მიუზიკლი

მიუზიკლი (ინგლ.

მიუზიკლი
შავი ქურდი (1866) მიიჩნევა პირველ მიუზიკლად.
მიუზიკლი
მხიარული გოგო (1893), ერთ ერთი პირველი მიუზიკლი

მიუზიკლი, როგორც სასცენო ხელოვნების ჟანრი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს აშშ-ში. 1866 წელს აქ დაიდგა ბიკნელის პიესა „შავი ქურდი“ (ინგლ. The Black Crook), სადაც ერთმანეთს შეერწყა მელოდრამა, სიმღერა და ე. წ. „შოუ გიორლსი“ (ეს სპექტაკლი სცენიდან 25 წელი არ ჩამოსულა).

XX საუკუნის დასაწყისში შავკანიანმა მსახიობებმა ბ. უილიამზმა და დ. უოკერმა ნიუ-იორკში დადგეს რამდენიმე მიუზიკლი (კომპოზიტორი უ. კ. კუკი). ამ სახის სპექტაკლები ძალზე პოპულარული იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც. მოგვიანებით შეიქმნა საუკეთესო მიუზიკლები: კერონის „მცურავი თეატრი“ (1929), გერშვინის „მე შენზე ვმღერი“ (1931), ვეილის „ჯონ ჯონსონი“ (1936), როჯერზის „ოკლაჰომა“ (1943), პორტერის „მაკოცე, კეტ!“ (1948), ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ (ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით, 1956) და სხვა.

ცეკვას (თავდაპირველად ჩეჩოტკას) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერნსტაინის „ვესტსაიდის ამბავში“ (ბალეტმაისტერი ჯ. რობინზი, 1957); ეს სპექტაკლი ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლი იყო ამერიკაში. კარგ და შემოსავლიან სპექტაკლებს ხშირად იმეორებენ და დგამენ სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე, ახდენენ ეკრანიზაციას (ფილმები: ბარტის „ოლივერი“, დიდი ბრიტანეთი, 1970; სტაინის — „სასაცილო გოგონა“, 1969, აშშ; ლეგრანის „როშფორელი ქალიშვილები“, 1966 და „შერბურის ქოლები“, 1964, საფრანგეთი და სხვა).

საქართველოში მიუზიკლის ჟანრმა ფეხი მოიკიდა 70-იან წლებში. დაიდგა რამდენიმე სპექტაკლები ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიის თეატრში (ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“, 1974), მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში პ. ტრავერსის „მერი პოპინსი“ (1975); გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ (1975), ლანა ღოღობერიძემ — „აურზაური სალხინეთში“ (1976) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მიუზიკლი იხილეთ აგრეთვემიუზიკლი ლიტერატურამიუზიკლი რესურსები ინტერნეტშიმიუზიკლი სქოლიომიუზიკლიბალეტიინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტრეფიკინგიპოლიტიკური გეოგრაფიააზერბაიჯანიბელგიალადო ასათიანირუსეთ-საქართველოს ომი (2008)კანადაქართული ვაზის ჯიშებიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)სქესობრივი აქტილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიბორჯომი (წყალი)მოსკოვიწრეწირიადამიანის ჩონჩხისაქართველო XV საუკუნეშიქრისტესისხლაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამინერალებიპოლიტიკაგარემოს დაბინძურებამსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ჩინეთის დიდი კედელიაფხაზებილადო გუდიაშვილიწყალიჰექტარიმელასამეგრელოქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024შინაური ძაღლიილონ მასკივენის კონგრესიტუბერკულოზიკეთილშობილი ირემისაქართველოს სახელმწიფო გერბირთველიიუნესკოსუვერენიტეტისაქართველო IV საუკუნეშიოქროს საწმისიამაზონის დაბლობისინონიმებივარძიაჰიდრავლიკათირკმელითამარ მეფებალდუინ IV იერუსალიმელიზვიად გამსახურდიაპრიზმასაქართველოს მმართველთა სიაარჩვიკირჩხიბი (ასტროლოგია)მცენარეებისვანური კოშკიასტიგმატიზმითემურლენგიმსოფლიოს შვიდი საოცრებასიმონ Iგრიგოლ ხანძთელიგიორგი მაზნიაშვილიFacebookსაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიწმინდა ნინობერლინის კედელიკალათბურთიიოსებ სტალინირაჭაჯიქისიყვარულიალექსანდრე I დიდიფეხბურთიმონოგამიაძველი ეგვიპტეკორდილიერებიუდაბნოფარნავაზ I🡆 More