანიაზერბაიჯანიკახა კალაძეერთა ლიგაიუნესკოყვავილოვანი მცენარეებიეოზონოფილებიპლებისციტინაწლავებიგიორგი ანწუხელიძევლადიმერ ლენინიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)მარი ანტუანეტიშველირომის რესპუბლიკაგიორგი მამარდაშვილიპუნიკური ომებისაქართველოს სატელეფონო კოდებისამკურნალო მცენარეებითბოგამტარობაფრინველებიბუდაპეშტიმელამშვილდოსანი (ასტროლოგია)ავტორიტარიზმიგიორგი XIIიუსტინიანე Iმიკროორგანიზმებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშისაქართველოქანი (გეოლოგია)რიონიოსმალეთის იმპერიაკილოგრამითბილისის კურორტების ჯგუფითბილისის ისტორიაფეხბურთის წესებიგურიის მხარე🡆 More