ჯუმათის საეპისკოპოსო

ჯუმათის საეპისკოპოსო — ეპარქია გურიის სამთავროში.

დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე შემოქმედის ეპარქიასა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოსთან ერთად. მოიცავდა ზემო გურიას, მდინარე რიონსა და სუფსას შორის მდებარე ტერიტორიას. ჯუმათელის რეზიდენცია და კათედრა იყო ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი.

ისტორია

პირველი ჯუმათელი მღვდელმთავრების ვინაობა ცნობილი არ არის. პირველი, ვინც წყაროებში გვხვდება არის სიმონ ჩხეიძე, რომელიც როსტომ გურიელის დროს (1534-1566) იყო ეპისკოპოსი. სიმონი იხსენიება როსტომის, მისი მეუღლე თინათინისა და ძის, გიორგის მიერ გაცემულ სიგელში. ჩხეიძეების გვარის სასულიერო თანამდებობებზე დაწინაურება იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს უკავშირდება. ჩხეიძეები მეფის მომხრე ფეოდალებს ეკუთვნოდნენ. XVI საუკუნის დასაწყისში მათ დასავლეთ საქართველოს ხუთი საეპისკოპოსო კათედრა ეჭირათ.

XVII საუკუნის დასაწყისიდან 1639 წლამდე ჯუმათის ეპისკოპოსი იყო მალაქია II, შემდგომში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და გურიის მთავარი. 1640 წელს ეპისკოპოსი გახდა ნიკოლოზ მანველიშვილი. 1658 წელს რამდენიმე თვით ჯუმათის ეპისკოპოსი კვლავ მალაქია II იყო, რომელიც შემოქმედლობასაც ითავსებდა, 1660 წელს ჯუმათის ეპისკოპოსად იხსენიება ვინმე სესიაშვილი. სესიაშვილი მონაწილეობდა ქაიხოსრო I გურიელის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რომელიც ვამეყ III დადიანმა მოაწყო. 1676 წლამდე ჯუმათელი ეპისკოპოსი იყო მაქსიმე მაჭუტაძე. 1676 წელს ის აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა ძმასთან, ონოფრე მაჭუტაძესთან ერთად. ისინი თუთა გურიელის ამალაში იყვნენ, რომელიც ლევან ბატონიშვილის ცოლი გახდა. მაქსიმე ბოლნისის ეპისკოპოსი იყო 1688-1701 წლებში და ჯუმათელის ტიტულსაც ინარჩუნებდა. მაგრამ მისი ჯუმათლობა ფიქტიური იყო, ეპარქიას რეალური მღვდელმთავარი ესაჭიროებოდა. ეპისკოპოსად დაინიშნა მაქსიმე II შარვაშიძე, რომელსაც „დიდ ჯუმათელს“ უწოდებდნენ. ის ეპისკოპოსი იყო 1677-1685 წლებში. მაქსიმე და გიორგი III გურიელი გორში მყოფ კაპუცინელ მისიონრებს, მკურნალობისა და ქირურგიის მცდონე პატრებს სთოხვდნენ გურიაში ჩასვლას და ჰპირდებოდნენ მათ თეატინელების დანატოვას მამულებს, ეკლესიას, საქონელსა და ერთ სოფელს, სადაც 20 მოსახლე იყო.

შემდეგი ეპისკოპოსი იყო იოანე ბერიძე. XVIII საუკუნის დასაწყისში ჯუმათის ეპისკოპოსი იყო გაბრიელ ჩიქვანი, რომელიც ამავდროულად ჭყონდიდელ-გაენათელიც იყო. ის ჭყონდიდის ეპისკოპოსი იყო 1701-1714 წლებში. სავარაუდოდ ჭყონდიდის კათედრასთან ერთად დაკარგა ჯუმათის კათედრაც. მომდევნო ეპისკოპოსი იყო ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე. ის XVIII საუკუნის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდა. მის შემდეგ მისივე ძმისწული ეფთვიმე გახდა ეპისკოპოსი. იგი 1736 წელს უკვე იყო ჯუმათელი ეპისკოპოსი და შემდგომ მიიღო გენათელობა. 1767 წელს ის მხოლოდ ჯუმათელ ეპისკოპოსად იხსენიება.

