გიზო გაბესკირია

გურამ (გიზო) გაბესკირია (დ.

გიზო გაბესკირია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამ გაბესკირია (მრავალმნიშვნელოვანი).

12 აპრილი, 1936, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).

1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, 1971 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1971 წელს კონოსტუდია „მოსფილმში“ თავისივე სცენარით გადაიღო სამნაწილიანი სადიპლომო მხატვრული ფილმი „პირველი გზა“. 1972 წლიდან მუშაობს კონცერნ „ქართულ ფილმში“. არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). 1987 წელს სახელმწიფო კინოკომიტეტის სატარიფიკაციო საბჭომ მიანიჭა მხატვრული ფილმების რეჟისორის უმაღლესი კატეგორიის კვალიფიკაცია; 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მე-2 შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად; 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად; 1997 წლიდან მუშაობს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 2001-2004 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი.

1979 წლიდან იყო საკავშირო კინემატოგრაფისტთა კავშირის, ხოლო 1991 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

1981 წელს მიიღო სსრკ სახელმწიფო პრემია, ხოლო 1980 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

12 აპრილი19361980თბილისირეჟისორიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფუტკრებიპაოლო იაშვილიბუნებრივი რესურსებიბალდუინ IV იერუსალიმელიხარებასაქართველო XVIII საუკუნეშიევროპის პარლამენტისიმკვრივესინგაპურირელიეფის ფორმებიქართული ენასაქართველოს პარლამენტიგიორგი ანწუხელიძეევროპის საბჭომწერებიმადაგასკარიგრიგოლ ხანძთელიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიზედსართავი სახელიკეთილშობილი ირემიბიძინა ივანიშვილირომის იმპერიასაქართველოს მდინარეების სიადელფინებიმინერალების სიამერაბ კოსტავაანანურის ციხექაქუცა ჩოლოყაშვილიდიდი პარასკევიმეორე მსოფლიო ომისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაისლანდიაპოტსდამის კონფერენციაკვიპროსიმიხეილ ლომონოსოვიჰიმალაიმდგრადი განვითარებასეკულარიზმიიესო ქრისტემიწისძვრახორვატიალუარსაბ IIრუსთავიდავითიანი (ნაწარმოები)ვატიკანითბილისის პანსიონებითბილისის ბოტანიკური ბაღისანქტ-პეტერბურგიხინკალიდედამიწის სტრუქტურაყირიმის ომიიგიოქტავიანე ავგუსტუსიერითროციტებიამერიგო ვესპუჩიმეიოზიწყალიფემინიზმიფერნანდო მაგელანირაბათის ციხეალექსანდრე მაკედონელიდავით VII ულუჯვაროსნული ლაშქრობებიცხენისწყალინიადაგიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმზის სისტემამცხეთის ჯვრის მონასტერითხის რქა (ასტროლოგია)რკინათბილისიჯემალ ქარჩხაძერელიგია საქართველოშიწყალდიდობასიურრეალიზმიავტომობილიირაკლი კობახიძესომხების გენოციდი🡆 More