კრაკოვი

კრაკოვი (პოლ.

Kraków), სრული სახელი: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი (პოლ. Królewskie Stołeczne Miasto Kraków) — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.

ქალაქი
კრაკოვი
Kraków
კრაკოვი
მთავარი ბაზარი სუკიენიცათი. ასევე: ვაველი, ბარბაკანი, წმ. მარიამის ეკლესია, წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია და მაიუსის კოლეგია
დროშა გერბი
კრაკოვი კრაკოვი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სავოევოდო მცირე პოლონური სავოევოდო
კოორდინატები 50°03′41″ ჩ. გ. 19°56′18″ ა. გ. / 50.06139° ჩ. გ. 19.93833° ა. გ. / 50.06139; 19.93833
ქალაქის მერი Jacek Majchrowski
დაარსდა უცნობი
პირველი ხსენება 965
ამჟამინდელი სტატუსი 1257
ფართობი 326,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 219
ოფიციალური ენა პოლონური ენა
მოსახლეობა 754,854 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2,308.4 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1.25 მილიონი
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +48 12
საფოსტო ინდექსი 30-024, 31-962
საავტომობილო კოდი KR
ოფიციალური საიტი krakow.pl
კრაკოვი — პოლონეთი
კრაკოვი

კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება წარმოადგენდა კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი ასევე მალოპოლსკის სავოევოდოს დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის სავოევოდოს დედაქალაქი იყო XIV საუკუნიდან. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველით.

ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები ქვის ხანით თარიღდება. კრაკოვის როგორც დასახლების მოხსენიება ხდება 965 წლიდან, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1257 წელს. პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის დროს აქ გაიხსნა რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი, კრაკოვი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კულტურულ როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრბაში. ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით რთული იყო გერმანელების მმართველობის პროცესი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამ ტერიტორიიდან მრავალი ებრაელი გადაიყვანეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ოსვენციმში.

2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 754 854 კაცს.

ისტორია

ადრეული ისტორია

კრაკოვისთვის პრეისტორია იწყება ქვის ხანის დროიდან, ამის დამამტკიცებელია ქალაქის სიახლოვეს არსებულ ვაველის ბორცვზე აღმოჩენილი, ნასახლარები. ლეგენდების თანახმად ქალაქი აგებულია მითური კრაკის მიერ. პირველი წერილობით ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ქალაქის არსებობა დასტურდება თარიღდება 965 წლით. ამ ტერიტორიას ბოჰემის საჰერცოგო განაგებდა.

მეათე საუკუნის ბოლოს, ქალაქი ხდება მთელს ამ რეგიონში წამყვანი სავაჭრო ცენტრი. კრაკოვს უკვე განაგებენ პიასტების დინასტიის წარმომადგენლები. ამავე პერიოდიდან იწყება აღმშენებლობის მნიშვნელოვანი პროცესი, აქ აიგო აგურით ნაგები ვაველის ციხესიმაგრე, რომანულ არქიტექტურულ სტილში აშენებული წმინდა ადალბერტის ტაძრის კათედრალი და ბაზილიკა. ქალაქი თითქმის სრულად გაანადგურა 1241 წელს პოლონეთში მონღოლების შეჭრამ, ამას დაემატა 1259 და 1287 წლებში მათი ხელმეორედ შეჭრა. ეს დასახლება მოგვიანებით ხელახლა აღდგა. 1257 წელს ბოლესვალ V-მ გამოსცა დადგენილება, რომელიც უშუალოდ კრაკოვს ეხებოდა, სწორედ ამ წელს კრაკოვს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ძველი სამეფო ციხესიმაგრე ვაველი, შეერთებული იქნა ახალ ქალაქთან, რომელიც აგებული იქნა მის ჩრდილოეთით, აქვე იყო ბაზრის მოედანიც. XIV საუკუნემდე ქალაქის მოსახლეობაში უმრავლესობას შეადგენდა გერმანელები, უკვე მოგვიანებით ამ დასახლებამ განიცადა პოლონიზაცია. შემდგომ წლებში ქალაქის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამასთანავე მეტად გაიზარდა მისი მნიშვნელობაც. 1364 წელს კაზიმირ III-ის უშუალო ინიციატივის შედეგად აქ გაიხსნა კრაკოვის უნივერსიტეტი, მეორე უძველესი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში იყო კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. ქალაქის გაზრდა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა იაგელონების დინასტიის დროს. კრაკოვი იქცა პოლონეთის სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად და ის შევიდა ჰანზაში. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ქალაქში ოქროს ხანა.

