ბიოგრაფია
დიმიტრი თავაძე და მიხეილ თუმანიშვილი დიმიტრი თავაძე დაიბადა 1911 წლის 6 თებერვალს სოფელ თხილაგანში. 1926 წელს დაამთავრა ქუთაისის საშუალო სასწავლებელი . იქვე, მოწაფეობის პერიოდში, დაეუფლა ხატვას პეტრე ოცხელთან ერთად სამხატვრო სტუდიაში ვანო ჭეიშვილის ხელმძღვანელობით. ეხმარებოდნენ უფროსი ძმებიც: გერონტი (ინჟინერ-გამომგონებელი), რუბენი (მოქანდაკე) და შალვა (არქიტექტორი). 1926 წლიდან თავაძე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე (პედაგოგები: იოსებ შარლემანი , გიგო გაბაშვილი , ევგენი ლანსერე ), რომელიც 1930 წელს დაასრულა.
1954 წელი; სპექტაკლი – ესპანელი მღვდელი (მეგობრული შარჟი; ინახება რუსთაველის თეატრის მუზეუმში) 1927 წლიდან იწყებს მუშაობას რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში : ჯერ რეჟისორის თანაშემწედ (1927 -1930 ), შემდეგ მხატვრად (1930 -1948 ), და ბოლოს მთავარ მხატვრად (1948 -1976 ). 1932 წელს შედგა დ. თავაძის სამხატვრო დებიუტი რუსთაველის თეატრის სცენაზე (პ. სამსონიძის პიესა „სალტე“; რეჟისორები – სანდრო ახმეტელი და შოთა აღსაბაძე ). 1933 წელს პირველად გააფორმა სპექტაკლი საქართველოს ფარგლებს გარეთ (აზერბაიჯანი , კიროვაბადის თეატრი – შექსპირის „ოტელო“ ). 1933 წელს 22 წლის თავაძეს წერილი მიუძღვნა დიდმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა : „ახალგაზრდა მხატვარი დიმიტრი თავაძე, რომელსაც დაწყებიდანვე ეტყობოდა წინ გახედულობა და ნაადრევად შოვნა მხატვრობის იმ საიდუმლოებისა, რომელსაც ზოგჯერ გამოცდილი მხატვარი დაგვიანებით მიაღწევს“ (გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“ 1933 წელი – № 16).
ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავაძემ გააფორმა 150-ზე მეტი სპექტაკლი 20 თეატრში. თანამშრომლობდა სახელოვან რეჟისორებთან: სანდრო ახმეტელთან , დიმიტრი ალექსიძესთან , მიხეილ თუმანიშვილთან , რობერტ სტურუასთან , ირინა მოლოსტოვასთან და სხვებთან. დ. თავაძემ დადგმების უმეტესობა რუსთაველის თეატრში განახორციელა (57 სპექტაკლი). გამორჩეული წარმატება ჰქონდა ფლეტჩერის კომედიას „ესპანელი მღვდელი“ და კოჰოუტის პიესას „როცა ასეთი სიყვარულია“ (ორივე სპექტაკლის რეჟ.: მ. თუმანიშვილი).
1933 წელი; სანდრო ახმეტელი (მეგობრული შარჟი) „დიმიტრი თავაძეს უყვარს და პატივს სცემს სპექტაკლის „მატერიალური გარემოს“ მრავალფეროვან უტყუარობას. და უნდა მივაგოთ მას პატივი, რადგან ჩინებულად ფლობს ამ უტყუარობის საიდუმლოებებს“ (ე. ლუცკაია – „Литературная Грузия“ – 1967 № 7).
1933 წლიდან მონაწილეობს მრავალ გამოფენაში. გამოფენილი იყო: მრავალგზის თბილისში. ასევე – მოსკოვში (1937 , 1956 , 1957 , 1958 , 1967 , 1971 , 1979 ); ლენინგრადში (1937 ); სან-პაულუში (1967 ); გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1968 ). პერსონალური გამოფენები: თბილისი: 1964 , 1975 („შექსპირიანა“), 1982 ; მოსკოვი – 1971 . მინიჭებული ჰქონდა წოდებები: „ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე“ (1950 ), „სახელმწიფო პრემიის ლაურეატი“ (1951 ), „საქართველოს სახალხო მხატვარი“ (1967 ). დიმიტრი თავაძის უკანასკნელი სპექტაკლი იყო „არ მიატოვო ცეცხლი, პრომეთევ!“ (კიროვაბადი – 1983 წელი).
