ტამილური ენა — ტამილების სამეტყველო ენა.
ინდოეთის ტამილნადუს შტატის ოფიციალური ენა. მიეკუთვნება დრავიდულ ენათა ჯგუფს, რომელიც არის ინდოელების ეთნიკური ჯგუფის ტამილის ხალხის დიალექტი. გააჩნია ინდოეთის, შრი-ლანკისა და სინგაპურის ოფიციალური ენის სტატუსი. ტამილზე საუბრობენ აგრეთვე უმციროსობები მალაიზიაში, ვიეტნამში, მავრიკსა და რეიუნიონზე, ასევე ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტამილური არის პირველი ინდური ენა, რომელიც გამოცხადდა კლასიკურად ინდოეთის მთავრობის მიერ 2004 წელს.
ტამილური ენა ტამილ. தமிழ் (ტამილ) | |
გავრცელებულია | შრი-ლანკა სინგაპური ინდოეთი მალაიზია მავრიკი რეიუნიონი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 70 მილიონი |
ოფიციალური სტატუსი | ტამილნადუ, ანდამანის და ნიკობარის კუნძულები, პონდიშერი შრი-ლანკა, სინგაპური
|
ლინგვისტური კლასიფიკაცია | დრავიდული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ტამილური დამწერლობა არაბული დამწერლობა ტამილური ბრაილის შრიფტი ვატელუტუ (ისტორიული) |
რუკა | |
|
თამილური ლიტერატურა არსებობს უკვე 2200 წელზე მეტია. პირველი ეპიგრაფიული ჩანაწერები ამ ენაზე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნით. ტამილური ლიტერატურის პირველი ეტაპი განისაზღვრება ძვ. წ. 200 წლიდან ახ. წ. 300 წლამდე. ჩვენსწელთაღრიცხვამდელი ნიმუშები აღმოჩენილია ეგვიპტესა და ტაილანდში.
ტამილური ენა ფორმირების სამ პერიოდს მოიცავს, ეს არის: ძველი ტამილური (ძვ. წ. 300 წ. - ახ. წ. 700 წ.), საშუალი ტამილური (700-1600 წწ.) და ახალი ტამილური (1600 წ. - დღევანდლამდე). ტამილური ანბანი მომდინარეობს ბრაჰმასაგან.
ტამილურენოვანი ანკლავები კერალას, ანდჰრა-პრადეშისა და სხვა შტატების ტერიტორიებზე. ისინი ცხოვრობენ აგრეთვე შრი-ლანკაზე, მიანმარში, მალაიზიაში, ასევე აფრიკის, ვესტ-ინდოეთისა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში.
10 ციფრის გარდა ტამილურს აქვს აღნიშვნები 10–ის, 100–ის და 1000–ისთვის. ასევე სიმბოლოები: „დღე“, „თვე“, „წელი“, „დებიტი“, „კრედიტი“, „როგორც ზემოთ“, „ღარიბი“, „რაოდენობა“.
ნული | ერთი | ორი | სამი | ოთხი | ხუთი | ექვსი | შვიდი | რვა | ცხრა | ათი | ასი | ათასი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტამილ. ௦ | ტამილ. ௧ | ტამილ. ௨ | ტამილ. ௩ | ტამილ. ௪ | ტამილ. ௫ | ტამილ. ௬ | ტამილ. ௭ | ტამილ. ௮ | ტამილ. ௯ | ტამილ. ௰ | ტამილ. ௱ | ტამილ. ௲ |
დღე | თვე | წელი | დებიტი | კრედიტი | როგორც ზემოთ | ღარიბი | რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|---|
ტამილ. ௳ | ტამილ. ௴ | ტამილ. ௵ | ტამილ. ௶ | ტამილ. ௷ | ტამილ. ௸ | ტამილ. ௹ | ტამილ. ௺ |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტამილური ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.