ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული ერთეული
ქედის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
ქედის მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ქედა
კოორდინატები 41°34′00″ ჩ. გ. 41°57′00″ ა. გ. / 41.56667° ჩ. გ. 41.95000° ა. გ. / 41.56667; 41.95000
მერი როლანდ ბერიძე     
ფართობი 452 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ქედის მუნიციპალიტეტი 16 760 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 37,08 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,92 %
რუსები 0,03 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მუსლიმები 62,1 %
მართლმადიდებლები 31,3 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (425)
საფოსტო ინდექსი 6100
ოფიციალური საიტი http://keda.gov.ge/
ქედის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ქედის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქედის მუნიციპალიტეტი

გეოგრაფია

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. მერისი. ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთის, აღმოსავლეთით — შუახევის, დასავლეთით — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთ-ჩაქვის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 16 760 (2014). ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ღომა (2441 მეტრი).

ბუნება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტი – ურთხელი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.

ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.

ადგილობრივი თვითმმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

ქედის მუნიციპალიტეტში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული (1 სადაბო და 10 სასოფლო თემია) და 64 დასახლებული პუნქტი (1 დაბა და 63 სოფელი).

1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლება: დაბა ქედა

2) ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ქედა, არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა.

3) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დანდალო, ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.

4) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.

5) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები.

6) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, ზუნდაგა, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქოსოფელი.

7) მერისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მერისი, გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური სიხალიძეები.

8) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ოქტომბერი, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა.

9) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.

10) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ცხმორისი, ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები.

11) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა.

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 18 15                            
  ნაციონალური მოძრაობა 3 4        
  საქართველოსთვის 1  
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 2
  ევროპული საქართველო 1
სულ 24 21  

მოსახლეობა

წლები 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მოსახლეობა 17 204 ქედის მუნიციპალიტეტი  19 065 ქედის მუნიციპალიტეტი  19 232 ქედის მუნიციპალიტეტი  19 928 ქედის მუნიციპალიტეტი  19 100 ქედის მუნიციპალიტეტი  20 024 ქედის მუნიციპალიტეტი  16 760 ქედის მუნიციპალიტეტი  16 800 16 800 16 800

ტურიზმი და მოგზაურობა

ღირსშესანიშნაობანი

    ციხე-სიმაგრეები

ცივასულას ციხე, გულების ციხე, საღორეთის ციხე, კავიანის ციხე, ზენდიდის ციხე.

    ქვისთაღოვანი ხიდები

დანდალოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, მიწის ხიდი, ჯაიმელას ხიდი.

    მუზეუმები

ქედის ისტორიული მუზეუმი, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი.

    ეკლესიები

ზვარის წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

    ასევე

ქვის უძველესი საწნახელები

გალერეა

სქოლიო

ქედის მუნიციპალიტეტი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ქედის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიაქედის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობაქედის მუნიციპალიტეტი მოსახლეობაქედის მუნიციპალიტეტი ტურიზმი და მოგზაურობაქედის მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობანიქედის მუნიციპალიტეტი გალერეაქედის მუნიციპალიტეტი სქოლიოქედის მუნიციპალიტეტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იგავ-არაკიფოლკლორიღორის სოლიტერიშხარაპრაღამასტურბაციაჩერნობილის კატასტროფასაქართველოს მთებირომის დაარსებაავსტრია9 აპრილის ტრაგედიაეკოლოგიაირაკლი კობახიძეირემისვანური კოშკიამინომჟავებიმტკვარიმარსირელიგია საქართველოშიქეთევან დედოფალიჭადრაკიფსორიაზიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაძველი საბერძნეთინატრიუმიდეციმეტრიამფიბიებიკულტურანოდარ დუმბაძებაზალეთის ტბაორალური სექსიფობიების სიაპეტუნიატემპერამენტის ტიპებისუვერენიტეტიპრომეთეორგაზმიყვავილოვანი მცენარეებიკარლეს პუჩდემონიმერკურიქართლის სამეფობორჯომიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემასტამბოლისეფსისიბუნებრივი რესურსებიწიგნი სიბრძნე სიცრუისაწმინდა გიორგილიტრითბილისითბილისის ზღვაკვიპროსიჰოლოკოსტიკრიშტიანუ რონალდუთურქეთისტუმარ-მასპინძელინიკოლოზ ბარათაშვილიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბუნებრივი გადარჩევაზენონი (იარაჯული)რელიეფის ფორმებიალაზანიმიხეილ ჯავახიშვილისიონის ტაძარიქართლის ცხოვრებაგამზრდელი (პოემა)ჯიქიეგრისის სამეფორუსეთ-საქართველოს ომი (1921)ქვეწარმავლებიევერესტიმონოგამიალეიკოციტებიფსიქოლოგიაფოცხვერიფაშიზმისასანიანთა იმპერიამარო მაყაშვილი🡆 More