გარდაიცვალა ქალაქ თბილისში 1990 წლის 6 მარტს.
დ. თავაძის ნამუშევრები ინახება: მოსკოვის ბახრუშინის სახ. თეატრალურ მუზეუმში; პეტერბურგის პუშკინის სახ. ლიტერატურულ მუზეუმში; თბილისის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ; რუსთაველის თეატრის მუზეუმში; სხვადასხვა თეატრებისა და მუზეუმების ფონდებში; ასევე კერძო კოლექციებში საქართველოში, გერმანიაში , ინგლისში , ჰოლანდიაში , რუსეთში .
შემოქმედება
1932 –პ. სამსონიძე – „სალტე“. რეჟ.: სანდრო ახმეტელი, შოთა აღსაბაძე 1933 –გ. შატბერაშვილი – „დუშმანი“. რეჟ.: სანდრო ახმეტელი, შოთა აღსაბაძე 1936 –ს. კლდიაშვილი – „შემოდგომის აზნაურები“. რეჟ.: კუკური პატარიძე 1937 –გ. მდივანი – „ალკაზარი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე ს. კლდიაშვილი – „გმირთა თაობა“. რეჟ.: კუკური პატარიძე 1938 –გ. მდივანი – „სამშობლო“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1939 –ს. მთვარაძე – „მთაგრეხილზე“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1940 –ს. კლდიაშვილი – „გრაფის ქვრივი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1941 –ს. კლდიაშვილი – „უკანასკნელი რაინდი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე ფ. ვოლფი – „პროფესორი მამლოკი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1946 –კარლო გოლდონი – „ორი ბატონის მსახური“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე გ. ბერძენიშვილი – „დასასრულის დასაწყისი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, სერგო ჭელიძე ბ. ჩირსკოვი – „გამარჯვებულნი“. რეჟ.: სერგო ჭელიძე 1947 –არ. დ’იუსო, ჯ. გოუ – „ღრმა ფესვები“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე ნ. პოგოდინი – „თოფიანი კაცი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე ო. გოლდსმიტი – „ერთი ღამის შეცდომები“. რეჟ.: შოთა მესხი 1948 –ს. დოლიძე, გ. ბერძენიშვილი – „არწივის ბუდე“. რეჟ.: აკაკი ვასაძე უ. შექსპირი – „ოტელო“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, შოთა აღსაბაძე ვ. მასი, მ. ჩერვინსკი – „მეგობრებზე და ამხანაგებზე“. რეჟ.: შოთა მესხი 1949 –ი. მოსაშვილი – „ჩაძირული ქვები“. რეჟ.: აკაკი ვასაძე ვ. პატარაია – „უჩა უჩარდია“. რეჟ.: აკაკი ვასაძე ვ. კარსანიძე – „მარად მწვანე ქედები“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი კ. სიმონოვი – „სხვისი ჩრდილი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1950 –შ. დადიანი – „ნაპერწკლიდან“. რეჟ.: აკაკი ვასაძე ვ. ვიშნევსკი – „დაუვიწყარი 1919 წელი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1951 –გ. მდივანი – „კეთილი ნების ადამიანები“. რეჟ.: შოთა მესხი 1952 –პ. კაკაბაძე – „ბედნიერი სამჭედლო“. რეჟ.: აკაკი ვასაძე დ. კლდიაშვილი – „დარისპანის გასაჭირი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე ნ. გოგოლი – „ბანქოს მოთამაშენი“. რეჟ.: აკაკი დვალიშვილი ი. ვაკელი – „რვალი“. რეჟ.: შოთა მესხი ი. ჭავჭავაძე, გ. ბერძენიშვილი – „ოთარაანთ ქვრივი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე 1953 –ი. სუმბათაშვილი-იუჟინი – „ღალატი“. რეჟ.: აკაკი ხორავა 1954 –ი. დიუბუა – „ჰაიტი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, მიხეილ თუმანიშვილი ვ. კანდელაკი – „სარეველა“. რეჟ.: აკაკი დვალიშვილი ჯ. ფლეტჩერი – „ესპანელი მღვდელი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1955 –ლ. ქიაჩელი – „ტარიელ გოლუა“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1956 –ი. ვაკელი – „საქმიანი