ოქროს ხანა

კრაკოვი 
ქალაქი კრაკოვი, ნიურნბერგის ქრონიკა (1493)

XV - XVI საუკუნეები კრაკოვისთვის არის ოქროს ხანის პერიოდი. ამ დროს პოლონეთში არის რენესანსი, ქალაქის ებრაულ კვარტალში აიგო რამდენიმე სინაგოგა, მათგან აღსანიშნავია ძველი სინაგოგა. პოლონეთის მეფის კაზიმირ IV-ის მმართველობის ხანაში, ქალაქში მრავალი ხელოვანი დასახლდა, ისინი სწორედ აქ მოღვაწეობდნენ მათი კვალი ქალაქზე აისახა. მათგან აღსანიშნავია იოჰან ჰალერი, სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ბეჭდვითი პრესა პოლონეთის ტერიტორიაზე შექმნილი პირველი ბეჭდვითი ნამუშევარი 1473 წლით თარიღდება და ის სწორედ კრაკოვში გამოიცა.

1520 წელს იოჰან ბეჰემმა გააკეთა უდიდესი საეკლესიო ზარი, რომელსაც პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ I-ის პატივსაცემად სიგიზმუნდის ზარი ეწოდა. ამავე პერიოდში ჰანს დიურერის უმცროსი ძმა ალბრეხტ დიურერი იყო სამეფო სასახლის კარის მხატვარიც. 1572 წელს მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტი გარდაიცვალა, მას ძე არ დარჩენია. პოლონელი დიდებულების გადაწყვეტილებით ქვეყნის მეფე გახდა ფრანგი ანრი III ვალუა. ამ პერიოდიდან კრაკოვის მნიშვნელობამ და მისმა ფუნქციებმა დაკნინება დაიწყო, პოლონეთში განხორციელდა შვედების შეჭრა. 1596 წელს სიგიზმუნდა III ვაზამ სამეფო ტახტი გადაიტანა ვარშავაში.

XVIII საუკუნე და XX-ის დასაწყისი

კრაკოვი 
ხედი ძველ ქალაქზე ვაველიდან

დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, მისმა მეზობრლებმა ორჯერ გაინაწილეს. პოლონეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შევიდა: რუსეთის იმპერიის, ჰაბსბურგების სახელმწიფოსა და პრუსიის სამეფოს შემადგენლობაში. 1794 წელს ტადეუშ კოსტიუშკოს ინიციატევით კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე დაიწყო აჯანყება, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ქალაქი რუსების მმართველობის ქვეშ დარჩა. პოლონეთის შემდგომი დაყოფის შემდეგ კრაკოვი მოექცა ავსტრიის შემადგენლობაში. 1807 წელს დადებული ტალზიტიის ზავით, შეიქმნა ახალი სახელმწიფო ვარშავის საჰერცოგო, რომელშიც კრაკოვიც გაერთიანდა. ეს სახელმწიფო საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის უშუალო ინიციატივით იყო შექმნილი. ნაპოლონის დამარცხების შემდეგ, 1815 წელს გამართულმა ვენის კონგრესმა, ეს სახელმწიფო დაშლილად გამოაცხადა და აღდგენილი იქნა ომამდე არსებული მდგომარეობა, თუმცა კრაკოვისთვის სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა, ამ დასახლებას მიენიჭა თავისუფალი ქალაქის სტატუსი. კრაკოვმა ამ სტატუსის ქვეშ 1846 წლამდე იარსება. შემდგომ კი შეიქმნა კრაკოვის დიდი საჰერცოგო.

