იპოლიტე ხვიჩია

იპოლიტე ხვიჩია (დ.

31 დეკემბერი, 1910, სოფ. კონტუათი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი ― გ. 1 თებერვალი, 1985, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1960).

იპოლიტე ხვიჩია
დაბადების სახელი იპოლიტე ყვინჩია
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1910
კონტუათი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი, 1985 (74 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1956–1983
მეუღლე(ები) ლუბა ქარქაშაძე

ბიოგრაფია

1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932–1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, „სასტუმროს დიასახლისი“), ნაცარქექია (გიორგი ნახუცრიშვილისა და ბორის გამრეკელის „ნაცარქექია“), კოხტაია (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ!“) და სხვა.

1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია. 1961–1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ოთარ მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“) და სპირიდონის (ნატალია აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“) როლები.

1956 წლიდან იღებენ კინოში. როლები: ალმასხანი („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), იპოლიტე ნემსაძე („მანანა“, 1958), კუჭკუჭი („ბურთი და მოედანი“), ქორიძე („თხუნელა“, 1962), მელიტონი („თოჯინები იცინიან“, 1963), სანდრო („არ იდარდო!“), ბონდო დოლაბერიძე („ფეოლა“, 1970), იპოლიტე („მხიარული რომანი“, 1972), ვარლამი („პირველი მერცხალი“, 1975), კაჟა ბულავა („დათა თუთაშხია“) და სხვა.

გამოდიოდა ესტრადაზე. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960: საქართველოს სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Tags:

იპოლიტე ხვიჩია ბიოგრაფიაიპოლიტე ხვიჩია ფილმოგრაფიაიპოლიტე ხვიჩია ჯილდოები, პრემიები და პრიზებიიპოლიტე ხვიჩია რესურსები ინტერნეტშიიპოლიტე ხვიჩია ლიტერატურაიპოლიტე ხვიჩია1 თებერვალი19101960198531 დეკემბერითბილისიკონტუათიქართველებიხონის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ქალაქებივერძი (ასტროლოგია)გიორგი VIIIინგლისის რევოლუციასაქართველოს სსრ წითელი წიგნიპელოპონესის ომიკურდღელიღეროვანი უჯრედიმუნიკავკასიაბორჯომი (წყალი)სისხლიკვადრატიწიგნი სიბრძნე სიცრუისაბუდუ ზივზივაძეჰაერის დაბინძურებაამერიკის შეერთებული შტატებიფეხბურთინოე ჟორდანიააქემენიანთა იმპერიაAndroidცხელი ძაღლიკოსმოპოლიტიზმიელექტრული დენიენცეფალოპათიაკანონიერი ქურდიენერგიანაპოლეონ ბონაპარტიმეწყერიძუძუმწოვრებიდავით IIIნატურალური რიცხვიკორდილიერებიქართვლის დედასულეიმან Iკირჩხიბი (ასტროლოგია)ლომი (ასტროლოგია)Facebookფუტკრებილონდონიუქმე დღეები საქართველოშივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ბერძენ-სპარსელთა ომებიასტრიდ ლინდგრენიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაპარიზიმდგრადი განვითარებაშინაური ძაღლიბასიანის ბრძოლაკილოგრამიტყემინერალების სიაჩარლი ჩაპლინიდიდი ხუთშაბათიშხარაწრეწირიაია-სოფიას ტაძარიგაზაფხულისაქართველოს კონსტიტუციაკონსტიტუციამსოფლიო საეკლესიო კრებაინდოეთიკუნილინგუსიპი (რიცხვი)ვნების კვირაკონცეფციაესპანეთიუჯრედინიკოლოზ ბარათაშვილიზევსიეიფელის კოშკირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)რუმინეთისაფრანგეთის რევოლუციარომბიტაილანდიპერსონალური კომპიუტერიდედოფალა🡆 More