პიერ კიური

პიერ კიური (ფრანგ.

15 მაისი, 1859, პარიზი, საფრანგეთი — გ. 19 აპრილი, 1906, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, პიონერი კრისტალოგრაფიის, მაგნეტიზმის, პიეზოელექტრული მასალებისა და რადიოაქტიული დაშლის შესწავლაში. 1903 წელს მან მეუღლე მარი სკლოდოვსკა-კიურისა და ანრი ბეკერელთან ერთად ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში „პროფესორ ბეკერელის მიერ აღმოჩენილი რადიაციის ფენომენის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნად“.

პიერ კიური
ფრანგ. Pierre Curie
პიერ კიური
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1859(1859-05-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი პარიზი[12]
გარდ. თარიღი 19 აპრილი, 1906(1906-04-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (46 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[12] [13]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი
მოქალაქეობა საფრანგეთი[14]
საქმიანობა ფიზიკოსი[15] [16] [17] , ქიმიკოსი[18] [19] [20] , უნივერსიტეტის პროფესორი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი, სორბონა და საშინაო განათლება
განთქმული მოსწავლეები პოლ ლანჟევენი
მეუღლე მარი სკლოდოვსკა-კიური[21] [22]
მამა Eugène Curie
დედა Sophie-Claire Depouilly
შვილ(ებ)ი ირენ ჟოლიო-კიური და ევა კიური
ნათესავ(ებ)ი ვლადისლავ სკლოდოვსკი, Maurice Curie, Bronisława Dłuska, Józef Skłodowski, Helena Skłodowska-Szaley და Kazimierz Dłuski
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[23] [24] , ელიოტ კრესონის მედალი[25] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, დევის მედალი[26] , მატეუჩის მედალი, La Caze Prize of the Academy of Sciences და ნობელის პრემია
ხელმოწერა პიერ კიური

ბიოგრაფია

პიერ კიური დაიბადა 1859 წლის 15 მაისს პარიზში. მამამისი ეჟენ კიური იყო ექიმი, პროტესტანტი, წარმოშობით ელზასადან, დედა — კლერ დეპული, პიუტოელი ფაბრიკანტის ქალიშვილი. პიერის გონებრივი შესაძლებლობები არ იძლეოდა სკოლაში სიარულის შესაძლებლობას, რის გამოც მან დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 14 წლის ასაკში მას აუყვანეს კერძო მასწავლებელი, რომელიც ამეცადინებდა მას ელემენტარულ და უმაღლეს მათემატიკაში, რომლის დაუფლების შემდეგაც პიერი გახდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი 16 წლის ასაკში.

პ. კიური ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა ის გახდა ფიზიკური განყოფილების სტუდენტი. სორბონაში ის უსმენდა ლექციებს და მონაწილეობას ღებულობდა პრაქტიკულ გაკვეთილებზე. მას ასევე ჰქონდა წვდომა ფარმაცევტულ ინსტიტუტში პროფესორ ლერის ლაბორატორიაში, სადაც ის იყო ფიზიკის კათედრის ასისტენტის დამხმარე. პ. კიურიმ მიიღო ფიზიკის ლიცენციატის ხარისხი 18 წლის ასაკში. მისი მუშაობისას მან მიქცია უმაღლესი კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის დირექტორის დეზენისა და იმავე ლაბორატორიის დირექტორის თანაშემწის მუტონის ყურადღება. 1878 წელს პ. კიური დაინიშნა დეზენის ასისტენტად პარიზის უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. აქ ის ხუთი წლის მანძილზე სრულად იყო დაკავებული ექსპერიმენტებით.

მისი პირველი ნაშრომი, რომელიც მან დეზენთან თანამშრომლობით შედგა იყო თერმოელექტრული ელემენტისა და ლითონის ძაფის ბადით საშუალებით სითბური ტალღების სიგრძის განსაზღვრა.

