დუბლინი

დუბლინი — ირლანდიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი.

მდებარეობს დუბლინის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიფის შესართავთან. სამხრეთიდან დუბლინის მთები ესაზღვრება. 2016 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის ურბანულ სივრცეში მცხოვრებთა რიცხვი 1 173 179-ია.

ქალაქი
დუბლინი
Dublin / Baile Átha Cliath
ფაილი:Dublin lead image.jpg
დროშა გერბი
დუბლინი დუბლინი


Obedientia Civium Urbis Felicitas
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება დედაქალაქი
პროვინცია ლენსტერი
საგრაფო დუბლინი
კოორდინატები 53°20′33″ ჩ. გ. 6°15′57″ დ. გ. / 53.34250° ჩ. გ. 6.26583° დ. გ. / 53.34250; -6.26583
ქალაქის მერი Paul McAuliffe
დაარსდა 841
პირველი ხსენება 140
ფართობი 114.99 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20±1 მეტრი
მოსახლეობა 505,739 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 227 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი +353 1
საფოსტო ინდექსი D1-24, D6W
ოფიციალური საიტი dublincity.ie
დუბლინი — ირლანდიის რესპუბლიკა
დუბლინი

დუბლინი ქვეყნის ადმინისტრაციული, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი და როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე განათლებისა და ხელოვნების კერაა. 2018 წელს გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელმა დუბლინი მსოფლიოს 30 გლობალურ ქალაქს შორის დაასახელა.

ისტორია

დუბლინი 
დუბლინის ხიდი

დუბლინის ყურის მიმდებარე ტერიტორია პრეისტორიული ხანიდანვე იყო დასახლებული, თუმცა ლიტერატურულ წყაროებში აქ არსებულ პირველი დასახლებები მხოლოდ ჩვ. წ. 140 წლით თარიღდება.

ირლანდიის მთავრობა დუბლინის დაარსების თარიღად 988 წელს მიიჩნევს. 1988 წელს ქალაქის დაარსებიდან ათასი წლისთავი აღინიშნა.

შუა საუკუნეები

დუბლინი X საუკუნეში ვიკინგების დასახლების სახით დაარსდა. მკვიდრ ირლანდიელთა არაერთი შემოტევის მიუხედავად, ქალაქს 1169 წლამდე ვიკინგები აკონტროლებდნენ.

ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ქალაქის ადრეული ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად ტყვეთა სყიდვას უკავშირდება. მონობამ ირლანდიასა და დუბლინში უმაღლეს მწვერვალს IX-X საუკუნეებში მიაღწია.

1171 წელს ინგლისის მეფე ჰენრი II დუბლინში შეიჭრა და თავი ირლანდიის მეფედ გამოაცხადა. იმ პერიოდში ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლების შედეგად დუბლინის საგრაფო დაარსდა. ეს პროცესი 1840 წლამდე გაგრძელდა.

დუბლინი 
დუბლინის ციხე-კოშკი

დუბლინის ციხე-კოშკი, რომელიც ირლანდიაში ანგლო-ნორმანული ძალაუფლების ცენტრი გახდა, 1204 წელს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს ბრძანებით დაარსდა. 1129 წელს დუბლინის პირველი ლორდ-მაიორის დანიშვნის შემდეგ ქალაქი გაფართოვდა, ხოლო მოსახლეობის რიცხვმა XIII საუკუნის ბოლოსთვის 8000-ს მიაღწია. XIV საუკუნის მანძილზე დუბლინი ეროვნული კლანების მხრიდან მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. 1348 წელს შავი ჭირის ეპიდემიამ ქალაქის ათასობით მცხოვრები შეიწირა.

