ირენ ჟოლიო-კიური: ფრანგი ფიზიკოსი

ირენ ჟოლიო-კიური (ფრანგ.

12 სექტემბერი, 1897, პარიზი, საფრანგეთი — გ. 17 მარტი, 1956, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში ფრედერიკ ჟოლიოსთან ერთად (1935), მარი სკლოდოვსკა-კიურისა და პიერ კიურის უფროსი ქალიშვილი, ფრედერიკ ჟოლიო-კიურის მეუღლე. შვილები — ელენ ჟოლიო (დ. 1927) და პიერ ჟოლიო (დ. 1932), აგრეთვე მეცნიერები. საერთო ჯამში კიურების ოჯახი ყველაზე მეტი ნობელის პრემიის მფლობელია.

ირენ ჟოლიო-კიური
ფრანგ. Irène Joliot-Curie
ირენ ჟოლიო-კიური: ბავშვობა, კარიერის დასაწყისი, ფრედერიკ ჟოლიოსთან ქორწინება და მათი ერთობლივი საქმიანობა
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1897(1897-09-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი პარიზის XIII რაიონი[1]
გარდ. თარიღი 17 მარტი, 1956(1956-03-17)[15] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (58 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
დასაფლავებულია Cemetery Sceaux
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი[16] , ქიმიკოსი[17] [18] [19] , პროფესორი, პოლიტიკოსი, ბირთვული ფიზიკოსი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი[20] , Collège Sévigné და პარიზის უნივერსიტეტი
მეუღლე ფრედერიკ ჟოლიო-კიური
მამა პიერ კიური
დედა მარი სკლოდოვსკა-კიური
შვილ(ებ)ი პიერ ჟოლიო და ელენ ლანჟევენ-ჟოლიო
ნათესავ(ებ)ი Jacques Curie, Józef Skłodowski, Bronisława Dłuska, Helena Skłodowska-Szaley, Maurice Curie და Helena Dłuska
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ნობელის პრემია ქიმიაში[21] [22] , კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მატეუჩის მედალი, გრიუნვალდის ჯვრის მე-3 ხარისხის ორდენი, ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის, მარი სკლადოვსკა-კიურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[23] და პოლონეთის აღორძინების ვარსკვლავიანი ორდენის კომანდორი

ბავშვობა

ადრეულ წლებში ირენი პაპასთან, ექიმ ეჟენ კიურისთან იზრდებოდა. ირენი ერთი წლის იყო როცა მარი სკლოდოვსკა-კიურიმ რადიუმი აღმოაჩინა და ინტენსიური სამეცნიერო საქმიანობის გამო მას შვილის აღზრდისათვის არ ეცალა. პაპასთან გატარებულმა დრომ ირენს ღრმა ანტიკლერიკალური პოლიტიკური ხედვა ჩამოუყალიბა.

10 წლის ასაკში ირენმა სწავლა კოოპერატიულ სკოლაში დაიწყო. აღნიშნული სკოლა დედის და მისი რამდენიმე კოლეგის მიერ იყო მოწყობილი, რომელთა შორის იყვნენ ფიზიკოსები პოლ ლანჟევენი და ჟან პერენი, რომლებიც აგრეთვე ამ სკოლაშიც ასწავლიდნენ. ორი წლის შემდეგ მან სევინეს კოლეჯში ჩააბარა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე დაამთავრა.

კარიერის დასაწყისი

ირენ ჟოლიო-კიური: ბავშვობა, კარიერის დასაწყისი, ფრედერიკ ჟოლიოსთან ქორწინება და მათი ერთობლივი საქმიანობა 
ირენ და მარი კიურები 1925 წელს

ირენმა განათლების მიღება პარიზის უნივერსიტეტში (სორბონა) განაგრძო. თუმცა მას რამდენიმე თვით სწავლის შეწყვეტა მოუწია, რადგან პარალელურად სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობდა, სადაც დედას რენტგენოგრამის გაკეთებაში ეხმარებოდა.