კაცი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1957 –ა. პუშკინი – „ბორის გოდუნოვი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1958 –გ. სევასტიკოგლუ – „ანგელა“. რეჟ.: ლეილა ვარსიმაშვილი, ოთარ ზაუტაშვილი ალ. აფხაიძე – „არაგველები“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი 1959 –პ. კაკაბაძე – „ყვარყვარე თუთაბერი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე პ. კოჰოუტი – „როცა ასეთი სიყვარულია“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი ვ. კანდელაკი – „ერთხელ დახოცილები“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი 1960 –ა. არბუზოვი – „ირკუტსკის ისტორია“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი კ. სენდერბიუ – „ქალების აჯანყება“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1961 –ვ. კანდელაკი – „ქართლის ჩირაღდნები“. რეჟ.: დოდო ანთაძე გ. ხუხაშვილი – „ზღვის შვილები“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1962 –ლ. სანიკიძე – „ქუთათურები“. რეჟ.: დოდო ანთაძე კ. გოლდონი – „სასტუმროს დიასახლისი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი ო. იოსელიანი – „ადამიანი იბადება ერთხელ“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1963 –უ. გიბსონი – „სასწაულმოქმედი“. რეჟ.: სანდრო მრევლიშვილი ვ. როზოვი – „ვახშმობის წინ“. რეჟ.: რობერტ სტურუა 1964 –უ. შექსპირი – „ზაფხულის ღამის სიზმარი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1965 –ი. ლ. კარაჯალე – „დაკარგული ბარათი“. რეჟ.: მერაბ ჯალიაშვილი ნ. აზიანი – „უკანასკნელი მასკარადი“. რეჟ.: გიზო ჟორდანია 1967 –ლ. ქიაჩელი – „გვადი ბიგვა“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1969 –ო. იოსელიანი – „სანამ ურემი გადაბრუნდება“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი, კარლო საკანდელიძე განუხორციელებელი დადგმები 1930 –პ. სამსონიძე – „დირექტორი“ 1931 –ი. ქანთარია – „ჭოლიფა“ 1933 –ი. ქანთარია – „ბერიკაობა“ 1946 –გ. ერისთავი – „გაყრა“ 1952 –ა. ლიპოვსკი – „მაიაკოვსკი“ 1959 –პ. კაკაბაძე – „ყვარყვარე თუთაბერი“ (განუხორციელებელი ვარიანტი) 1958 –რ. თაბუკაშვილი – „რაიკომის მდივანი“; რეჟ.: ლილი იოსელიანი მ. ბარათაშვილი – „მარინე“; რეჟ.: ლეო შატბერაშვილი, გიგა ლორთქიფანიძე 1957 –ს. შანშიაშვილი – „მთის კანონი“. რეჟ.: დოდო ანთაძე 1961 –ო. ჩიჯავაძე – „ბედნიერი უიღბლო“. რეჟ.: აბრამ რუბინი გრ. აბაშიძე – „მოგზაურობა სამ დროში“. რეჟ.: აბრამ რუბინი 1964 –ლ. ჭუბაბრია, კ. ჭავჭანიძე – „პირველი ნაბიჯი“. რეჟ.: კონსტანტინე სურმავა 1965 –კ. ბუაჩიძე – „ამბავი სიყვარულისა“. რეჟ.: აბრამ რუბინი მ. მრევლიშვილი – „პოეტის ბედი“. რეჟ.: აბრამ რუბინი კ. ბუაჩიძე – „გავიხსენოთ ჩვენი ახალგაზრდობა“. რეჟ.: არჩილ გომიაშვილი 1966 –გ. მდივანი – „შენი ძია მიშა“. რეჟ.: სერგო ჭელიძე 1969 –ვ. ეჟოვი – „ბულბულის ღამე“. რეჟ.: სერგო ჭელიძე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი 1949 —ვალერიან ცაგარეიშვილი „არსენა ოძელაშვილი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი 1950—ფერენც (ფრანც) ლეჰარი „მხიარული ქვრივი“. რეჟ.: დუდე ძნელაძე 1951 –გ. ცაბაძე – „ბრწყინვალე მომავალი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი ვ. ცაგარეიშვილი – „ცანის დედოფალი“. რეჟ.: დუდე ძნელაძე შ. მილორავა – „ერთხელ გაზაფხულზე“. რეჟ.: იოსებ ქუთათელაძე ნ. გუდიაშვილი – „საჩუქარი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი 1956 –ი. ჟარკოვსკი – „სიყვარულის კვანძი“. რეჟ.: შოთა მესხი ა. კერესელიძე – „სამი პატარძალი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი 1957 –შ. მილორავა – „დალი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი შ. აზმაიფარაშვილი – „ნანატრი საქმრო“. რეჟ.: შოთა მესხი რ. ლაღიძე – „კომბლე“. რეჟ.:ბორის გამრეკელი 1958 –გ. კახიანი – „ნაბიჭვარი“. რეჟ.: შოთა მესხი 1960 –ა. კერესელიძე – „მთვარიდან ჩამოფრენა“. რეჟ.: შოთა მესხი შ. მილორავა – „უცნაური სტუმრები“. რეჟ.: ბორის გამრეკელი 1966 –შ. აზმაიფარაშვილი – „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“. რეჟ.: ლერი პაქსაშვილი 1967 – ა. შავერზაშვილი – „ნინო“. რეჟ.: შოთა მესხი 1968 –შ. მილორავა – „საბედისწერო ოპერაცია“. რეჟ.: შოთა მესხი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საოპერო სტუდია 1951 –ზ. ფალიაშვილი – „აბესალომ და ეთერი“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე 1952 –ს. რახმანინოვი – „ალეკო“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე ნ. რიმსკი-კორსაკოვი – „ვერა შელოგა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე 1953 –პ. ჩაიკოვსკი – „ევგენი ონეგინი“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი შ. გუნო – „რომეო და ჯულიეტა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე 1954 –ჯ. როსინი – „სევილიელი დალაქი“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე 1957 –ჯ. ვერდი – „ტრავიატა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე 1959 –რ. გაბიჩვაძე – „ნანა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 1937 –გ. ბერძენიშვილი – „აჭარის მთებში“. რეჟ.: ბორის გამრეკელი ე. შვარცი – „წითელქუდა“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი 1938 –გ. ნახუცრიშვილი – „ცეცხლის ხაზზე“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი ბ. გამრეკელი – „გმირი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი ჟ.ბ. მოლიერი – „სკაპენის ოინები“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი ვ. ბალაბანი – „მწვანე ველი“. რეჟ.: გიორგი დარისპანაშვილი 1939 –აკ. წერეთელი – „პატარა კახი“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი 1940 –კ. გოგოძე – „ქაჯანა“. რეჟ.: გიორგი დარისპანაშვილი 1941 –გ. ნახუცრიშვილი -„აჩაკუნე“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი შ. კუჭავა – „ცისფერი ხალიჩა“. რეჟ.: გიორგი ჟორდანია 1950 –გ. გოგიჩაიშვილი – „ნათელი გზა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი 1952 –გ. ბერძენიშვილი – „ძველი ჭრილობა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი 1953 –ს. მთვარაძე – „სურამის ციხე“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი 1954 –ე. ვოინიჩი – „კრაზანა“. რეჟ.: იური კაკულია 1956 –გ.ნახუცრიშვილი – „პატარა მეომრები“. რეჟ.: რევაზ ჭარხალაშვილი 1963 –ვ. კატაევი – „თეთრად ფრიალებს აფრა ეული“. რეჟ.: შალვა გაწერელია 1964 –უ. შექსპირი – „მეთორმეტე ღამე“. რეჟ.: სერგო ჭელიძე 1965 –ა. ჩხაიძე – „როცა მთავრდება ბავშვობა“. რეჟ.: შალვა გაწერელია თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი 1970 –ანდრეი კუზნეცოვი – „მოსკოვური არდადეგები“. რეჟ. აბრამ რუბინი თბილისის სომხური დრამის თეატრი 1956 –მ. მრევლიშვილი – „ზვავი“. რეჟ.: ფერდინანდ ბჟიკიანი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი 1956 –მ. ჯაფარიძე – „ჩვენებურები“. რეჟ.: აკაკი ვასაძე 1958 –ი. სუმბათაშვილი-იუჟინი – „ღალატი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე მ. დიუმანუა, დენერი – „დონ სეზარ დე ბაზანი“. რეჟ.: თამაზ მესხი 1959 –კ. ლორთქიფანიძე – „კოლხეთის ცისკარი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე 1960 –ვ. დარასელი – „კიკვიძე“. რეჟ.: აკაკი ვასაძე დ. კლდიაშვილი – „ირინეს ბედნიერება“. რეჟ.: აკაკი ვასაძე ლ. სანიკიძე – „ქუთათურები“. რეჟ.: აკაკი ვასაძე პ. კაკაბაძე – „კოლმეურნის ქორწინება“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, თამაზ მესხი 1962 –გ. მდივანი – „გუგასა და გიგოს მილიონები“. რეჟ.: თამაზ მესხი პ. კაკაბაძე – „ცხოვრების ჯარა“. რეჟ.: აკაკი ვასაძე გ. თაქთაქიშვილი – „თეთრი ღამურა“. რეჟ.: თამაზ მესხი 1963 –მ. ჯაფარიძე – „ბუღარა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი 1965 –შ. დადიანი – „გუშინდელნი“.რეჟ.: აკაკი ვასაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი 1937 –გ. მდივანი – „ბრმა“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე 1938 –ს. მთვარაძე – „თევრათ“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი ს. შანშიაშვილი – „არსენა“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი პ. კაკაბაძე – „კოლმეურნის ქორწინება“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი 1953 –გ. მდივანი – „ბაგრატიონი“. რეჟ.: შოთა მესხი მ. მრევლიშვილი – „ბარათაშვილი“. რეჟ.: შოთა მესხი 1954 –ჰ. ფასტი – „თავისუფლების გზა“. რეჟ.: შოთა მესხი გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი 1963 –ლ. მილორავა – „მრუდე კიბე“. რეჟ.: გიორგი აბრამიშვილი 1970 –გ. ნახუცრიშვილი – „ალი ბაბა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი 1966 –გ. ნახუცრიშვილი – „შაითან ხიხო“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი 1970 –ა. გეწაძე – „საბა სულხანი“. რეჟ.: ვლადიმერ მოდებაძე 1974 –გ. ნახუცრიშვილი – „კომბლე“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე 1975 –ლ. ქიაჩელი – „ტარიელ გოლუა“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე 1976 –ლოპე დე ვეგა – „თივაზე ავი ძაღლია“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე ჟ.ბ. მოლიერი – „ძალად ექიმი“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრი 1971 –პ. კაკაბაძე – „კოლმეურნის ქორწინება“. რეჟ.: ალექსანდრე მიქელაძე ცხინვალის ხეთაგუროვის სახელობის თეატრი 1968 –სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრი 1955 –გ. ქელბაქიანი – „ახალგაზრდა მასწავლებელი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე კიევის ლესია უკრაინკის სახელობის თეატრი 1954 –მ. ბარათაშვილი – „ჭრიჭინა“. რეჟ.: ირინა მოლოსტოვა აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური თეატრი 1972 –ნ. დუმბაძე – „ნუ გეშინია, დედა“. რეჟ.: აგაკიში კაზიმოვი 1977 –ნ. ჰიქმეთი – „ლეგენდა სიყვარულზე“. რეჟ.: ალესკერ შარიფოვი კიროვაბადის ჯაფარ ჯაბარლის სახელობის თეატრი 1933 –უ. შექსპირი – „ოტელო“. რეჟ.: შოთა ახსაბაძე 1968 –ნ. მამედოვი – „ტარიელი“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი 1972 –უ. შექსპირი – „ოტელო“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი 1973 –ა. მამედოვი – „როცა ვარსკვლავები ხვდებიან“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი 1976 –სოფოკლე – „ანტიგონე“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი 1980 –უ. შექსპირი – „რიჩარდ მესამე“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი 1983 –მ. კარიმი – „პრომეთევ, არ მიატოვო ცეცხლი!“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი ავართა მუსიკისა და დრამის თეატრი 1960 –კ.