XVI საუკუნეში ტიუდორთა მიერ ირლანდიის დაპყრობის შემდეგ დუბლინისთვის ახალი ერა დაიწყო. ქალაქი ქვეყნის ადმინისტრაციული მნიშვნელობის ცენტრი გახდა. ინგლისის მეფე ელისაბედ I-ს დუბლინის პროტესტანტულ ქალაქად ქცევა ჰქონდა განზრახული. ამ მიზნით მან 1592 წელს პროტესტანტული უნივერსიტეტი – სამების კოლეჯი დააარსა, სადაც მხოლოდ პროტესტანტები ისწავლიდნენ და წმინდა სამების და წმინდა პატრიკის კათოლიკური საკათედრო ტაძრების პროტესტანტულად გადაკეთება ბრძანა.

1640 წელს დუბლინის მოსახლეობა 21 000 იყო, თუმცა 1649-51 წლებში გავრცელებულმა ეპიდემიამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმსხვერპლა. ვაჭრობის შედეგად ქალაქი კვლავ აყვავდა და 1700 წლისთვის მისმა მცხოვრებთა რიცხვმა 50 000-ს მიაღწია.

ახალი ისტორია

XVIII საუკუნეში, როცა ქალაქის მოსახლეობა 130,000-ს შეადგენდა, დუბლინი ბრიტანეთის იმპერიაში სიდიდით მეორე, ხოლო ევროპაში მეხუთე ქალაქი იყო. სწორედ ამ პერიოდით თარიღდება დედაქალაქის ღირშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლების უმრავლესობა. მათ შორისაა სასამართლოს შენობა, საბაჟო, ტემპლ-ბარი და გრაფტონის ქუჩა.

XVIII საუკუნეში დუბლინში უამრავი ახალი რაიონი შეიქმნა და ნაგებობა აშენდა. მათ შორის აღსანიშნავია მერიონის მოედანი, პარლამენტის შენობა და სამეფო ბირჟა. 1757 წელს დაარსდა კომისია, რომელსაც ქუჩების, ხიდების და შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ სტანდარტებზე უნდა ეზრუნა. 1759 წელს დუბლინში წმინდა ჯეიმზის სახელობის ლუდსახარში დაარსდა, რომელიც მალევე დუბლინის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, ხოლო ევროპაში უდიდესი ლუდსახარში გახდა.

დუბლინი 
ნანგრევები ქალაქის ცენტრში, რაც 1916 წლის აღდგომის აჯანყების შედეგია

XIX საუკუნე დუბლინისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის პერიოდი იყო, რაც 1800 წლის „გაერთიანების აქტებმა“ გამოიწვია, რომლის შემდეგაც მთავრობა ლონდონის უესტმინსტერის პარლამენტს გადაეცა. ქალაქმა დაკარგა ინდუსტრიულ რევოლუციაში შემავალი როლი და მხოლოდ კუნძულის ადმინისტრაციულ და სატრანსპორტო ცენტრად დარჩა. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ინდუსტირულ განვითარებას საზღვაო მანუფაქტურა, ქვანახშირისა და საწვავის მოპოვება წარმართავდა, რა რესურსთაგანაც დუბლინს არც ერთი არ გააჩნდა. ამ პერიოდში ბელფასტმა საერთასშორისო ვაჭრობით, ქარხნული ქსოვილის წარმოებით და გემთმშენებლობით განვითარების დონით საგრძნობლად გაუსწრო დედაქალაქს

უახლესი ისტორია

1916 წლის აღდგომის აჯანყება, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ირლანდიის სამოქალაქო ომი დუბლინის ფიზიკურ იერსახეზე საგრძნობლად აისახა. ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს მთავრობამ ქალაქის ცენტრი განაახლა და ახალი პარლამენტი — ოირიახტასი ლეინსტერის შენობაში გადაიტანა.

XII საუკუნეში ნორმანთა მმართველობის დაწყების შემდეგ დუბლინი სხვადასხვა გეოპოლიტიკური ერთეულების დედაქალაქი იყო, ესენია: ირლანდიის სალორდო (1171-1541), ირლანდიის სამეფო (1541-1800) და ირლანდიის რესპუბლიკა (1919-1922), ხოლო 1801-1922 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს რიგითი ქალაქი იყო. 1922 წლიდან დუბლინი ირლანდიის თავისულაფი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელმაც 1937 წლამდე იარსება, 1937 წლიდან დღემდე კი ირლანდიის დედაქალაქია.