ომის დამთავრების შემდეგ, ირენ კიურიმ მეცნიერ-ასისტენტად დაიწყო მუშაობა რადიუმის ინსტიტუტში, რომელსაც სათავეში დედამისი ედგა. 1921 წლიდან მან დამოუკიდებლად დაიწყო კვლევების ჩატარება. მისი პირველი ნაბიჯები დაკავშირებული იყო რადიოაქტიურ ელემენტ პოლონიუმთან, რომელიც მისმა მშობლებმა 20 წლით ადრე აღმოაჩინეს. ვინაიდან რადიაცია გამოწვეული იყო ატომის გახლეჩვის შედეგად, მას იმედი ჰქონდა, რომ ამ კვლევით ნათელს მოფენდა ატომის სტრუქტურას. ირენ კიური სწავლობდა ფლუკტუაციას, რომელიც ალფა-ნაწილაკების რიგში შეიმჩნეოდა, როგორც წესი პოლონიუმის ატომების განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით დაშლის დროს. ალფა-ნაწილაკებზე, რომლებიც 2 პროტონისა და 2 ნეიტრონისაგან შედგებიან და თავის მხრივ წარმოადგენენ ჰელიუმის ბირთვს, როგორც ატომური სტრუქტურის შემსაწავლელ მასალაზე, პირველად ბრიტანელმა ფიზიკოსმა ერნესტ რეზერფორდმა გაამახვილა ყურადღება. 1925 წელს ამ ნაწილაკების შესწავლისთვის ირენ კიურის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

ფრედერიკ ჟოლიოსთან ქორწინება და მათი ერთობლივი საქმიანობა

მის მიერ ჩატარებული კვლევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო. 1926 წელს ირენი საკუთარ კოლეგას, რადიუმის ინსტიტუტის ასისტენტ ფრედერიკ ჟოლიოს გაყვა ცოლად. 1930 წელს, გერმანელმა ფიზიკოსმა ვალტერ ბოთემ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მსუბუქი ელემენტი (მათ შორის ბერილიუმი და ბორი) ალფა-ნაწილაკებით დაბომბვისას ძლიერ რადიაციას გამოყოფენ. ამ აღმოჩენის შედეგად გამოწვეული პრობლემებით დაინტერესების გამო ცოლ-ქმარმა ჟოლიო-კიურიმ (როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებდნენ) ალფა-ნაწილაკების მისაღებად მოამზადეს პოლონიუმის განსაკუთრებით ძლიერი წყარო და გამოიყენეს ჟოლიოს მიერ შექმნილი მგრძნობიარე საკონდენსაციო კამერა, რათა დაეფიქსირებინათ ამგვარად მიღებული რადიაცის შეღწევა.

ირენ ჟოლიო-კიური: ბავშვობა, კარიერის დასაწყისი, ფრედერიკ ჟოლიოსთან ქორწინება და მათი ერთობლივი საქმიანობა 
ფრედერიკი და ირენი 1940-იან წლებში

მათ აღმოაჩინეს, რომ როდესაც ბერილიუმს ან ბორს და დეტექტორს შორის თავსდებოდა წყალბადისშემცველი ნივთიერების ფირფიტა, რადიაციის დაკვირვებადი დონე თითქმის ორჯერ იზრდებოდა. ცოლ-ქმარი ჟოლიო-კიური ამ ეფექტის წარმოქმნას იმით ხსნიდა, რომ შეღწევადი რადიაცია წყალბადის ზოგიერთ ატომს აძევებს, რაც მათ უდიდეს სიჩქარეს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ირენმა და ვერც ფრედერიკმა ამ პროცესის არსი ვერ გაიგეს, მათ მიერ გულმოდგინედ ჩატარებულმა გაზომვებმა საფუძველი ჩაუყარეს 1932 წელს ჯეიმზ ჩედვიკის მიერ ატომური ბირთვების ძირითადი ნაწილის ელექტრონულად ნეიტრალური შემადგენელი ნაწილის — ნეიტრონის აღმოჩენას.

კვლევების გარძელებით, ცოლ-ქმარი ჟოლიო-კიური თავიანთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მივიდნენ. ბორისა და ალუმინის ალფა-ნაწილაკებით დაბომბვით, ისინი პოზიტრონების (დადებითად დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც სხვა ყველა ურთიერთობაში უარყოფითად დამუხტულ ელექტრონებს გვაგონებს) გამოყოფას შეისწავლიდნენ, რომელიც პირველად 1932 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა დევიდ კარლ ანდერსონმა აღმოაჩინა. დეტექტორის ხვრელის თხელი ალუმინის ფოლგით დახურვის შემდეგ, მათ ალუმინისა და ბორის ნიმუშები ალფა-ნაწილაკებით დაასხივეს. მათ გასაკვირად, პოზიტრონების გამოყოფა ალფა-ნაწილაკების პოლონიუმის წყაროს მოშორების შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით, ჟოლიო-კიური იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ანალიზისას გამოყენებული ალუმინისა და ბორის ნიმუშების ნაწილი ახალ ქიმიურ ელემენტებად გადაიქცა. გარდა ამისა, ეს ახალი ელემენტები რადიოაქტიური იყო: ალფა-ნაწილაკების 2 პროტონისა და 2 ნეიტრონის შთანთქმით, ალუმინი რადიოაქტიურ ფოსფორად გადაიქცა, ხოლო ბორი — აზოტის რადიოაქტიურ იზოტოპად: 27Al + 4He → 30P + 1n.. დროის მცირე მონაკვეთში ჟოლიო-კიურიმ მრავალი ახალი რადიოაქტიური ელემენტი მიიღეს.