1866 წელს ავსტრიამ გალიციას მიანიჭა ავსტონომიურობა. რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო ომი ავსტრიასა და პრუსიას შორის, ამ პერიოდიდან კრაკოვის როლი პოლენეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება და ის ქვეყნის კულტურული ცხოვრების ცენტრი გახდა სწორედ აქ ცხოვრობდა გამოჩენილი პოლონელების დიდი ნაწილი, მათგან აღსანიშნავია მხატვარი იან მეტეიკო (მეტეიკო სწორედ კრაკოვში გარდაიცვალა 1893 წელს). 1901 წელს ქალაქში გაიყვანეს ტრამვაი 1909 და 1915 წლების შუალედში მოხდა დასახლების ტერიტორიის მნიშვნელოვნად გაფართოება.

1914 წელს დაწყებული პირველი მსოფლიო ომი აისახა კრაკოვზეც. ამავე წელს რუსების მერ ქალაქზე განხორციელეს ალყა, თუმცა ამან წარმატება ვერ მოუტა რუსულ მხარეს. ავსტრიელთა მმართველობა დასრულდა 1918 წელს.

1918 წლიდან დღემდე

კრაკოვი 
კრაკოვი დღეს

პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის პერიოდში კრაკოვი იქცა მთელ ქვეყანაში განათლების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს დასახლებადა, ამ პერიოდში აქ გაიხსნა რამდენიმე უნივერსიტეტი. კრაკოვში ცხოვრობდა პოლონელი ებრაელების დიდი ნაწილი.

კრაკოვი 
ტემპელის სინაგოგას ფასადი აგებულია ნეომავრიტანული სტილში

1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა პოლონეთში შეჭრა, მათ მალევე მოახერხეს ქალაქის დაკავება. კრაკოვი გახდა გერმანელების მიერ შექმნილი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის სათავეშიც იდგა ჰანს ფრანკი. გერმანელებმა ქალაქის ინტელიგენცია დააპატიმრა და ისინი გააგზავნეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ზაკზენჰაუზენის და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში, მათი გარკვეული ნაწილი გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს ტყვეობიდან. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა აქ მცხოვრები ებრაელები, ისინი თავდაპირველად კრაკოვის გეტოში განაწესეს, ხოლო შემდგომ გადაიყვანეს პლაშუვის და ოსვენციმი ბანაკებში.

ეს დასახლება შედარებით ნაკლებად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომის დასრულების შემდგომ კრაკოვში, ისევე როგორც სრულიად პოლონეთში დამყარდა სოციალისტური წყობილება. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, კრაკოვისთვის ახლად შეერთებულ რაიონ ნოვა ფუტაში დაიწყო ქვეყნის უმსხვილესი ფოლადის ქარხნის მშენებლობის პროცესი.

1978 წელს იუნესკომ ეს დასახლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ამავე წელს პოლონელი კაროლ იოზეფ ვოიტილა გახდა რომის პაპი იოანე-პავლე II, ეს ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რადგან 455 წლის განმავლობაში არაიტალიელი რომის პაპი არ გამხდარა .

გეოგრაფია და ადმინისტრაციული დაყოფა

კრაკოვი 
ვაველი ციხესიმაგრე და მდინარე ვისლა

კრაკოვი მდებარეობს პოლონეთის სამხრეთ ნაწილში და ის გაშენებულია აქ გამავალი მდინარე ვისლის ორივე სანაპირო ზოლში. მდინარე ვისლის სამხრეთით არის კარპატის მთათა სისტემა, თუმცა ამ მიდამოებში მთები მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთით არის ტატრის ქედი. ქალაქიდან სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობს პოლონეთ-ჩეხეთის და პოლონეთ-სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვარი. ხოლო დასავლეთით 230 კილომეტრში პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. ქალაქის სიახლოვეს არის ხუთი ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 48.6 ჰექტარს. ამ ყველაფრის გამო აქ ეკოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია.