რუსეთ-ოსმალეთის ომმა 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. 1777 წელს ჯუმათის ეპისკოპოსად დაინიშნა სიმონ აბაშიძე, რომელიც 1778 წლამდე იყო მღვდელმთავარი. 1780 წლის 1 აგვისტოს ჯუმათის ეპისკოპოსად დაადგინეს ხინოწმინდელყოფილი იოანე. 1788-1794 წლებში ჯუმათის ეპისკოპოსი იყო იოსებ თაყაიშვილი. თაყაიშვილი ამავე დროს შემოქმედელის ტიტულსაც ატარებდა, რადგან 1788 წლიდან შემოქმედის ეპარქია პრაქტიკულად გაუქმებული იყო და გურიაში მხოლოდ ჯუმათის საეპისკოპოსი იყო დარჩენილი. იოსებ თაყაიშვილი 1788 წლის 3 მაისს ეპისკოპოსად განაწესა ვახტანგ გურიელმა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ ბატონიშვილი იყო. მის შემდეგ ჯუმათელი ეპისკოპოსი იყო მაქსიმე IV ნიჟარაძე, რომელიც 1811 წლის 13 სექტემბრამდე იდგა კათედრას სათავეში. ამ დროს საეკლესიო მამულები საერო პირებმა დაისაკუთრეს. ჯუმათის კათედრის აღდგენის შემდეგაც გრძელდებოდა ყმა-მამულის მიტაცება. ამ ნიადაგზე ჯუმათელ მაქსიმე IV-ს კონფლიქტი ჰქონდა დავით გიორგის ძე გურიელთან და ვახტანგ III გურიელთან. მათ ძალით წაურთმევიათ საჯუმათლო მამულები, აზნაურნი და გლეხნი. როდესაც მიტაცებული დააბრუნეს, მაქსიმე უკვე გარდაცვლილი იყო. 1811-1827 წლებში ეპისკოპოსი იყო ნიკოლოზ II შერვაშიძე, ერისთავ ქაიხოსრო შერვაშიძის ძე. იყო რუსული ორიენტაციის და დიდი როლი შეასრულა მამია V გურიელის რუსული პოლიტიკისკენ გადახრაში. გურიის სამთავროს რუსეთის მიერ მიერთების შემდეგ მან შეხედულება შეიცვალა და 1827 წელს იყო იმ თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც მთავარმმართებელ ერმოლოვს სთხოვდა რუსული ორიენტაციის მქონე გურიის სამმართველო საბჭოს გაუქმებას.

ნიკოლოზ ჯუმათელის გარდაცვალების შემდეგ, 1827-1833 წლებში ჯუმათისა და შემოქმედის ეპარქიები დროებით სამართავად ჩააბარეს შემოქმედის არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილს. 1833 წელს ჯუმათის და შემოქმედის ეპარქიები გააუქმეს და იმერეთისას შეუერთეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად გურიის ეკლესიებს მაინც არსენი მართავდა გარდაცვალებამდე, 1842 წლამდე. 1844 წლის 1 აპრილს გურიაში ახალი საეკლესიო კათედრა — გურიის ეპარქია დააარსეს, კათედრით ჯუმათში. 1885 წლის 12 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპარქია გაერთიანდა, კათედრად გამოცხადდა ქ. ფოთი. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, შეიქმნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავდა აჭარის და გურიის ტერიტორიებს, კათედრად გამოცხადდა ბათუმი, თუმცა ქვეყნაში არსებული რთული ვითარების გამო ხშირად იგი მიერთებული იყო ჭყონდიდის ეპარქიაზე. 1995 წელს აღდგა შემოქმედის ეპარქია (რეზიდენცია ოზურგეთში), რომელიც ჯუმათის ყოფილი ეპარქიის ტერიტორიასაც მოიცავს.

