ლიმონი

ლიმონი (Citrus limon), მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.

ლიმონი ტერმინს „ლიმონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლიმონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიმონის ხის სიმაღლე 3—7 მ აღწევს. აქვს ეკლებიანი ტოტები, ღია მწვანე მოგრძო ლანცეტისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი, კიდედაკბილული, ტყავისებრი ფოთლები. ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, არომატული. ნაყოფი მრავალბუდიანი კენჯრაა, სიგრძე 6—7 სმ, დიამეტრი 5—6 სმ (120გ-მდე), ნაყოფის ქერქი 2—5 მმ სისქისაა, ყვითელი, გლუვი ან ამობურცულია. ზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, მწარე, დამახასიათებელი არომატი აქვს. რბილობი მომწვანო-მოყვითალოი, წვრილმარცვლოვანი, წვნიანი, ძალიან მჯავეა. თესლი ღია ფერისაა, გლუვი, ნაყოფში დაახლოებით 20 ცალი ან მეტია.

ლიმონი
ლიმონი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Citrus limon

ლიმონი სითბოს და სინათლის მოყვარე მცენარეა, ციტრუსოვან მცენარეთა შორის ყველაზე უფრო უყვარს ტენი. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ველურად არ არის შენიშნული. მოშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ის, მექსიკის, არგენტინისა და სხვა სუბტროპიკულ რაიონებში. ყოფილ სსრკ-ში 200 წელზე მეტია რაც მოჰყავთ. ღია გრუნტში ლიმონის მოშენების უმთავრესი რაიონებია კავკასიის შავი ზღვის სანაპირო, აზერბაიჯანი, შუა აზია. ლიმონი მოჰყავთ ტრანშეებში, აგრეთვე ოთახის პირობებში. ლიმონის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მჟავებს (უმთავრესად ლიმონის) — 3,5—8,1, შაქრებს — 1,9—3, C ვიტამინს — 45—140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლიმონის მჟავად და სხვა. ლიმონს ამრავლებენ მყნობითა და კალმით. ნამყენი ლიმონი მსხმოიარობს მე-3 მე-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150-300 ნაყოფია.

საქართველოში ლიმონის ნარგაობას დაახლოებით 1000 ჰა უკავია. ყინვით დაზიანების შემთხვევაში მისი მოსავლიანობა კლებულობს. საქართველოში ლიმონის მაქსიმალური წარმოება 4 ათას ტონამდე აღწევს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ლეკვეიშვილი ი., ციტრუსოვანთა წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ნაწ. 1-2, თბ., 1978-1979;
  • ლეკვეიშვილი ი., ბერაია ი., სუბტროპიკული კულტურები, თბ., 1965;
  • მჭედლიძე მ., ლიმონი, თბ., 1948;

Tags:

ეკალი (მცენარე)ტეგანისებრნიციტრუსები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსეთ-საქართველოს ომი (2008)ოპერაგიორგი ცაბაძემეორე მსოფლიო ომიმაიმუნებიმტკვარიქრისტეფორე კოლუმბიგაერთიანებული სამეფოჭადრაკიუილიამ შექსპირიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებითანდებულისაქართველოხელოვნებამერაბ სეფაშვილიმონაკოდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაირაკლი ღარიბაშვილიეკვატორული კლიმატური სარტყელიბახტრიონი (პოემა)სერბეთიაფრიკაღვარცოფიფეხბურთის წესებიდინოზავრებიჰექტარიადმირალი (პეპელა)კლიმატი26 მარტიბიპოლარული აშლილობანაცვალსახელიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითეკოსისტემაირემილევანტე (საფეხბურთო კლუბი)ჩერნობილის კატასტროფასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაატომივოლფგანგ ამადეუს მოცარტიუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)პი (რიცხვი)საქართველოს ფრინველთა სიამილიმეტრიბიძინა ივანიშვილიქართული მითოლოგიასაფრანგეთივახტანგ გორგასლის ორდენისაქართველოს გეოგრაფიაადამიანიტუნისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008დედამიწის სტრუქტურაზლატან იბრაჰიმოვიჩიიოსებ სტალინიჰობიტი (რომანი)ძაღლიკვიპროსიალმასიაშშ-ის პრეზიდენტების სიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმთავარი გვერდიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითჰეკლაპირველი რესპუბლიკის მოედანიგურამ დოჩანაშვილისაბა ლობჟანიძეინოლა გურგულიამასტურბაციაბახტრიონის ბრძოლაქვეყნების სიააიდა (ოპერა)ბერძნები საქართველოშითევზებიტაიგა9 აპრილის ტრაგედიაიმპრესიონიზმიმიგრაცია🡆 More