ვიტალი დარასელია

ვიტალი დარასელია (დ.

ვიტალი დარასელია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარასელია.

9 იანვარი, 1957, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ — გ. 13 დეკემბერი, 1982, ზესტაფონი) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

ვიტალი დარასელია
ვიტალი დარასელია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვიტალი კუხინოს ძე დარასელია
დაბადების
თარიღი
9 იანვარი, 1957
დაბადების
ადგილი
ოჩამჩირე,
საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
13 დეკემბერი, 1982 (25 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ზესტაფონი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974 ამირანი ოჩამჩირე
1975–1982 დინამო თბილისი 192 (26)
ეროვნული ნაკრები
1978–1982 საბჭოთა კავშირი 22 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

ბიოგრაფია

თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დარასელიამ 1980 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, ასევე 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.

საინტერესო ფაქტები

1978 წლის 19 ნოემბერს, იაპონიაში მასპინძლებთან 4–1 მოგებულ შეხვედრაში პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და ქვეყნის მთავარ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა.

1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის „იბერიასა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შორის მისი ვაჟის, ვიტალი დარასელია უმცროსის სიმბოლური დარტყმით გაიხსნა.

1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად ვიტალი დარასელია საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.

2007 წლის 4 ოქტომბერს, მის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი თბილისის „დინამოს“ ვეტერანებსა და ვიტალი დარასელიას მეგობართა გუნდს შორის. მატჩი ფრედ 5–5 დასრულდა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, მისი სახელობის თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

2016 წლიდან „დინამო“ თბილისი აკადემიაში ასაკობრივ გუნდებს შორის ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

2018 წლის 22 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიტალი დარასელიას ღვაწლი ღირსების ორდენით დააფასა. პრეზიდენტმა ჯილდო ფეხბურთელის შვილს ქრისტინა დარასელიას ფეხბურთის ფედერაციაში გადასცა.

2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მოეწყო.

ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.

მისი შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა.

მიღწევები

ვიტალი დარასელია 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
ვიტალი დარასელია 
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979

საკლუბო

  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

    ვიტალი დარასელია  სსრ კავშირის ჭაბუკთა ნაკრები
  • ევროპის ჩემპიონი: 1976
    ვიტალი დარასელია  სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
  • ევროპის ჩემპიონი: 1980
    ვიტალი დარასელია  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979

ინდივიდუალური

  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 ვიტალი დარასელია  № 2727
    33 საუკეთესო
  • №1: 1981
  • №2: 1978, 1979
  • №3: 1980, 1982

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

ვიტალი დარასელია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ვიტალი დარასელია ბიოგრაფიავიტალი დარასელია საინტერესო ფაქტებივიტალი დარასელია მიღწევებივიტალი დარასელია ლიტერატურავიტალი დარასელია ბიბლიოგრაფიავიტალი დარასელია პერიოდიკავიტალი დარასელია რესურსები ინტერნეტშივიტალი დარასელია სქოლიოვიტალი დარასელია13 დეკემბერი195719829 იანვარიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ზესტაფონინახევარმცველი (ფეხბურთი)ოჩამჩირესაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაქართველოს სსრფეხბურთელიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პანკრეასიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიკახეთიჰარი პოტერიტუტე ლითონებიწითელაზედსართავი სახელიაშშ-ის პრეზიდენტების სიათინათინ ჭულუხაძეოქტავიანე ავგუსტუსითვალირომის იმპერიაინგლისიდეციმეტრიწყალიC ჰეპატიტიმინერალების სიაგარემოს დაცვაფრიდერიკ შოპენიმარილებიჩარლი ჩაპლინიკვიპროსიირლანდიასისხლიმწვერვალიშვედეთიმდგრადი განვითარებაგონიოს ციხედიდი პანდასაჰარაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ზურა ყიფშიძესაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)არაპენეტრაციული სექსიჩინეთის დიდი კედელიევროპა-აზიის საზღვარიბრესტ-ლიტოვსკის ზავიმარშალის გეგმააფრიკის ქვეყნების სია29 აპრილისაქართველო XV საუკუნეშისაქართველოს სამხედრო წოდებებილუარსაბ IIთანდებულიმსოფლიოს მოსახლეობაფოთილობოტომიაკლიმატიდედამიწამსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ვენარომანტიზმითითაობაპელოპონესის ომივიტამინებიტროპიკული სარტყლებირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიასლოვაკეთისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაანტონიმირუსუდანიზამთარიწიგნი სიბრძნე სიცრუისათორნიკე ერისთავინაციონალიზმირიცხვითი სახელიკუთხერითმარეზოლუციაყვავილოვანი მცენარეებიყაზახეთიპროტესტანტული რეფორმაციააუტიზმიამაზონის დაბლობიპაოლო იაშვილიკვადრატი🡆 More