საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ (ინგლ.
ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. დაარსდა 1881 წელს, როგორც „უოტფორდ როვერსი“. ასოციაციის თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1886 წელს, მოგვიანებით შეუერთდა სამხრეთის ლიგას. 1914-15 წლების სეზონში სამხრეთის ლიგის ჩემპიონობის შემდეგ, 1920 წელს ჰარი კენტის ხელმძღვანელობით შეუერთდა საფეხბურთო ლიგას. კლუბმა შეიცვალა მრავალი სტადიონი, 1992 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ვიკარიჯ როუდზე“. „უოტფორდმა“ არსებობის დიდი ნაწილი გაატარა ქვედა ლიგებში, მრავალჯერ შეიცვალა კლუბის ფერები და ფორმა.
სრული სახელი | Watford Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ონავრები (ინგლ. The Hornets, ყვითელი არმია (ინგლ. Yellow Army), ოქროს ბიჭები (ინგლ. The Golden Boys) | |||
დაარსდა | 1881 | |||
სტადიონი | ვიკარიჯ როუდი უოტფორდი, ინგლისი (ტევადობა: 21,438 მაყურებელი) | |||
მწვრთნელი | ჩისკო მუნიოსი | |||
კაპიტანი | ტროი დინი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2019-20 | მე-19 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
გრეჰემ ტეილორის მწვრთნელობის დროს, რომელიც მომავალში წვრთიდა არაერთ ინგლისურ კლუბს და ასევე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს, კლუბმა დაიპყრო ახალი მწვერვალები. 1977-1987 წლებში „უოტფორდი“ დონით მეოთხე დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდა. 1982-83 წლების სეზონი „უოტფორდმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა და მოიპოვა უეფა-ს თასის 1983-84 წლების გათამაშებაში ასპარეზობის უფლება. ამავე სეზონში ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში. ტეილორის წასვლის შემდეგ მომავალი 10 წლის მანძილზე კლუბი ისევ დაქვეითდა. 1996 წელს დაბრუნდა კლუბში და დონით მესამე ჩემპიონატიდან 1999-00 წლების სეზონში „უოტფორდი“ პრემიერლიგაში დააბრუნა. იმავე სეზონში ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ კლუბი ისევ დაქვეითდა. 2006-07 წლების სეზონში ეიდი ბუტროიდის თავკაცობით „უოტფორდი“ კიდევ ერთხელ აღზევდა უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ ისევ ბოლო ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
8 წლის შემდეგ, 2015-16 წლების სეზონში „უოტფორდი“ დაბრუნდა პერმიერლიგაში.
კლუბი ეკუთვნის პოცოების ოჯახს, რომელიც ასევე ფლობს იტალიურ „უდინეზეს“. ასევე წარსულში ფლობდა ესპანურ „გრანადას“. 2008 წლამდე, კლუბის საპატიო ცხოვრების პრეზიდენტი იყო ელტონ ჯონი. მოგვიანებით ისევ დაიკავა იგივე პოსტი, ამჯერად გრეჰემ ტეილორთან ერთად, რაც ტეილორის სიკვდილამდე გრძელდებოდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article უოტფორდი (საფეხბურთო კლუბი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.