ზანური ენა

ზანური ენა, მეგრულ-ჭანური ენა, მეგრულ-ლაზური ენა ან კოლხური ენა — ქართველურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი.

სახელწოდება „ზანური“ პირობითია და შექმნილია ვარაუდის საფუძველზე, რომ ადრინდელი სახელწოდება ასეთი უნდა ყოფილიყო. მეგრულ-ლაზურის მნიშვნელობით ტერმინი დაამკვიდრა არნოლდ ჩიქობავამ. ის ემყარებოდა ბერძნულ-რომაულ წყაროებს, რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის შავიზღვისპირა ზოლის მოსახლეობა იხსენიება როგორც „სანები“ („ზ“ ფონემა ბერძნულს არა აქვს, საფიქრებელია , რომ „ს“ ასო ზ-ს გადმოსაცემად იყო გამოყენებული). ზან- ძირი დაცულია სვანურ ენაშიც და მეგრელების აღსანიშნავად გამოიყენება – მგზან – „მეგრელი“.

ზანური ენა
ზანური ენების გავრცელების არეალი

წინარე ქართველური ენიდან სვანური ენის გათიშვის შემდგომ, რაც სავარაუდოდ II ათწლეულის დასაწყისისთვის მოხდა ან ძვ. წ. X საუკუნისთვის, ქართული და ზანური გაუთიშავი ორი ფენა იყო, რასაც ზანურ-ქართული ერთანობის ხანად მოიხსენიებენ. ამ ერთიანობიდან ზანურის გამოყოფა, სავარაუდოდ, უნდა მომხდარიყო ძვ. წ. X–VIII საუკუნეებში (გ. კლიმოვი) ან ახ. წელთაღრიცხვის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი).

ამჟამად ზანური გათიშულია მეგრულად და ლაზურად. ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ (მეგრული და ლაზური) უნდა დაწყებულიყო ახ. წელთაღრიცხვის დასაწყისში. VII საუკუნისთვის ამ კილოებს დამოუკიდებელი სახე უნდა ჰქონოდა. მეგრულსა და ლაზურს შორის განსხვავებები ნიკო მარმა მათ ცალკე ენებად გამოცხადების საფუძვლად მიიჩნია. მეგრულში გამოიყოფა ორი დიალექტი: ზუგდიდურ-სამურზაყანული და სენაკურ-მარტვილური. ლაზური გავრცელებულია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ლაზურში გამოიყოფა სამი კილო: ხოფური, ვიწურ-არქაბული და ათინური. ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას, არნ. ჩიქობავას და სხვა მეცნიერების შეხედულებით, მეგრული და ლაზური კილოების გათიშვა სავარაუდოდ გამოიწვია ქართულენოვანი მოსახლეობის მიგრაციამ არაბობის ჟამს გურია-აჭარის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა

  • კიზირია, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 481-482.
  • როგავა, გ. ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები ტ. 1, თბილისი, 1962
  • ღღენტი, ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბილისი, 1953
  • ჩიქობავა, ა. ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებთი ლექსიკონი, ტფილისი, 1938
  • თოფურია, ვ. ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისთვის მეგრულ-ჭანურში, „ენიმკის მოამბე“ ტ. 1 1937
  • ჩიქობავა, ა. ჭანურიგრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ, ტფილისი, 1936
  • დანელია კ,. ზანური ენა, ენციკლოპედია „საქართველო“[მკვდარი ბმული]

Tags:

არნოლდ ჩიქობავამეგრელებისვანური ენაქართველური ენები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჰეკლასტუმარ-მასპინძელისაქართველოს პრეზიდენტისაფრანგეთის რევოლუციაარწივიმსოფლიოს ვალუტებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიკაცხის სვეტიგეორგიევსკის ტრაქტატინესტან-დარეჯანი (ლიტერატურული გმირი)ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიმღრღნელებიმეტაბოლიზმისაქართველოს ფრინველთა სიასოხუმის დაცემააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიათბილისის მეტროსადგურების სიაფრინველები22 აპრილისანტიმეტრიპრელუდია (სექსი)ფრანკთა სახელმწიფორაინიკარტოფილითურქეთის ისტორიაფანდურიარაბთა გაერთიანებული საამიროებივინსენტ ვან გოგირუსთავიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)სამებამერწყულიმექსიკაკავკასიური ცარცის წრეივანე ჯავახიშვილიიგლუზებრებიჩუტყვავილათევდორე კველთელიტელეფონების ნომრები საქართველოშიდავით სარაჯიშვილიბათუმის ბოტანიკური ბაღიჩერნობილის კატასტროფავახტანგ VIქართვლის დედაგოდერძის ნამარხი ტყეილია IIმარსისისხლიმარტივი რიცხვიციყვიძველი ეგვიპტენაწლავებიდავითგარეჯაკვადრატიტონამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიფარნავაზ Iსულეიმან Iპოლონეთიპარიზიოლიმპიური თამაშებიკახეთის მხარესქესობრივი აქტიმამუკა ხაზარაძეგიორგი XIIალაზანიგეოპოლიტიკა21 აპრილიკარლოს დიდიაღა-მაჰმად-ხანიქართველებიგულიმენსტრუაციაკონსერვატიზმისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაუდაბნობაგრატიონებიესპანეთი🡆 More