თორნიკე ოქრიაშვილი (დ.
12 თებერვალი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | თორნიკე ოქრიაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | რუსთავი, საქართველო | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007–2008 | ოლიმპი რუსთავი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2010 | გაგრა | 7 | (1) |
2010 | → შახტარი | 13 | (3) |
2011–2014 | შახტარი დონეცკი | 0 | (0) |
2011–2014 | → ილიჩევეცი | 48 | (4) |
2014 | → ჩერნომორეცი | 10 | (3) |
2014–2016 | გენკი | 34 | (2) |
2016 | → ესქიშეჰირსფორი | 12 | (2) |
2016–2018 | კრასნოდარი | 20 | (3) |
2019–2021 | ანორთოსისი | 34 | (12) |
2021–2022 | აპოელი | 23 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
2009–2010 | საქართველო 19-წლ. | 3 | (1) |
2009–2012 | საქართველო 21-წლ. | 11 | (1) |
2010– | საქართველო | 46 | (12) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2008-2009 წლების სეზონში 1 მატჩი ჩაატარა კლუბ „გაგრაში“. შემდეგ სეზონში კლუბის შემადგებლობაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი. „გაგრამ“ იმ სეზონში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ჩამოქვეითდა პირველ ლიგაში.
2010 წლის ივნისში სინჯებზე იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“. მასთან კონტრაქტის გაფორმებით იყვნენ ასევე დაინტერესებულები ბელგიური „ანდერლეხტი“ და ზოგიერთი ნიდერლანდური, თურქული და გერმანული კლუბი.
2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა „დონეცკის შახტარმა“, მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით. კლუბმა მის იჯარაში გადაიხადა 1 მილიონი ევრო.
2011 წლის იანვარში ის იჯარით აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“, რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო „შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვალერი იარომჩენკო.
უკრაინის პრემიერ ლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა 2011 წლის 4 მარტს „ზაპოროჟიეს მეტალურგთან“ 0-4 წაგებულ მატჩში.
2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა ესქიშეჰირის საფეხბურთო კლუბ „ესქიშეჰირსფორს“.
2009 წელს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში ირლანდიელ თანატოლებთან ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა.
2010 წლის 17 ნოემბერს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სლოვენიასთან სტუმრად 2-1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში. იმ მატჩში ოქრიაშვილი მოედანზე შევიდა 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად.
2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის ნაკრებთან ოქრიაშვილმა გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი.
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროპა | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
გაგრა | 2008–09 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
2009-10 | 22 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 23 | 1 | |
ჯამში | 23 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 24 | 1 | |
ილიჩევეცი მარიუპოლი | 2010–11 | 10 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 10 | 0 |
2011–12 | 9 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 10 | 1 | |
2012–13 | 28 | 4 | 1 | 0 | 0 | 0 | 29 | 4 | |
2013–14 | 10 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 11 | 0 | |
ჯამში | 57 | 4 | 3 | 1 | 0 | 0 | 60 | 5 | |
ჩერნომორეცი ოდესა | 2013–14 | 10 | 3 | 2 | 0 | 2 | 0 | 14 | 3 |
ჯამში | 10 | 3 | 2 | 0 | 2 | 0 | 14 | 3 | |
გენკი | 2014–15 | 8 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 9 | 1 |
ჯამში | 8 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 9 | 1 | |
ჯამში კარიერაში | 98 | 9 | 7 | 1 | 2 | 0 | 110 | 10 |
# | თარიღი | ადგილი | მეტოქე | ანგარიში | შედეგი | ტურნირი |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 7 სექტემბერი, 2012 | დინამო არენა, თბილისი, საქართველო | ბელარუსი | 1–0 | 1–0 | 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი |
2. | 29 მაისი, 2014 | მუნისიპალ დე შაპინ, ხერესი, ესპანეთი | საუდის არაბეთი | 1–0 | 2–0 | ამხანაგური მატჩი |
3. | 7 სექტემბერი, 2014 | დინამო არენა, თბილისი, საქართველო | ირლანდია | 1–1 | 1–2 | 2016 წლის უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი |
This article uses material from the Wikipedia ქართული article თორნიკე ოქრიაშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.