დუბლინი 
პარლამენტის შენობა

მთავრობა

ირლანდიის პარლამენტის — ოირიახტასის ადგილსამყოფელი 1922 წლიდან ლეინსტერის შენობაა. პარლამენტში ორპალატიანი სისტემა მოქმედებს. ზედა პალატაში სენატი და ირლანდიის პრეზიდენტი არიან წარმოდგენილნი, ხოლო ქვედა წარმომადგენელთა პალატაა.

ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებისთვის ქალაქი ხუთ საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი: ცენტრალური დუბლინი (3 წევრი), დუბლინის ყურის ჩრდილოეთი (5 წევრი), დუბლინის ყურის სამხრეთი (4 წევრი), დუბლინის ჩრდილო-დასავლეთი (3 წევრი), ცენტრალური დუბლინის სამხრეთი (4 წევრი).

გეოგრაფია

დუბლინი 
მდინარე ლიფის შესართავის სატელიტური ფოტო

ლანდშაფტი

დუბლინი ირლანდიის აღმოსავლეთის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ლიფის შესართავთან მდებარეობს. მისი ფართობი 115 კმ²-ია. ქალაქს სამხრეთიდან მთები, ხოლო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ესაზღვრება.

ჰიდროგრაფია

მდინარე ლიფი დუბლინს ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ქალაქ ლეისქსლიპთან მდინარე აღმოსავლეთისკენ მკვეთრად იხრება, რითაც ერთმანეთისგან ურბანულ და სასოფლო-სამეურნეო სივრცეს გამოჰყოფს. სამხრეთ ნაწილში ქალაქს მდინარე ტოლკა კვეთს, რომელიც დუბლინის ყურეში ჩაედინება.

სოციალური დაყოფა

მდინარე ლიფი ქალაქის არა მარტო ფიზიკური, არამედ გარკვეულწილად კულტურული გამყოფის როლსაც ასრულებდა. მაშინ როცა, ჩრდილოეთით მცხოვრებნი მუშათა კლასის და საშუალო კლასის წარმომადგენლებად მიიჩნეოდნენ, სამხრეთელები საშუალო და მაღალი საზოგადოების წევრებად მიაჩნდათ. სოციალური დაყოფა ქალაქის სანაპირო გარეუბნებისთვისაც იყო დამახასიათებელი.

კლიმატი

ისევე როგორც ჩრდილო-დასავლეთი ევროპის სხვა ქალაქებში, დუბლინში ოკეანური ჰავაა. ქალაქის შემოგარენისთვის დამახასიათებელია ზომიერად თბილი ზაფხული და ცივი ზამთარი. იანვარში საშუალო ტემპერატურული მაქსიმუმი 8,8 °C, ხოლო ივლისში – 20,2 °C-ია. წლის ყველაზე მზიანი თვეები მაისი და ივნისია, ხოლო ყველაზე ნესტიანი თვე ოქტომბერია, რომლისთვისაც საშუალოდ 76 მილიმეტრი ატმოსფერული ნალექია დამახასიათებელი. ყველაზე მშრალი თვე თებერვალია.

წლიური ამინდი — დუბლინი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 16.6 (62) 15.3 (60) 21.3 (70) 20.5 (69) 23.4 (74) 25.1 (77) 27.6 (82) 28.7 (84) 23.9 (75) 21.2 (70) 18.0 (64) 16.2 (61) 28,7 (84)
საშუალო მაღალი °C (°F) 7.6 (46) 7.5 (46) 9.5 (49) 11.4 (53) 14.2 (58) 17.2 (63) 18.9 (66) 18.6 (65) 16.6 (62) 13.7 (57) 9.8 (50) 8.4 (47) 12,8 (55)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 2.5 (37) 2.5 (37) 3.1 (38) 4.4 (40) 6.8 (44) 9.6 (49) 11.4 (53) 11.1 (52) 9.6 (49) 7.6 (46) 4.2 (40) 3.4 (38) 6,4 (44)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -9.4 (15) -6.2 (21) -6.7 (20) -3.7 (25) -1.0 (30) 1.5 (35) 4.8 (41) 4.1 (39) 1.7 (35) -0.6 (31) -3.4 (26) -10.1 (14) −10,1 (14)
ნალექი მმ (დუიმი) 69.4 (2.7) 50.4 (2) 53.8 (2.1) 50.7 (2) 55.1 (2.2) 56.0 (2.2) 49.9 (2) 70.5 (2.8) 66.7 (2.6) 69.7 (2.7) 64.7 (2.5) 75.6 (3) 732,7 (28,8)
წყარო: Met Éireann {{{accessdate}}}

