იოანე ნათლისმცემელი

იოანე ნათლისმცემელი — სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა.

იოანე ნათლისმცემელი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდ. იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. სინამდვილეში იოანე ნათლისმცემლის კულტი ქრისტიანობაში უფრო ადრინდელი ებრაული სეატიდან უნდა შემოსულიყო.

იოანე ნათლისმცემელი
წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ტიციანი, 1542.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობას (ა. ვეროკიო, ლეონარდო და ვინჩი, პ. ბრეიგელი, ა. ივანოვი) და ქანდაკებაში (დონატელო, ო.როდენი და სხვები). შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი) კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურა იყო.

ტროპარი

იოანე ნათლისმცემელი 
„წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.“

კონდაკი

იოანე ნათლისმცემელი 
„ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა უდაბნოსა მოყუარესა, მერცხალსა ტკბილად მჴომარესა და იადონსა ხმა შუენიერსა, ნათლის-მცემელსა ქრისტესსა ლმობიერად შეუვრდეთ მორწმუნენო, რათა გვითხოვოს ქრისტესაგან მოტევება ცოდვათა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.“

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

იოანე ნათლისმცემელი ტროპარიიოანე ნათლისმცემელი კონდაკიიოანე ნათლისმცემელი ლიტერატურაიოანე ნათლისმცემელი რესურსები ინტერნეტშიიოანე ნათლისმცემელიI საუკუნეელია წინასწარმეტყველიიესო ქრისტეიორდანეიოსებ ფლავიუსიჰეროდე I დიდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დისკრიმინაციასამკუთხედიქართული დამწერლობასუფრის მარილიკურდღელითევზები (ასტროლოგია)ერეკლე IIლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაწნევაალცჰაიმერის დაავადებარაკეტაკევინ დე ბრეინესაქართველოს დამოუკიდებლობის დღეეგზისტენციალიზმინივთიერებამალტაანტანტაგიორგი სააკაძევარძიატყეთრომბოციტებიგულიფსორიაზიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაპითაგორას თეორემავეტობაგრატიონებისაქართველოს პრეზიდენტისოზარ სუბარისოკოებიძუძუმწოვრებიობობებიევროპის დროშადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკეთილშობილი ირემისიზმარიპოლიტიკაელექტრული დენიგიორგი აბაშიძე (პოლიტიკოსი)ამფიბიებიმონა ლიზარუსთავიადამიანის უფლებებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნითავისუფლების მოედანი (თბილისი)ბაგრატ III (საქართველოს მეფე)ვულკანისტუმარ-მასპინძელიანბანისაქართველოს სატელეფონო კოდებიპეტრე I დიდიგოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენინერვული სისტემასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემორალიმიხეილ ყაველაშვილიპოლიმერებიხელისუფლების დანაწილებაზმნიზედაჭადრაკისაქართველოს წითელი ნუსხაგიორგი V ბრწყინვალეკახეთიგოგირდიმიკროორგანიზმებიპლანეტასილიციუმიტრეფიკინგისიტყვასამცხე-ჯავახეთის მხარეხემარწყვავანდალიზმიუქმე დღეები საქართველოშიპუნიკური ომებიკასპიის ზღვახელოვნებადევი ჭანკოტაძერუსეთის იმპერია🡆 More