ზაქარიაევი, მ.დაუდოვი – „მთის ბილიკებით“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი რ. ჰამზათოვი – „მთიელი ქალი“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხი 1978 –დ. კლდიაშვილი – „დარისპანის გასაჭირი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი 1963 –უ. შექსპირი – „მაკბეტი“ 1965 –უ. შექსპირი – „ოტელო“ 1970 –უ. შექსპირი – „მეფე ლირი“ 1974 –უ. შექსპირი – „ჰამლეტი“ უ. შექსპირი – „იულიუს კეისარი“ უ. შექსპირი – „რომეო და ჯულიეტა“ 1985 –ჰ. იბსენი – „პერ გიუნტი“ გალერეა
1932 წელი; რუსთაველის თეატრი; სამსონიძე – სალტე
1936 წელი; რუსთაველის თეატრი; კლდიაშვილი – შემოდგომის აზნაურები
1954 წელი; რუსთაველის თეატრი; ფლეტჩერი, მესინჯერი – ესპანელი მღვდელი
1954 წელი; რუსთაველის თეატრი; ფლეტჩერი, მესინჯერი – ესპანელი მღვდელი
1954 წელი; რუსთაველის თეატრი; ფლეტჩერი, მესინჯერი – ესპანელი მღვდელი
1959 წელი; რუსთაველის თეატრი; კაკაბაძე – ყვარყვარე თუთაბერი
1959 წელი; რუსთაველის თეატრი; კოჰოუტი – როცა ასეთი სიყვარულია (ინახება რუსთაველის თეატრის მუზეუმში)
1961 წელი; რუსთაველის თეატრი; ხუხაშვილი – ზღვის შვილები
1962 წელი; რუსთაველის თეატრი; გოლდონი – სასტუმროს დიასახლისი
1963 წელი; რუსთაველის თეატრი; გიბსონი – სასწაულმოქმედი
1964 წელი; რუსთაველის თეატრი; შექსპირი – ზაფხულის ღამის სიზმარი
1931 წელი; რუსთაველის თეატრი; ქანთარია – ჭოლიფა (განუხორციელებელი)
1933 წელი; რუსთაველის თეატრი; ქანთარია – ბერიკაობა (განუხორციელებელი)
1946 წელი; რუსთაველის თეატრი; გ. ერისთავი – გაყრა (განუხორციელებელი; ინახება თეატრისა და კინოს მუზეუმში)
1963 წელი; ქუთაისის მესხიშვილის სახ. თეატრი; ჯაფარიძე – ბუღარა
1965 წელი; ქუთაისის მესხიშვილის სახ. თეატრი; შ. დადიანი – გუშინდელნი
1933 წელი; კიროვაბადის თეატრი; შექსპირი – ოტელო
1976 წელი; კიროვაბადის თეატრი; სოფოკლე – ანტიგონე
1970 წელი; შექსპირი – მეფე ლირი (პროექტი)
1970 წელი; შექსპირი – მეფე ლირი (პროექტი)
ლიტერატურა
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. 4, , 1979. — გვ. 562. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191 გ. კალანდია , „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 96 ურუშაძე, თ. – „დიმიტრი თავაძე“; ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“; 2011 წ. № 3; თეატრის მხატვრობა (1920-1950); რუსთაველის თეატრი; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექცია; 2008 წ. ნათელა ალადაშვილი. მონოგრაფია: „დიმიტრი თავაძე“. საქართველოს თეატრალური საზოგადოება; 1986; დიმიტრი თავაძის შექსპირიანა – „თეატრალური მოამბე“; 1975; № 4; ნამუშევართა კატალოგი წიგნად, ვასილ კიკნაძის წინასიტყვაობით. თბილისი; 1964; საქართველოს კულტურის სამინისტრო, მხატვართა კავშირი, სახელმწიფო სურათების გალერეა; ლადო გუდიაშვილი – „ახალი კადრები და მათი პროდუქცია“; გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“ № 16 (1933 წ. 6 დეკემბერი); Елена Луцкая – „Гордость грузинского народа“; „Литературная Грузия“ – 1967 № 7; რესურსები ინტერნეტში
This article uses material from the Wikipedia ქართული article დიმიტრი თავაძე , which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0") ; additional terms may apply (view authors ). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0 . Images, videos and audio are available under their respective licenses. ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.