ღირშესანიშნაობები

დუბლინის ციხე-კოშკი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი კულტურული ძეგლია, რომელიც 1204-1230 წლებში ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს ბრძანებით აშენდა.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია სამების კოლეჯის ბიბლიოთეკა, სადაც კელის წიგნი ინახება. ეს უკანასკნელი ირლანდიელი ბერების მიერ დაახლოებით 800 წელს შექმნილი ილუსტრირებული ხელნაწერია.

დუბლინის ღირშესანიშნაობებს შორისაა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძარი, მოლი მელონის ქანდაკება, ირლანდიის ეროვნული მუზეუმი, ანა ლივიას მონუმენტი და პულბეგის კოშკები.

დუბლინი 
წმინდა სტეფანეს პარკი

პარკები

დუბლინში მწვანე სივრცეებს 1500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უკავია. ქალაქის საჯარო პარკებს შორისაა ფენიქსის პარკი, ჰერბერტის პარკი, წმინდა სტეფანეს პარკი და წმინდა ანას პარკი. ფენიქსის პარკი, რომელიც მდინარე ლიფის ჩრდილოეთით, დუბლინის ცენტრიდან 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ყველაზე დიდი შემოსაზღვრული პარკია ევროპაში. მისი პერიმეტრი 16 კილომეტრი, ხოლო ფართობი 707 ჰექტარია. პარკში პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს, რომელიც 1751 წელსაა აშენებული. ფენიქსის პარკში ასევე განლაგებულია დუბლინის ზოოპარკი, ეშტაუნის სასახლე და აშშ-ს ელჩის ოფიციალური რეზიდენცია. პარკი ხშირად მუსიკალურ კონცერტებს მასპინძლობს.

წმინდა ანას პარკი დუბლინში მეორე უდიდესი მუნიციპალური პარკია, რომელიც გინესების ოჯახის ყოფილი საგვარეულო მამულის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ეკონომიკა

2009 წელს დუბლინი მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით მსოფლიოს მე-4 უმდიდრეს ქალაქად დასახელდა, ხოლო პირადი შემოსავლის მიხედვით მე-10 ადგილი დაიკავა. ცხოვრების ღირებულების შესახებ მერსერის 2011 წლის კვლევის მიხედვით, დუბლინი ევროკავშირში მე-13, ხოლო მსოფლიოში 58-ე ყველაზე ძვირადღრებული ქალაქია. 2010 წელს დუბლინმა ამ სიაში 42-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, დუბლინში დასაქმებულთა რიცხვი 874,400-ია. მათი 60% ფინანსურ, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და პროფესიულ სექტორშია დასაქმებული.

ქალაქში კომპანიების, როგორებიცაა Microsoft, Google, Amazon, eBay, PayPal, Yahoo!, Facebook და Twitter, შტაბები ან ოპერატიული ბაზებია განლაგებული.

1987 წელს დუბლინში საერთაშორისო ფინანსური სერვისების ცენტრი დაარსდა, რომელიც დღესათვის მსოფლიოს 25 საუკეთესო ბანკსა და 10 სადაზღვევო კომპანიას მასპინძლობს.