ქალაქი ხასიათდება ზომიერი კლიმატით. ზაფხულობით აქ საშუალო ტემპერატურა 18 °C შეადგენს, ხოლო ზამთრის საშუალო ტემპერატურა −2.1 °C (28 °F) - 0 °C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 8.9 °C. ზაფხულობით ხშირად ტემპერატურა 25 °C აღემატება, ხოლო ზოგჯერ 30 °C. ზამთარში ტემპერატურა მცირდება -5 °C-მდე. ქალაქში არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ტარტის ქედი, ამის გამო კრაკოვში ხშირად არის ქარიანი ამინდი.

კრაკოვი იყოფა 18 ადმინისტრაციულ ოლქად. თითოეული მათგანი თავისი სტატუსით ჰგავს, პატარა ქალაქს. თვრამეტივე ოლქში არის სპეციალური თვითმართველობა. 1991 წლის მარტამდე ქალაქი დაყოფილი იყო ოთხ თითქმის თანაბარ ნაწილად.

ტრანსპორტი

კრაკოვი 
რკინიგზის მთავარი სადგური

ქალაქში განვითარებულია საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა. აქ არის ტრამვაის და ავტობუსის სპეციალური ხაზები. ამგვარი ტრანსპორტის საშუალებით მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრალური ნაწილი პერიფერიებს. კრაკოვში ხშირადაა გამოყოფილი სპეციალური ქუჩები ფეხით მოსიარულეთათივის. ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს მცირე პოლონური სავოევოდოს სარკინიგზო ცენტრს, რკინიგზის საშუალებით ხდება დაკავშირება ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვან დასახლებიდან, მათ შორის დედაქალაქ ვარშავასთანაც. გარდა ამისა აქედან აგრეთვე სრულდება საერთაშორისო მიმოსვლებიც, ბერლინში, ბუდაპეშტში, პრაღაში, ჰამბურგში, კიევსა და ოდესაში. ცენტრალური სადგური მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში.

დასახლებიდან დასავლეთით 11 კილომეტრში მდებარეობს იოანე-პავლე II–ის საერთაშორის აეროპორტი. აქედან ხორციელდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო რეისებიც. აეროპორტი ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მლნ მგზავრს მასპინძლობს. ქალაქიდან 75 წუთის სავალზე არის აგრეთვე კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტი.

საერთაშორისო ურთიერთობები

დაძმობილებული და დობილი ქალაქები

კრაკოვის დაძმობილებული და დობილი ქალაქაებია:

კრაკოვი  ბორდო, საფრანგეთი (1993 წლიდან)
კრაკოვი  ბრატისლავა, სლოვაკეთი
კრაკოვი  ბუდაპეშტი, უნგრეთი (2005 წლიდან)
კრაკოვი  კემბრიჯი, აშშ (1989 წლიდან)
კრაკოვი  კურიტიბა, ბრაზილია (1993 წლიდან)
კრაკოვი  კუსკო, პერუ
კრაკოვი კრაკოვი  ედინბურგი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო (1995 წლიდან)
კრაკოვი  ფესი, მაროკო (2004 წლიდან)
კრაკოვი  ფლორენცია, იტალია (1992 წლიდან)
კრაკოვი  მაინის ფრანკფურტი, გერმანია (1991 წლიდან)
კრაკოვი  გეტებორგი, შვედეთი (1990 წლიდან)

კრაკოვი  გროზნო, რუსეთი (1997 წლიდან)
კრაკოვი  ინსბრუკი, ავსტრია (1998 წლიდან)
კრაკოვი  კიევი, უკრაინა (1993 წლიდან)
კრაკოვი  ლაჰორი, პაკისტანი