ფაშიზმის პრინიპული მოწინააღმდეგე და კაპიტალიზმის კრიტიკოსი ცოლ-ქმარი ჟოლიო-კიური 1934 წელს საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდნენ, ხოლო შემდეგ კომუნისტები გახდნენ.

ნობელის პრემია და შემდგომი წლები

1935 წელს ირენ ჟოლიო-კიურისა და ფრედერიკ ჟოლიოს ერთობლივად მიენიჭათ ნობელის პრემია ქიმიის დარგში „ახალი რადიოაქტიური ელემენტების სინთეზის განხორციელებისათვის“. შესავალ სიტყვაში, შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის სახელით პალმაიერმა, ჟოლიო-კიურის შეახსენა იმის შესახებ, თუ როგორ ესწრებოდა 24 წლის წინ ანალოგიურ ცერემონიას, სადაც ქიმიის დარგში ნობელის პრემიით მისი დედა მარი სკლოდოვსკა-კიური დააჯილდოვეს. „მეუღლესთან ერთად თანამშრომლობით, თქვენ ღირსეულად აგრძელებთ ამ ტრადიციას - განაცხადა პალმაიერმა“.

ნობელის პრემიის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ ჟოლიო-კიური სორბონის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გახდა, სადაც 1932 წლიდან ლექციებს კითხულობდა. მან აგრეთვე შეინარჩუნა თავისი თანამდებობა რადიუმის ინსტიტუტშიც და აგრძელებდა რადიაქტიურობის კვლევას. 1930-იანების ბოლოს ჟოლიო-კიურიმ, ურანზე მუშაობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა და მიუახლოვდა იმის აღმოჩენას, რომ ნეიტრონებით დაბომბვისას ხდება ურანის ატომების დაშლა (გახლეჩვა). იგივე ცდების გამეორებისას, გერმანელმა ფიზიკოსმა ოტო ჰანმა და მისმა კოლეგებმა ფრიც შტრასმანმა და ლიზა მაიტნერმა 1938 წელს მიაღწიეს ურანის ატომის გახლეჩვას.

ამავე დროს ჟოლიო-კიური სულუფრო დიდ დროს უთმობდა პოლიტიკურ საქმიანობას და 1936 წელს ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ სამცნიერო-კვლევით საქმეებთან დაკავშირებით, ლეონ ბლიუმის მთავრობაში. მიუხედავად გერმანიის მიერ 1940 წელს საფრანგეთის ოკუპაციისა, ირენი და მისი ქმარი პარიზში დარჩნენ, სადაც ჟოლიო წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. 1944 წელს გესტაპოს მისი საქმიანობის მიმართ ეჭვები გაუჩნდა, ამიტომ ის იმავე წელს იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო, ხოლო ირენს კი ორ ბავშვთან ერთად შვეიცარიაში მოუწია გაქცევა, სადაც ისინი საფრანგეთის გათავისუფლებამდე დარჩნენ.

1946 წელს ირენ ჟოლიო-კიური რადიუმის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. გარდა ამისა, 1946-დან 1950 წლამდე მუშაობდა საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისარიატში. ის ყოველთვის ზრუნავდა ქალთა სოციალურ და ინტელექტუალურ პროგრესთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ის გაწევრიანებული იყო ფრანგი ქალების კავშირის ეროვნული კომიტეტსა და მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. 1950-იანების დასაწყისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სავარაუდოდ ეს რადიაციული დასხივებით იყო გამოწვეული. ირენ ჟოლიო-კიური 1956 წლის 17 მარტს, პარიზში, მწვავე ლეიკემიით გარდაიცვალა. 1956 წლის 21 მარტს ის პარიზის სიახლოვეს, ო-დე-სენაში, სოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ნობელის პრემიის გარდა, მას მრავალი უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი ჰქონდა მიღებული და მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. 1940 წელს ის უდიდესი სამეცნიერო დამსახურებისთვის კოლუმბიის უნივერსიტეტისგან ბარნარდის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ირენ ჟოლიო-კიური იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.