შემდგომ კიურიმ მის ძმასთან ჟაკთან ერთად დაიწყო კრისტალებთან მუშაობა. ეს უკანასკნელი კი გამოცდების ჩაბარების შემდეგ იყო სორბონის უნივერისტეტის მინეროლოგიის ლაბორატორიაში ფრიგელის ასისტენტი. ძმების ურთიერთთანამშრომლობით აღმოჩენილ იქნა პიეზოელექტრული ეფექტი.

იგივე შრომის მეორე ნაწილი, რომელის შესრულება ექსპერიმენტული თვალსაზრისით თვალსაზრისით მეტად დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ეძღვნებოდა დეფორმაციის ფენომენს, რომელსაც განიცდის პიეზოელექტრული კრისტალები ელექტრული ველის მოქმედების დროს. კვლევის სირთულე შედგებოდა დასაკვირვებელი დეფორმაციების მცირე სიდიდის აღნუსხვაში. დეზენმა და მუტონმა ძმებს განკარგულებაში გადასცეს ფიზიკურ ლაბორატორიის ოთახი, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი დახვეწილი ექსპერიმენტების დასრულება. ამ კვლევებიდან, მათ გამოიტანეს პრაქტიკული შედეგი ახალი მოწყობილობის — პიეზოელექტრული კვარცის სახით. მოგვიანებით ამ ინსტრუმენტმა დიდი სამსახური გაუწია რადიოაქტიურობის კვლევას.

პიეზოელექტროენერგიის კვლევის დროს ძმებს კიური უნდა გამოეყენებინათ ელექტრომეტრული დანადგარები. მათ უკვე აღარ აკმაყოფილედათ იმ ეპოქაში ცნობილი კვადრატული ელექტრომეტრი, ამისათვის მათ გამოიგონეს ამ მოწყობილობის ახალი ტიპი, რომელიც უკეთ მოერგებოდა მათ მუშაობას, შემდგომში ცნობილი კიური ელექტრომეტრის სახელით.

ძმების რამოდენიმეწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა დასრულდა. 1883 წელს ჟაკი გადავიდა მონპელიეში მინერალოგიაში პრაქტიკული სამუშაოების ხელმძღვანელად. პიერი სწორედ მაშინ დაინიშნა პრაქტიკული კვლევების დირექტორად ფიზიკის ინსტიტუტში, რომელიც ქალაქ პარიზმა დააარსა ფრიდელისა და შუტცენბერგერის დაჟინებული მოთხოვნით. კრისტალებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისათვის, ჟაკ და პიერ კიურის (თუმცა გაცილებით მოგვიანებით, 1895 წელს) მიენიჭათ პლანტის პრიზი.

1884 წლიდან ის სრულად გადაერთო თეორიულ ანალიზზე. მან მალევე გამოაქვეყნა სტატია კრისტალური სიმეტრიის ძირითად საკითხებზე, რომელსაც იმავე წელსვე მოყვა აღნიშნულ თემაზე უფრო ღრმა კვლევა. 1885 წელს გამოქვეყნდა მისი მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი კრისტალების წარმოქმნისა და სხვადასხვა ზღვრის კაპილარული მუდმივების შესხებ.

თეორიული ანალიზის შემდეგ პ. კიური უბრუნდება ექსპერიმენტულ სამუშაოებს, რომელიც მალევე აღინიშნა ღრმა კვლევით „საგნის წონის განმსაზღვრელ ზუსტ აპერიოდულ სასწორებზე“ (1889, 1890, 1891)

1891 წლიდან პ. კიურიმ დაიწყო სხვადასხვა ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურიდან 1400°C-მდე) სხეულის მაგნიტური თვისებების კვლევა, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი გასტანა. 1895 წელს აღნიშნური კვლევა საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას პარიზის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.

1894 წელს გაიცნო სორბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პოლონელი სტუდენტი მარია სკლოდოვსკა, ხოლო 1895 წლის 26 ივნისს დაოჯახდნენ.