2018 წელს დუბლინში უმუშევრობის დონე 5,7% იყო, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დემოგრაფია

2016 წლის აღწერის მიხედვით, დუბლინის ურბანულ სივრცეში მცხოვრებთა რიცხვი 1 173 179-ია. ამავე აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობის 86,2% თეთრკანიანია, 2% ფერადკანიანი, 4,6% აზიელი, ხოლო 4,9% არ განსაზღვრავს თავის ეთნიკურ იდენტობას. რელიგიური თვალსაზრისით, მოსახლეობის 68,2% კათოლიკეა, 12,7% სხვა აღმსარებლობისაა, ხოლო 19,1% არარელიგიურია.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქში მცხოვრები მიგრანტების უდიდესი ნაწილი იტალიელი იყო. 1990-იანი წლებიდან დუბლინში ბრიტანელმა, პოლონელმა და ლიეტუველმა მიგრანტებმა დაიწყეს ჩამოსვლა. მალევე მათ რიცხვს არაევროპელებიც შეემატნენ, მათ შორის ბრაზილიელები, ინდოელები, ჩინელები და ნიგერიელები. ირლანდიის აზიური მოსახლეობის 60% დუბლინში ცხოვრობს. 2006 წლის აღწერის მიხედვით, დუბლინის მოსახლეობის 15%-ზე მეტი საზღვარგარეთაა დაბადებული.

დუბლინი არაკათოლიკე მიგრანტებისთვის მიმზიდველი ქალაქია. 2011 წლის კვლევის მიხედვით ქალაქში გაზრდილი სეკულარიზაციის შედეგად 1970-იანი წლების შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მრევლი 90%-ით შემცირდა.

განათლება

დუბლინი 
სამების კოლეჯი

დუბლინი ირლანდიაში განათლების უდიდესი კერაა. ქალაქში ოთხი უნივერსიტეტი და არაერთი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მდებარეობს.

დუბლინის უნივერსიტეტი, რომელიც XVI საუკუნეში დაარსდა, ირლანდიის უძველესი უნივერსიტეტია. მის შემადგენლობაში მყოფი ერთადერთი დაწესებულება სამების კოლეჯია, რომელიც 1592 წელს სამეფო ქარტიამ ელიზაბეტ I-ის ბრძანებით დააარსდა. კოლეჯში სწავლის ნება კათოლიკეებს 1973 წლიდან აქვთ დართული. სასწავლებელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მასში სტუდენტთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.

დუბლინი 
ბიბლიოთეკა სამების კოლეჯში

დუბლინში მდებარეობს ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც 1854 წელს დაარსდა და დღესდღეობით ქვეყნის უდიდესი უნივერსიტეტია. სასწავლებელში სტუდენტთა რიცხვი 30,000-ზე მეტია.

დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ირლანდიის უდიდესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც 1887 წელს დაარსდა. ინსტიტუტი სტუდენტებს როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს სთავაზობს, როგორიცაა ინჟინერია, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, ხელოვნება და დიზაინი. ინსტიტუტს სამი კამპუსი აქვს და სტუდენტთა რაოდენობით ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

დუბლინი 
ირლანდიის ეროვნული მუზეუმი

ქალაქში მდებარეობს ირლანდიის სამეფო აკადემია, რომლის წევრობაც ქვეყანაში უდიდეს აკადემიურ აღიარებად ითვლება.

კულტურა

დუბლინი 
კელის წიგნი

დუბლინს მნიშვნელოვანი ლიტერატურული ისტორია აქვს და მრავალი მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის მშობლიური ქალაქია. მათ შორის არიან ნობელიანტებიც: უილიამ ბატლერ იეიტსი, ჯორჯ ბერნარდ შოუ და სემიუელ ბეკეტი. გავლენიან დუბლინელ მწერალთა და დრამატურგთა რიგში არიან ოსკარ უაილდი, „გულივერის მოგზაურობის“ ავტორი ჯონათან სვიფტი, „დრაკულას“ შემქმნელი ბრემ სტოკერი და ჯეიმზ ჯოისი, რომლის კალამსაც „ულისე“ და „დუბლინელები“ ეკუთვნის. დუბლინში ირლანდიის უდიდესი ბიბლიოთეკები და ლიტერატურული მუზეუმები მდებარეობს. 2010 წლის ივლისში იუნესკომ დუბლინს ლიტერატურული ქალაქის სტატუსი მიანიჭა.

