ვლადიმერ გუცაევი

ვლადიმერ გუცაევი (დ.

21 დეკემბერი, 1952, ქედიგორა, ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად. ღირსების ორდენის კავალერი (2001).

ვლადიმერ გუცაევი
ვლადიმერ გუცაევი
ვლადიმერ გუცაევი 1981 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვლადიმერ გაბრიელის ძე გუცაევი
დაბადების
თარიღი
21 დეკემბერი, 1952 (1952-12-21) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ქედიგორა, ლენინგორის რ-ნი,
სამხრეთ ოსეთის ავტ. ოლქი,
საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1966–1969 ნორჩი დინამოელი
1969–1971 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1986 დინამო თბ. 303 (47)
ეროვნული ნაკრები
1972–1982 სსრ კავშირი 11 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1987–1990 იბერია თბილისი (დ.)
1991 ანორთოსისი (თ.)
1991–1994 ანორთოსისი
1994–1995 ალანია ვლადიკავკაზი (თ.)
1996 საქართველო 21
1997–1999 საქართველო
1999–2000 ალანია ვლადიკავკაზი
2001 ტორპედო ქუთაისი (დ.)
2010–2011 საქართველო 19
2011–2012 ვიტ ჯორჯია
2012–2014 ალანია ვლადიკავკაზი (დ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1965 წელს თბილისის „ნორჩ დინამოელში“, მწვრთნელების — გ. გაგუას და ჯ. უშვერიძის ხელმძღვანელობით. თბილისის „დინამოშია“ 1971 წლიდან, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 სექტემბერს საკავშირო ჩემპიონატის 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ, რომელიც „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა. ვლადიმერ გუცაევი თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად მატჩის მეორე ტაიმში დავით ყიფიანის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა უგოლო ფრით (0–0) დასრულდა.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ. ამ შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევს ორი გოლი გააქვს, მატჩის 21-ე და 46-ე წუთებზე.

გუნდთან ერთად სამჯერ — 1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო, ასევე, 1981 წლის პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე — ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 47 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 34 შეხვედრაში დაიცვა და 8 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 6 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 13 მატჩი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 2 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

1981 წლის 13 მაისს, ვლადიმერ გუცაევს თავის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გააქვს. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ უპირისპირდება. ამ დრამატული შეხვედრის ანგარიშს გერმანელი ფეხბურთელები ხსნიან. კერძოდ, მატჩის 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპე უძლიერესი დარტყმით ახლო მანძილიდან იღებს თბილისელთა კარს. მიუხედავად ამისა, ზუსტად ოთხ წუთში „დინამოელები“ ახერხებენ ანგარიშის გაქვითვას. თბილისელთა მორიგი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში რამაზ შენგელიას გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასული ვლადიმერ გუცაევი უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ათანაბრებს შეხვედრის ანგარიშს. გუცაევის მიერ გატანილი გოლი იმედს უსახავს „დინამოელებს“ და მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე ვიტალი დარასელიას გამარჯვების მომტანი გოლის წყალობით თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასს ეუფლება.

ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოში“ თექვსმეტი საფეხბურთო სეზონი გაატარა. 1986 წელს მან ამავე კლუბში დაასრულა თავისი სათამაშო კარიერა.

სანაკრებო კარიერა

1972–1982 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა. ასევე, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების წევრი, რომელთან ერთად 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, 1972 წლის 26 მაისს ერთი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში XX ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო მატჩში, რომელიც პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3–1 დასრულდა.

სანაკრებო მატჩები და გოლები

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 29.03.1972 სოფია ბულგარეთი ვლადიმერ გუცაევი  1–1 ვლადიმერ გუცაევი  სსრკ ამხანაგური
2 16.07.1972 ვაასა ფინეთი ვლადიმერ გუცაევი  1–1 ვლადიმერ გუცაევი  სსრკ ამხანაგური
3 05.08.1973 მოსკოვი სსრკ ვლადიმერ გუცაევი  0–0 ვლადიმერ გუცაევი  შვედეთი ამხანაგური ვლადიმერ გუცაევი  55'
4 26.09.1973 მოსკოვი სსრკ ვლადიმერ გუცაევი  0–0 ვლადიმერ გუცაევი  ჩილე მსოფ. შეს. ვლადიმერ გუცაევი  46'
5 05.10.1978 ანკარა თურქეთი ვლადიმერ გუცაევი  0–2 ვლადიმერ გუცაევი  სსრკ ამხანაგური ვლადიმერ გუცაევი  37'
6 11.10.1978 ბუდაპეშტი უნგრეთი ვლადიმერ გუცაევი  2–0 ვლადიმერ გუცაევი  სსრკ ევრ. შეს.
7 28.03.1979 სიმფეროპოლი სსრკ ვლადიმერ გუცაევი  3–1 ვლადიმერ გუცაევი  ბულგარეთი ამხანაგური
8 19.04.1979 თბილისი სსრკ ვლადიმერ გუცაევი  2–0 ვლადიმერ გუცაევი  შვედეთი ამხანაგური
9 21.11.1979 თბილისი სსრკ ვლადიმერ გუცაევი  1–3 ვლადიმერ გუცაევი  გფრ ამხანაგური
10 18.11.1981 თბილისი სსრკ ვლადიმერ გუცაევი  2–0 ვლადიმერ გუცაევი  უელსი მსოფ. შეს. ვლადიმერ გუცაევი  71'
11 10.03.1982 ათენი საბერძნეთი ვლადიმერ გუცაევი  0–2 ვლადიმერ გუცაევი  სსრკ ამხანაგური ვლადიმერ გუცაევი  60'