1906 წლის 19 აპრილს, იგი იმყოფებოდა პარიზში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორთა ასოციაციის სხდომაზე და ისაუბრა იმ ამოცანების შესახებ, რაც ასოციაციას შეეძლო დაეკისრა. შეხვედრის დატოვებისას დოფინის ქუჩაზე გადასვლისას მას ურემი დაეჯახა. თავის არეში მიღებული ჭრილობა მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ლიტერატურა

  • «Жизнь замечательных людей — Пьер и Мария Кюри», в. 5, Москва, 1959
  • Eve Curie: Madame Curie, Wien 1937, ISBN 3-596-22243-5
  • Manfred Jacobi: Pierre Curie - ein Leben für die Forschung. Physik in unserer Zeit 37(3), S. 116–121 (2006), ISSN 0031-9252

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 6.0 6.1 GeneaStar
  • 7.0 7.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  • 8.0 8.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  • 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  • 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  • 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante
  • 12.0 12.1 Кюри Пьер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • http://www.funtrivia.com/en/subtopics/Scientists-are-Human-Too-293162.html
  • http://www.tv.com/shows/sabrina-the-teenage-witch/suspicious-minds-70596/
  • http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/10506899809410864
  • http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/00033790802318292
  • https://www.nobelprize.org/nobel_prizes/themes/physics/curie/
  • http://www.upi.com/Odd_News/2012/05/15/The-almanac/UPI-27721337067000/
  • http://www.upi.com/Odd_News/2011/05/15/The-almanac/UPI-12351305444600/
  • http://www.biography.com/people/groups/nobel-prize
  • https://books.google.com/books?id=bteAVVwkeUIC&pg=PA106
  • Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • The Nobel Prize in Physics 1903Nobel Foundation.
  • https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  • https://www.fi.edu/en/laureates/pierre-curie
  • Award winners : Davy Medal
  • Tags:

    პიერ კიური ბიოგრაფიაპიერ კიური ლიტერატურაპიერ კიური რესურსები ინტერნეტშიპიერ კიური სქოლიოპიერ კიური15 მაისი185919 აპრილი19031906კრისტალოგრაფიამაგნეტიზმიმარი სკლოდოვსკა-კიურინობელის პრემიაპარიზისაფრანგეთიფიზიკაფრანგებიფრანგული ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებიეკოსისტემაედუარდ შევარდნაძეიმერეთის სამეფომიქელანჯელო ბუონაროტიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008ვენდეტაშვეიცარიაპითაგორას თეორემამარხვადემეტრე II თავდადებულიინგლისისაბერძნეთის გეოგრაფიაგიორგი ანწუხელიძეშვედეთიმერაბ მამარდაშვილივახტანგ I გორგასალიკაცია-ადამიანი?!იაკობ გოგებაშვილიგარემოს დაბინძურებაგნეუს პომპეუს მაგნუსისაქართველო VI საუკუნეშიყაზახეთიოთარ კიტეიშვილიტყექრომოსომაალბერტ აინშტაინიაჭარაალკანიღვიძლიგლობალური დათბობანაწლავებითამაშგარედედა ენაგიორგი V ბრწყინვალერაჭაგელათის მონასტერინორვეგიაღვარცოფიგველებიგანათლება საქართველოშიკომპიუტერიმონღოლეთირადიაციაკახეთის მხარეალექსანდრე მაკედონელის ომებითორნიკე ოქრიაშვილიძველი საბერძნეთიიუნესკოფიზიკამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითრამაზ შენგელიამცხეთის ჯვრის მონასტერისამასი არაგველიზღვაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციატოტალიტარიზმიგოდერძი ჩოხელი28 მარტიკალათბურთიქართლის ცხოვრებაკრიშტიანუ რონალდულურჯი ვეშაპილაშა ბექაურიჯაყოს ხიზნებიდიდგორის ბრძოლააფხაზეთის ომი (1992-1993)კალიებიმეორე მსოფლიო ომისეფსისივარდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016დიდება (ჰიმნი)ნაკიანი წელიწადი🡆 More