კრაკოვი  ლა-სერენა, ჩილე (1995 წლიდან)
კრაკოვი  ლაიფციგი, გერმანია (1995 წლიდან)
კრაკოვი  ლიოვენი, ბელგია (1991 წლიდან)
კრაკოვი  ლვოვი, უკრაინა (1995 წლიდან)
კრაკოვი  მილანი, იტალია (2003 წლიდან)
კრაკოვი  ნიურნბერგი, გერმანია (1991 წლიდან)
კრაკოვი  ორლეანი, საფრანგეთი (1992 წლიდან)

კრაკოვი  პეჩი, უნგრეთი (1998 წლიდან)
კრაკოვი  როჩესტერი, აშშ (1973 წლიდან)
კრაკოვი  კიტო, ეკვადორი
კრაკოვი  სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი (2006 წლიდან)
კრაკოვი  სან-ფრანცისკო, აშშ (2009 წლიდან)
კრაკოვი  სევილია, ესპანეთი (2002 წლიდან)
კრაკოვი  ზოლოტურნი, შვეიცარია (1990 წლიდან)
კრაკოვი  თბილისი, საქართველო
კრაკოვი  ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი (1975 წლიდან)
კრაკოვი  ვილნიუსი, ლიეტუვა
კრაკოვი  ზაგრები, ხორვატია (1975 წლიდან)

კრაკოვში დაბადებული და მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები

  • ვლადისლავ II, პოლონეთის მეფე
  • სალომონ ბოხნერი, ცნობილია, როგორც ამერიკელი მათემატიკოსი (1899–1982)
  • რობერტ კუბიცა, პოლონელი ფორმულა 1-ის მრბოლელი

რესურსები ინტერნეტში

კრაკოვი  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 29
ინგლ.რუს.ფრ.
კრაკოვი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

კრაკოვი ისტორიაკრაკოვი გეოგრაფია და ადმინისტრაციული დაყოფაკრაკოვი ტრანსპორტიკრაკოვი საერთაშორისო ურთიერთობებიკრაკოვი კრაკოვში დაბადებული და მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებებიკრაკოვი რესურსები ინტერნეტშიკრაკოვი სქოლიოკრაკოვივისლამცირე პოლონეთიპოლონეთიპოლონური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შარკა ბლუკატალიზატორისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალირუსეთიმედეა ჯუღელიდედაპლატაყვავილოვანი მცენარეებირევაზ ინანიშვილიკავკასიაოქსიდიქართლის სამეფომეორე მსოფლიო ომიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებისომხური სამოციქულო ეკლესიანიუ-იორკისაქართველოს კონსტიტუციასისხლიევროკავშირიპოპ-მუსიკაალპებილუდვიგ ვან ბეთჰოვენიირანის ისტორიაედუარდ შევარდნაძეპნევმონიარელიეფიზურაბ ჟვანიაკანადაზაქარია ფალიაშვილიარაბობა საქართველოშიბაქტერიებიშინაური კატაევროპავახტანგ I გორგასალიაშშ-ის პრეზიდენტების სიადაირაქართული ენის დიალექტებიჩრდილოეთი ამერიკაარისტოტელესანტიმეტრიბაგრატის ტაძარიაპოლონ ჯინჭარაძეფერნანდო მაგელანიპითაგორას თეორემარკინაძახილის წინადადებასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024სერგო ორჯონიკიძედიმიტრი ყიფიანილობიპორტრეტიკრწანისის ბრძოლანარიყალაიუსტინიანე Iპოლიმერებიფრინველებითბილისის კურორტების ჯგუფიიუპიტერიშარლ მიშელიტუტე ლითონებიკვიპროსიკილიან მბაპერაკეტაგიორგი III (საქართველოს მეფე)გურამ პეტრიაშვილი (მწერალი)სალომე სამადაშვილიპოლონეთისაქართველოს ფრინველთა სიაალცჰაიმერის დაავადებაქვეყნების სიაჩოხამურა დათვიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს ტერიტორიული მოწყობადავით კაკაბაძესამხრეთი ამერიკაკარტოფილისამეგრელო🡆 More