თამაშის სტილი და შეფასებები

სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლება გამორჩეულად თვითმყოფად ფეხბურთელად, რომელსაც თავისი ინდივიდუალური მონაცემების წყალობით მარტოს შეეძლო გაერღვია მეტოქეთა დაცვის ხაზი და თავადვე დაეგვირგვინებინა წამოწყებული შეტევა. გამოირჩეოდა სასტარტო სისწრაფითა და თავბრუდამხვევი დრიბლინგით. მეტოქის საჯარიმო მოედანზე მასთან ორთაბრძოლა ხშირად მთავრდებოდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს დანიშვნით — იმდენად რთული იყო მისთვის ბურთის ართმევა წესების დარღვევის გარეშე.

ფეხბურთის შემდეგ

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციული მიმართულებით განაგრძო მუშაობა. 1987 წლიდან 1991 წლის შუა რიცხვებამდე იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი. 1991 წელს გაემგზავრა კვიპროსში, სადაც სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, თავდაპირველად, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ხოლო შემდეგ, იმავე წელს საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 1994 წლამდე ხელმძღვანელობდა.

1994–1995 წლებში იყო გუნდის უფროსი ვლადიკავკაზის „ალანიაში“, რომელმაც 1995 წელს რუსეთის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

1996 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელთანაც საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა. ამის შემდეგ 1997 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 1999 წლის აპრილამდე იმუშავა.

შემდეგ კვლავ „ალანიას“ ჩაუდგა სათავეში, რომელთანაც 2000 წლამდე მუშაობდა. 2001 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ კლუბის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

2010–2011 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს. 2011–2012 წლებში მუშაობდა „ვიტ ჯორჯიას“ ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად.

2012 წლის ოქტომბერში ვლადიკავკაზის „ალანიაში“ დაბრუნდა, სადაც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

მიღწევები

ვლადიმერ გუცაევი 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
ვლადიმერ გუცაევი 
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979

საკლუბო

  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980
    კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

    ვლადიმერ გუცაევი  სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
    ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976
    ვლადიმერ გუცაევი  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979

ინდივიდუალური

  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 ვლადიმერ გუცაევი  № 2730
    33 საუკეთესო
  • №1: 1972, 1978, 1979
  • №2: 1976, 1977, 1981

საინტერესო ფაქტები

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვლადიმერ გუცაევს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვლადიმერ გუცაევი საკლუბო კარიერავლადიმერ გუცაევი სანაკრებო კარიერავლადიმერ გუცაევი თამაშის სტილი და შეფასებებივლადიმერ გუცაევი ფეხბურთის შემდეგვლადიმერ გუცაევი მიღწევებივლადიმერ გუცაევი საინტერესო ფაქტებივლადიმერ გუცაევი ბიბლიოგრაფიავლადიმერ გუცაევი პერიოდიკავლადიმერ გუცაევი რესურსები ინტერნეტშივლადიმერ გუცაევი სქოლიოვლადიმერ გუცაევი195221 დეკემბერიახალგორის მუნიციპალიტეტიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)თავდამსხმელი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიფეხბურთელიფეხბურთიქართველებიქედიგორაღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბზობალომი (ასტროლოგია)რაბათის ციხეავსტრალია (კონტინენტი)ერეკლე II-ის ოჯახიამირანი (მითოლოგია)საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიანტონიმიგანმანათლებლობაარაპენეტრაციული სექსისლოვაკეთისაქართველოს სატელეფონო კოდებიმუშთაიდის ბაღიტყეანტიკური ხანაევროპა-აზიის საზღვარიარასამთავრობო ორგანიზაციადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაპერსონალური კომპიუტერიზვიად გამსახურდიაკვადრატული მეტრისაქართველოს ისტორიაკილომეტრისისხლინატურალური რიცხვისაქართველოს პრეზიდენტისამებაპელოპონესის ომიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჰიპერბოლა (ენა)თერგდალეულებიყივანახველაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობააპენდიციტიფოლკლორითხის რქა (ასტროლოგია)საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაჩონგურიდიდი პანდანარკოტიკიბელგიათავისუფლების მოედანი (თბილისი)საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაბო თბილელის წამებანათურაღორის სოლიტერიკატალიზატორიმარშალის გეგმაგიორგი II (საქართველოს მეფე)ნიკეის პირველი საეკლესიო კრებაამინომჟავებიტოტალიტარიზმიაშშ-ის ისტორიაკილოგრამიპროტესტანტული რეფორმაციაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიზამთარიძველი თბილისინიუტონის კანონებიქეთო და კოტე (ოპერა)უჯრედითანდებულიეგვიპტეპროტესტანტიზმირევაზ ინანიშვილიძახილის წინადადებალუდვიგ ვან ბეთჰოვენითბილისისაუდის არაბეთიმცენარეებიკილიმანჯაროშუშანიკის წამებაზუგდიდიიგავ-არაკისაქართველო XVI საუკუნეშიჯიქი🡆 More