ლიტერატურა

  • Храмов Ю. А., Жолио-Кюри Ирен (Joliot - Curie Irene) // Физики. — გვ. 111.

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119054450 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  • 5.0 5.1 KNAW Past Members
  • 6.0 6.1 FemBio database
  • 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 9.0 9.1 GeneaStar
  • 10.0 10.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  • 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  • 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  • 13.0 13.1 Annuaire prosopographique : la France savante
  • 14.0 14.1 Munzinger Personen
  • Жолио-Кюри Ирен // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • https://musee.curie.fr/decouvrir/la-famille-curie/biographie-d-irene-et-frederic-joliot-curie
  • http://www.sciencephoto.com/media/441727/view
  • http://www.sciencephoto.com/media/441726/view
  • http://www.reuters.com/article/2012/02/17/us-britain-mi5-chaplin-idUSTRE81G00B20120217
  • http://www.sudoc.fr/026294796
  • http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1935/joliot-curie-bio.html
  • https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  • https://www.umcs.pl/pl/doktorzy-honorowi,1739.htm
  • Byers, Nina (2006). „Hélène Langevin-Joliot and Pierre Radvanyi“, Out of the Shadows: Contributions of Twentieth-Century Women to Physics. Cambridge, UK: Cambridge University Press. ISBN 0-521-82197-5. 
  • Nobel Laureates Facts: 'Family Nobel Laureates'. Nobel Foundation (2008). ციტირების თარიღი: 2008-09-04.
  • Irène Joliot-Curie. (December 12, 1935) Nobel Lecture: Artificial Production of Radioactive Elements.
  • Frédéric Joliot. (December 12, 1935) Chemical Evidence of the Transmutation of Elements.
  • Byers, Moszkowski, Chadwick (via 1956 Nature obituary). Irène Joliot-Curie Contributions and Bibliography. CWP.
  • Tags:

    ირენ ჟოლიო-კიური ბავშვობაირენ ჟოლიო-კიური კარიერის დასაწყისიირენ ჟოლიო-კიური ფრედერიკ ჟოლიოსთან ქორწინება და მათი ერთობლივი საქმიანობაირენ ჟოლიო-კიური ნობელის პრემია და შემდგომი წლებიირენ ჟოლიო-კიური ლიტერატურაირენ ჟოლიო-კიური სქოლიოირენ ჟოლიო-კიური12 სექტემბერი17 მარტი18971956მარი სკლოდოვსკა-კიურინობელის პრემიანობელის პრემია ქიმიაშიპარიზიპიერ კიურისაფრანგეთიფრანგული ენაფრედერიკ ჟოლიო-კიური

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    აიეტი (მითოლოგია)ინსულტიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგაერთიანებული სამეფოოთარ კაკაბაძელოცვა ეფრემ ასურისაბაში-აჩუკიუეფა-ს თასების მფლობელთა თასიქართული ღვინოკახა კალაძეფოცხვერიკონსტიტუციაC ჰეპატიტიმდინარემთავარი გვერდინონა გაფრინდაშვილიოსმალეთის იმპერიაარსებითი სახელივულკანივალენსია (საფეხბურთო კლუბი)ბუნების დაცვალიბერალიზმისამეგრელოძაღლიზლატან იბრაჰიმოვიჩიხინკალიძირითადი საშუალებებიძველი საბერძნეთიბასიანის ბრძოლატოლერანტობაზევსირაგბირადიაციამარხვაჩეხეთიბორჯომიზმნასოლომონ დოდაშვილიბერძნები საქართველოშივიტალი დარასელიარამაზ შენგელიაეპითეტირუმინეთიStray Kids (ჯგუფი)დეზოქსირიბონუკლეინის მჟავამიწისძვრანეიმარისილიციუმიშხარამედეა (მითოლოგია)ანგკორ-ვატიევროკავშირიდელფინებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმონღოლებივერძი (ასტროლოგია)სამასი არაგველიოქსიდიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმარაკანაოლიმპიური თამაშებისპილოსებრნივიკისაწყობისაქართველოს დემოგრაფიავარდიყაზახეთიფარნავაზ Iვენდეტასაქართველოგია ყანჩელისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფუტკრებიქართული ენაბალეტილევან კობიაშვილიგალაკტიონ ტაბიძეთეიმურაზ Iამირანი (მითოლოგია)🡆 More