ლეიკემია

ლეიკემია — სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც როგორც წესი ძვლის ტვინში იწყება და იწვევს ანომალური ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) დიდი რაოდენობით წარმოქმნას.

ეს ლეიკოციტები სრულად მომწიფებული არ არის და ბლასტების ან ლეიკემიური უჯრედების სახელითაა ცნობილი. სიმპტომები გამოწვეულია სისხლის ნორმალური უჯრედების დეფიციტით და შეიძლება მოიცავდეს სისხლდენებსა და სისხლჩაქცევებს, დაღლილობის შეგრძნებას, ტემპერატურულ რეაქციას და ინფექციური პროცესების განვითარების მაღალი რისკს. დიაგნოზი ემყარება სისხლის ანალიზს და ძვლის ტვინის ბიოპსიას.

ლეიკემია
ლეიკემია
დარგი ონკოლოგია, ჰემატოლოგია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 7431
ICD-10 C91.-C95.
ICD-9 208.9
ICD-O: 9800-9940
MedlinePlus 001299
eMedicine eMedicine: article/1201870
MeSH D007938

ლეიკემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ითვლება, რომ ლეიკემიის სხვადასხვა სახეები სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული. დაავადების განვითარებაში აქტუალურია როგორც გარემო, ასევე მემკვიდრული ფაქტორები. რისკ-ფაქტორებში შედის მოწევა, მაიონებელი გამოსხივება, სხვადასხვა ქიმიკატები (მაგ. ბენზოლი), ქიომოთერაპია და დაუნის სინდრომი. ლეიკემიის ოჯახური ისტორიით დატვირთულ პირებს ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ლეიკემიის 4 ძირითადი სახე არსებობს — მწვავე ლიმფობასტური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია — ასევე რამდენიმე ნაკლებად გავრცელებული სახე. ლეიკემია და ლიმფომა სიმსივნური დაავადებების ფართო ჯგუფია, რომელიც აზიანებს სისხლს, ძვლის ტვინს და ლიმფურ სისტემას.

სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიის, გამოსხივებითი თერაპიის, სამიზნე თერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ზოგიერთი კომბინაცია, დამატებით საჭიროებისამებრ მხარდამჭერი მკურნალობა და პალიატური მზრუნველობა. მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია ლეიკემიის სახესა და პაციენტის ასაკზე. შედეგები უმჯობესდება განვითარებულ ქვეყნებში.

სქოლიო

Tags:

ლეიკოციტებისიმსივნეძვლის ტვინი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რიონილიტრიშოვინიკო ბაგრატიონივენაკანიმონოთეიზმიებრაელებიბაში-აჩუკისიმბოლიზმივიკიპედიასვანური კოშკიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ლითოსფეროიგავ-არაკიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაცილებიილია თოფურიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიქართვლის დედასანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)ოგანესონიყაზახეთიკულტურასასმელი წყალიპარალელოგრამიკარტოფილიბირთვული იარაღისაქართველოს სამოქალაქო ომინოდარ დუმბაძეფილოსოფიაშარკა ბლუკვიპროსიწითელი წიგნილუქსემბურგიმტირალას ეროვნული პარკისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაორგაზმიჩარლზ Iთბილისიდავით სარაჯიშვილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიცისფერყანწელებინაციონალიზმილოცვა ეფრემ ასურისაქართული ენაფოლკლორიალცჰაიმერის დაავადებაჩარლი ჩაპლინინაკრძალიამირანი (მითოლოგია)კანონი (ნორმატიული აქტი)ფობიების სიაელენე ხოშტარიამინერალების სიააკაკი წერეთელილავრენტი ბერიაზმნიზედაათი მცნებამელანიკორწმინდასასანიანთა იმპერიახეოფსის პირამიდაინფორმაციაყივანახველაჯვაროსნული ლაშქრობებისაქართველოს პარლამენტიმეგობრობამართლმადიდებლობამარსიანანურის ციხეთავისუფლების მოედანი (თბილისი)ანა კალანდაძედეზოქსირიბონუკლეინის მჟავამდგრადი განვითარებაფუტურიზმი🡆 More