Wolt

Wolt — ფინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ცნობილია მისი მიწოდების პლატფორმით.

Wolt-ის აპლიკაციებისა (iOS და Android) და ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს საკვები და სხვა საგნები რესტორნებს ან/და სავაჭრო პარტნიორებს. მომხმარებელს შეუძლია სასურველ მისამართზე მიიღოს შეკვეთა კურიერების მეშვეობით ან თან წაიღოს ის.

Wolt
ვოლტი
დარგი საკვების მიტანის აპლიკაცია
დაფუძნდა 6 ოქტომბერი, 2014; 9 წლის წინ (2014-10-06)
ჰელსინკი, ფინეთი
დამაარსებელი Miki Kuusi, Elias Aalto, Mika Matikainen, Oskari Pétas, Lauri Andler, Juhani Mykkänen
მფლობელი DoorDash
ფილიალი

ხელმისაწვდომია ქალაქებში:

მალტა
  • Grand Harbour
  • Birkirkara
  • Fgura
  • Zabbar
  • Saint Julian's
  • Marsascala
  • Birzebbugia
  • Zejtun
ნორვეგია
იაპონია
აზერბაიჯანი
საიტი wolt.com
Wolt საქართველო

2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, კომპანია ვოლტი DoorDash-ის მფლობელობაშია.

ისტორია

Wolt 2014 წელს 6 დამფუძნებელმა, მათ შორის კომპანია Slush-ის ყოფილმა CEO-მ, Miki Kuusi-მ დააარსა. დღეს, Wolt-ის სათაო ოფისი ჰელსინკიში, ფინეთში მდებარეობს, Miki Kuusi კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. მოგვიანებით, Slush-ის ორი აღმასრულებელი დირექტორი, რიკუ მიქელო და მარიან ვიკულა, ასევე გადავიდნენ ვოლტზე.

2021 წლის მაისის მდგომარეობით, ვოლტი მოღვაწეობს 23 ქვეყანაში და 180-ზე მეტ ქალაქში, მათ შორისაა ტამპერე, ტურკუ, ტალინი, სტოკჰოლმი, ვილნიუსი, კოპენჰაგენი, პრაღა, ბრნო, ბაქო, თბილისი, ათენი, თელ-ავივი, ბერლინი და ტოკიო. ვოლტს ჰყავს 45 000-ზე მეტი სავაჭრო პარტნიორი, 90 000 კურიერის პარტნიორი და 12 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი (2021 წლის ივნისი).

ვოლტმა მოიზიდა $ 856 მილიონი ინვესტორებისგან, მათ შორის ICONIQ Capital, Highland Europe, 83North, EQT Ventures, Tiger Global, DST Global, Prosus, KKR, Coatue, Inventure, Lifeline Ventures, Supercell დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორია ილკა პაანანენისა და ნოკიას თავმჯდომარე რისტო სილასმასგან. ვოლტს 3200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს 23 ქვეყანაში.

2020 წელს, Financial Times-მა ვოლტი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიების FT:1000 რეიტინგში მეორე ადგილზე დაასახელა.

2021 წლის ნოემბერში, აქციათა გაცვლის შედეგად, რომლითაც ვოლტის აქციონერებმა DoorDash აქციების უმცირესობა მიიღეს, რომლის ღირებულებაც 8.1 მილიარდი ამერიკული დოლარია, ვოლტი DoorDash-თან გაერთიანდა.

განვითარების გზა

სქოლიო

 

რესურსები ინტერნეტში

Tags:

Wolt ისტორიაWolt სქოლიოWolt რესურსები ინტერნეტშიWoltAndroidIOSფინეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დავით VII ულუსაბა ლობჟანიძეშალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)ნიდერლანდებიმინერალების სიამტკვარიაღა-მაჰმად-ხანისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიხელოვნებაბერძენ-სპარსელთა ომებივაკო ყაზაიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამენისკიწყნარი ოკეანეხინკალიქარიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაფოცხვერიქვეწარმავლებიგაზაფხულიმიხეილ ხერგიანიტროპიკული ტყეებიკოლოსეუმიმასტურბაციაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004მიტოზისალომე ზურაბიშვილითითაობანიადაგირელიგია საქართველოშიჩარლი ჩაპლინისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიოთარ კიტეიშვილიდინოზავრებიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს ქალაქები26 მარტილიბრეტოსაფრანგეთიინტერნეტიმიუზიკლირაფაელიზომიერი სარტყლებიშვეიცარიაპი (რიცხვი)გიორგი გოჩოლეიშვილიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაეპითეტიირემიკილოგრამიპოსტერისეკულარიზმიაზია27 მარტირუმინეთიღვიძლიაფრიკაკომუნიზმიმტკნარი წყალისაქართველოს ბრძოლების სიადიდება (ჰიმნი)ქვევრი (ფილმი)გერმანიის გაერთიანება (1871)ჯაბა კანკავაოსმალეთის იმპერიათეიმურაზ Iუფლისციხეგიორგი III (საქართველოს მეფე)ვენერაფიზიკამოსწავლეფსორიაზიმონღოლებიკავკასიონიბუნების დაცვა🡆 More