ეპისკოპოსები

  • სიმონ ჩხეიძე — XVI ს.
  • მალაქია II გურიელი — 1616 წლმდე, შემდგომში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • ნიკოლოზ მანველიშვილი — 1640 წლიდან.
  • სესიაშვილი — 1660
  • მაქსიმე მაჭუტაძე — 1676 წლამდე, შემდგომში ბოლნელი ეპისკოპოსი
  • მაქსიმე II შარვაშიძე — 1677-1685
  • იოანე ბერიძე — 1687-1705
  • გაბრიელ ჭყონდიდელი — XVIII ს.
  • მაქსიმე III შარვაშიძე — XVIII ს.
  • ეფთვიმე გენათელი — 1736-1776
  • სიმონ აბაშიძე — 1777-1778
  • იოანე მოწყობილი (წუწუნავა) — 1780-1788
  • იოსებ თაყაიშვილი — 3 მაისი, 1788-1794; ამავდროულად ითავსებდა შემოქმედლობასაც
  • მაქსიმე IV ნიჟარაძე — 1794-1811
  • ნიკოლოზ II შერვაშიძე — 1811-1827
  • არსენ მგალობლიშვილი — 1827-1833

ეპარქიის ტაძრები

ჯუმათის ეპარქიაში 32 ეკლესია შედიოდა. ნუსხა შედგენილია 1828 წელს არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ. მაგრამ ამ დროისთვის საჯავახოს ტერიტორიაზე მდებარე 19 ეკლესია, მათ შორის გურიის უდაბნოს მონასტერი ქუთათელი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში იყო გადასული, ამიტომ სიაში არ არის შესული.

ლიტერატურა

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 579.
  • ქართველიშვილი, თ. (2006). გურიის საეპისკოპოსოები. თბილისი: „არტანუჯი“, გვ. 65-66. ISBN 99940-11-89-8. 

სქოლიო

Tags:

ჯუმათის საეპისკოპოსო ისტორიაჯუმათის საეპისკოპოსო ეპისკოპოსებიჯუმათის საეპისკოპოსო ეპარქიის ტაძრებიჯუმათის საეპისკოპოსო ლიტერატურაჯუმათის საეპისკოპოსო სქოლიოჯუმათის საეპისკოპოსოXV საუკუნეგურიის სამთავრორიონისუფსაშემოქმედის ეპარქიახინოწმინდის საეპისკოპოსოჯუმათის ეკლესია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აშშ-ის პრეზიდენტების სიამღრღნელებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ქართული ფილმების სიაპარტიკულარიზმიგორის ციხერენესანსიმამუკა მდინარაძეჰეკლაცოტნე დადიანისიონის ტაძარიდავით გურამიშვილიაზიასომხური სამოციქულო ეკლესიადევი ჭანკოტაძეგალაკტიონ ტაბიძე69 (სექსუალური პოზა)მიხეილ ხერგიანისაფრანგეთის რევოლუციაავტორიტარიზმიწელიწადის დროებიგამზრდელი (პოემა)მონა ლიზაპოლიტიკაწმინდა გიორგითევზებისტიგმაათეროსკლეროზიბაგრატის ტაძარიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითალექსანდრე ყაზბეგიქუთაისირუსთავიმადრიდიმაცივარიბიბლიასაქართველოს სახელმწიფო გერბიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაქართული ენაანგარიშთა გეგმალეონარდო და ვინჩივენდეტაანტარქტიდა18 აპრილიადამიანიიმერეთის მხარეევროპული საბჭოასპინძის ბრძოლახარებაწნევაკურდღელიშინაური ძაღლირითმაელექტრული დენიევროპა-აზიის საზღვარივერცხლიქალწული (ასტროლოგია)მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიჰალოგენებიკუთხეაბანოთუბანიჯიხვიკევინ დე ბრეინეციყვიენცეფალოპათიაანა ნაცვლიშვილისილიციუმინახშირწყლებიაფხაზეთიასურეთიგეორგიევსკის ტრაქტატითბილისის კლასიკური გიმნაზიაანა კალანდაძეჯონჯოლიდემეტრე Iპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში🡆 More