დუბლინში დეკორატიული ხელოვნებისა და ისტორიის, არქეოლოგიის და ირლანდიის ეროვნული მუზეუმები მდებარეობს. ასევე ქალაქში უამრავი ხელოვნების გალერეაა.

დუბლინში 1746 წელს დაარსებული ხელოვნებისა და დიზაინის ეროვნული კოლეჯი და 1991 წელს დაარსებული დუბლინის დიზაინის ინსტიტუტი მდებარეობს.

ცნობილი ირლანდიელი მსახიობები არიან მაიკლ გემბონი, ბრენდან გლისონი, სტივენ რი და კოლინ ფარელი.

მსოფლიოში ცნობილ დუბლინელ მუსიკალურ შემსრულებლებს შორის არიან შინეიდ ო’კონორი, U2, Kodaline და Westlife.

საერთაშორისო ურთიერთობები

დუბლინი ოთხ ქალაქთანაა დაძმობილებული:

ქალაქი ქვეყანა წელი
სან-ხოსე აშშ 1986
ლივერპული გაერთიანებული სამეფო 1997
ბარსელონა ესპანეთი 1998
პეკინი ჩინეთი 2011

დუბლინი თანამშრომლობს შემდეგ ქალაქებთან: მოსკოვი (2009), სანქტ-პეტერბურგი (2010), მეხიკო (2013) და რიო-დე-ჟანეირო. 2014-2017 წლებში დუბლინი თბილისთან თანამშრომლობდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

დუბლინი ისტორიადუბლინი მთავრობადუბლინი გეოგრაფიადუბლინი ღირშესანიშნაობებიდუბლინი ეკონომიკადუბლინი დემოგრაფიადუბლინი განათლებადუბლინი კულტურადუბლინი საერთაშორისო ურთიერთობებიდუბლინი რესურსები ინტერნეტშიდუბლინი სქოლიოდუბლინიდედაქალაქიდუბლინის ყურეირლანდიალიფი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართველებიგამარჯვების დღესინგაპურიილია IIსუვერენიტეტიპითაგორას თეორემაიმანუელ კანტიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიარგონავტებინელსონ მანდელათირკმელითავისუფლების დიდი ქარტიაბირთვული იარაღიარჩვიგორიდაირაერეკლე IIბიზანტიის იმპერიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატივარდების რევოლუციაგლობალიზაციავეფხვიკონსტანტინოპოლის დაცემათუშეთიადამიანის უფლებებიქართლივინსენტ ვან გოგიკონსტანტინოპოლიმენსტრუაციაბუნებრივი გადარჩევავიკიპედიასაქართველოს პრემიერ-მინისტრიგაზაფხულიმერაბ მამარდაშვილიშოთა რუსთაველიკურო (ასტროლოგია)ეკვატორული კლიმატური სარტყელიდედამიწის ისტორიაირემიგონიოს ციხეგიორგი მაზნიაშვილიჭადრაკივარლამ ლიპარტელიანიC ჰეპატიტიქართული ხალხური ცეკვებითელავიმრავალკუთხედინოე ჟორდანიაბიპოლარული აშლილობაფერმენტებიმერკურიიგავ-არაკინატურალური რიცხვიაბრეშუმის ჭიაენგურის ჰიდროელექტროსადგურიჩონგურითბილისის მეტროპოლიტენიუდაბნოკახეთიკლიმატის ცვლილებაპრომეთეეგზისტენციალიზმითბილისური ეზოკაცია-ადამიანი?!შერლოკ ჰოლმზიბეჰემოთიახალქალაქისაბერძნეთილამპრობავულკანიკურდღელიდაუნის სინდრომიპარალელოგრამიYouTubeნიკორწმინდის ტაძარიიტალიაელინიზმიბარდა სკლიაროსი🡆 More