ბუდაპეშტი (უნგრ.
Budapest) — უნგრეთის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. მოსახლეობის მიხედვით ის ევროკავშირის სიდიდით მეცხრე ქალაქია, სადაც 525კმ² ფართობის ტერიტორიაზე 1 752 286 ადამიანი ცხოვრობს. ბუდაპეშტი, რომელიც ერთოდროულად ქალაქიცაა და მედიეც, ქმნის ბუდაპეშტის აგლომერაციის ცენტრს. აგლომერაციის ფართობი 7626კმ²-ია და მისი მოსახლეობა 3 303 786 კაცს შეადგენს, რაც მთელი უნგრეთის მოსახლეობის 33%-ია.
ქალაქი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ბუდაპეშტი უნგრ. Budapest | |||||||
ზემოდან, მარცხნიდან მარჯვნივ: მდინარე დუნაი და უკანა ფონზე მატიაშის ეკლესია, ბუდას ციხესიმაგრე გელერტის მთიდან, უნგრეთის პარლამენტი, გმირთა მოედანი, წმინდა იშტვანის ბაზილიკა | |||||||
| |||||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||||
შიდა დაყოფა | I რაიონი, II რაიონი, III რაიონი, IV რაიონი, V რაიონი, VI რაიონი, VII რაიონი, VIII რაიონი, IX რაიონი, X რაიონი, XI რაიონი, XII რაიონი, XIII რაიონი, XIV რაიონი, XV რაიონი, XVI რაიონი, XVII რაიონი, XVIII რაიონი, XIX რაიონი, XX რაიონი, XXI რაიონი, XXII რაიონი და XXIII რაიონი | ||||||
კოორდინატები | 47°29′54″ ჩ. გ. 19°02′27″ ა. გ. / 47.49833° ჩ. გ. 19.04083° ა. გ. | ||||||
ქალაქის მერი | გერგეი კარაჩონი [3] | ||||||
დაარსდა | 17 ნოემბერი, 1873 | ||||||
ფართობი | 525,14 კმ² | ||||||
ცენტრის სიმაღლე | 102±1 მეტრი | ||||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||||
მოსახლეობა | 1 671 004 (1 იანვარი, 2023)[4] | ||||||
სიმჭიდროვე | 3347,02 კაცი/კმ² | ||||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||||
სატელეფონო კოდი | 1 | ||||||
საფოსტო ინდექსი | 1011–1239[5] | ||||||
ოფიციალური საიტი | budapest.hu | ||||||
ბუდაპეშტის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ადრეული კელტური დასახლება რომაულ ქალაქ აკვინკუმად გარდაიქმნა და ქვემო პანონიის დედაქალაქი გახდა. უნგრელები ამ ადგილზე IX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ, მაგრამ 1241–42 წლებში ტერიტორია მონღოლების შემოსევის დროს გაიძარცვა და განადგურდა. აღდგენილი ბუდა XV საუკუნისთვის რენესანსული ჰუმანიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა. 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლას ოსმალების თითქმის 150 წლიანი მმართველობა მოჰყვა. 1686 წელს ბუდას გათავისუფლების შემდეგ, რეგიონი განვითარების ახალ ეპოქაში შევიდა და პეშტ-ბუდა გლობალური ქალაქი გახდა, ხოლო 1873 წლის 17 ნოემბერს ბუდას, ობუდასა და პეშტის გაერთიანების შემდეგ ახალ დედაქალაქს „ბუდაპეშტი“ ეწოდა. ბუდაპეშტი, ასევე, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის თანადედაქალაქი გახდა, რომელიც 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა. ქალაქი იყო 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის, 1945 წლის ბუდაპეშტის ბრძოლისა და 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ეპიცენტრი.
ბუდაპეშტი არის ბეტა + გლობალური ქალაქი რომელსაც აქვს ძლიერი კომერცია, ფინანსები, მედია, ხელოვნება, მოდა, კვლევები, ტექნოლოგიები, განათლება და გართობა. უნგრეთის ფინანსური ცენტრი, 2014 წელს ევროპის რიგით მეორე სწრაფად განვითარებად ურბანულ ეკონომიკად დასახელდა. ბუდაპეშტში მდებარეობს ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის, ევროკავშირის პოლიციის კოლეჯისა და ჩინეთის საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოს პირველი საგარეო ოფისის შტაბ-ბინები. ბუდაპეშტში წარმოდგენილია 40-ზე მეტი კოლეჯი და უნივერსიტეტი, მათ შორის, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, ზემელვაისის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი. 1896 წელს გახსნილი ბუდაპეშტის მეტროთი ყოველდღიურად 1,27 მილიონი ადამიანი, ხოლო ბუდაპეშტის ტრამვაის მომსახურებით კი 1,08 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონი, მდინარე დუნაის გასწვრივ, გამოცხადებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად და წარმოდგენილია კლასიკური არქიტექტურის რამდენიმე ცნობილი ძეგლით, მათ შორისაა უნგრეთის პარლამენტი და ბუდას ციხესიმაგრე. ქალაქს ასევე აქვს 80-მდე გეოთერმული წყარო, თერმული წყლის გამოქვაბულების უდიდესი სისტემა, სიდიდით მეორე სინაგოგა და სიდიდით მესამე პარლამენტის შენობა მსოფლიოში. ბუდაპეშტი ყოველწლიურად 12 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს. ის ასევე Big7Media-ს „ევროპის 2020 წლის საუკეთესო მიმართულებების“ სიის სათავეშიც მოექცა. კომპანია Which?-ის მიერ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში ბუდაპეშტმა მესამე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 400 ინგლ. • რუს. • ფრ. |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბუდაპეშტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.