ჯიხეთის მონასტერი

ჯიხეთის მონასტერი, სამება-ჯიხეთის მონასტერი — სოფელი და მონასტერი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი).

მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ., ნიგოითიდან 3 კმ. ჯიხეთის მონასტერი XIX საუკუნის კომპლექსური ძეგლია და მოიცავს ორ ტაძარს, სამრეკლოს, წყაროს, სამწირველოს, გალავანს. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. ჯიხეთის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება არ შეწყვეტილა საბჭოთა პერიოდშიც, ამიტომ მონასტერი სოფლად იყო აღრიცხული. ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.

ჯიხეთის მონასტერი
ჯიხეთის მონასტერი
ჯიხეთის მონასტერი — საქართველო
ჯიხეთის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°04′09″ ჩ. გ. 42°09′22″ ა. გ. / 42.06917° ჩ. გ. 42.15611° ა. გ. / 42.06917; 42.15611
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეული
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი დედათა მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჯუმათის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება 1896

მდებარეობა

ჯიხეთის მონასტერი მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ, ნიგოითიდან 3 კმ, ავტომაგისტრალიდან 6 კმ.

ლეგენდა

ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.

ისტორია

სავარაუდოდ ჯიხეთის მთაზე ერთ დროს ციხე იყო აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი. 1893 წელს მონასტერი დააყაჩაღეს, მღვდელი კი დაჭრეს. ელენა იყო მონასტრის წინამძღვარი 1896 წლიდან 1914 წლამდე.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. 1914 წლიდან მონასტრის წინამძღვარი იყო ანასტასია.

1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილის სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.

მოსახლეობა

ჯიხეთის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება არ შეწყვეტილა საბჭოთა პერიოდშიც, ამიტომ მონასტერი სოფლად იყო აღრიცხული. სოფლის მოსახლეობად მხოლოდ მონასტერში მუდმივად მცხოვრები პირები არიან აღრიცხულნი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 9
2014 ჯიხეთის მონასტერი  21

გალერეა

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 569.
  • ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 81-82, ISBN 99940-11-89-8.

რესურსები ინტერნეტში

ჯიხეთის მონასტერი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ჯიხეთის მონასტერი მდებარეობაჯიხეთის მონასტერი ლეგენდაჯიხეთის მონასტერი ისტორიაჯიხეთის მონასტერი მოსახლეობაჯიხეთის მონასტერი გალერეაჯიხეთის მონასტერი ლიტერატურაჯიხეთის მონასტერი რესურსები ინტერნეტშიჯიხეთის მონასტერი სქოლიოჯიხეთის მონასტერი4 დეკემბერიგურიის მხარეგურიის ქედიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაზღვის დონეთემილანჩხუთილანჩხუთის მუნიციპალიტეტინიგოითისაქართველოსაქართველოს სსრსოფელიქვიანიჩოლაბარგიჭყონაგორაჯაპანა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბრესტ-ლიტოვსკის ზავისერბეთისაქართველოს სახელმწიფო დროშაევროპანავთობიდედა ენააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამიხეილ მესხიშხარარუსეთისანქტ-პეტერბურგიაიეტი (მითოლოგია)რითმარკინალომიყაზახეთიმიწისძვრათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიგლობალური დათბობავაჟა-ფშაველაარწივიამირანი (მითოლოგია)აქლემინახშირბადიიმერეთის სამეფოკონსერვატიზმიმთავარი გვერდიქვეწარმავლებიპარიზირელიგია საქართველოშიმიხეილ სააკაშვილივლადიმერ გუცაევიმასტურბაციასოლომონ დოდაშვილიჩრდილოეთი ამერიკაგვირილაოქროს საწმისიძუძუმწოვრებიდიეგო მარადონადინოზავრებისაქართველოს დემოგრაფიაიპოლიტე ხვიჩიაჭინჭარიქართული ვაზის ჯიშებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტინაკიანი წელიწადიპლანეტადავით IIIფარსმან II ქველისაქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოს პარლამენტიდიდგორის ბრძოლა69 (სექსუალური პოზა)მარაკანაშავი ზღვის თევზების სიაპირველი რესპუბლიკის მოედანიაფხაზეთის ტურიზმისაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივიკისაწყობიედუარდ შევარდნაძესვანური კოშკიპელედიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიბიძინა ივანიშვილიჯადოსნური ფლეიტაHelladosწინადადებაცენტნერიქართლის გაქრისტიანებადეციმეტრილევან კობიაშვილიინგლისიდედამიწის სტრუქტურაქარიმართკუთხედიბორის პაიჭაძეკომპიუტერი28 მარტი🡆 More