მალაიური ენა (ან ინდონეზიური ენა) — მალაიზიის სახელმწიფო ენა.
განეკუთვნება მალაიურ-პოლინეზიურ ენათა ინდონეზიურ ჯგუფს. იგი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ენას მიეკუთვნება. ამ ენაზე საუბრობს დაახლ. 200 მლნ. კაცი. მალაიური ენა მოსაუბრეთა უმეტესობისათვის მხოლოდ მეორე ენაა. ეს ენა წარმოადგენს ერთგვარ ლინგვა ფრანკას და ძირითადად მალაიზიისა და ინდონეზიის გეოგრაფიულ სივრცეში გამოიყენება. გარდა ამისა, მალაიური, ანუ ინდონეზიური ენა მალაიზიისა და ინდონეზიის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაცაა.
მალაიური Bahasa Melayu, بهاس ملايو | |
გავრცელებულია | მალაიზია, ბრუნეი, სინგაპური, სამხრეთი ტაილანდი, სამხრეთი ფილიპინები |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 20–30 მლნ. რანგი: 54 |
ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა: მალაიზია, ბრუნეი, სინგაპური |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ავსტრონეზიული
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური, იშვიათად არაბული |
ენის კოდები | ISO 639-1:ms ISO 639-2:maymsa SIL:MLI |
რუკა | |
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ms}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — მალაიური |
ინდონეზიაში არსებობს ასობით რეგიონული ენა, რომლებზე მოსაუბრეთა რაოდენობა ხშირად რამდენიმე ას კაცს ითვლის. ეს მცირე ენები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება მალაიურისაგან/ინდონეზიურისაგან.
ძველი მალაიური ენის წერილობითი ძეგლები ცნობილია VII საუკუნიდან. XV-XIX სს-ში მალაიურ ენაზე შეიქმნა მდიდარი ლიტერატურა (დამწერლობა არაბულ გრაფიკას ემყარებოდა).
ამ ენის საფუძველზე ჩამოყალიბდა თანამედროვე ინდონეზიური ენა. ამჟამად დამწერლობა ეფუძნება ლათინურ გრაფიკასაც და არაბულსაც (მეორე ოფიციალური დამწერლობა მალაიზიაში და ბრუნეიში).
This article uses material from the Wikipedia ქართული article მალაიური ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.