ლათინური დამწერლობა (რომაული ანბანი, ლათინურ ენაზე „abecedarium“ ) — თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა.
მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უგორული, სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.
ლათინური დამწერლობა 26 ასო-ნიშნისაგან შედგება. ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადასხვაგვარად წარმოითქმება. მათ ასევე სხვადასხვა სახელი გააჩნიათ. ზოგ ბგერათა გადმოსაცემად სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა ენაში.
ლათინური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | რომანული ენები, გერმანიკული ენები, ფინურ-უგრული ენები, სლავური ენები, თურქული წარმოშობის ენები, აფრიკის ენები და აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ენები. | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 400-დან დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა ბერძნული დამწერლობა ძველი იტალიკური დამწერლობა ლათინური დამწერლობა | |
დობილი დამწერლობები: | კირილიცა კოპტური რუნული | |
ISO 15924 კოდი: | Latn | |
ანბანის სახელწოდებაც სხვადასხვაა ზოგ ქვეყანაში. მაგ.; სლავურ ქვეყნებში ლათინურ ანბანს „ლატინიცას“, „ლატინკას“, ან უბრალოდ „აბე-ცე-დას“ უწოდებენ.
ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან, რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის მიხედვით შექმნეს. ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო:
ნიშანი C გამოიყენებოდა გ-სა და კ-ს ჩასაწერად. ასო G მხოლოდ ქრ.შ.მდე 234 წელს დაამატეს. ძვ.წ I საუკუნეში დაამატეს ასო Y, y [ი ფსილონი, ანუ მოკლე ი] ბერძნულიდან შემოსული სიტყვებისთვის იქნა შემოტანილი და ზოგიერთ ენაში მას არა მოკლე ი-ს, არამედ ბერძნულ ი-ს, ანუ ი გრეკ-ს უწოდებენ. ასე მიიღეს 23 ასო-ნიშანი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლათინური დამწერლობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.