შაშვი: ფრინველთა გვარი სებრთა ოჯახისა

შაშვი (ლათ.

შაშვი
შაშვი: აღწერა, გავრცელება, ქცევა და კვება
შავი შაშვი (Turdus merula)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Turdus (Linnaeus, 1758)

აღწერა

მათი სხეულის სიგრძეა 21–30 სმ, მასა 150 გრამამდე. თავი პატარაა, ნისკარტი შედარებით გრძელი, მაღალი. ბოლო (კუდი) ჩვეულებრივ სწორად ჩაჭრილი ან მომრგვალებულია. ახალგაზრდა ფრინველის სამოსი ჭრელია; ზრდასრული ინდივიდების შეფერილობა — ერთფეროვანი (შავი, ყავისფერი, რუხი) ან დანაწევრებული (შავი, თეთრი, მურა, მოცისფრო-რუხი, წითური ან წაბლისფერი კონტრასტული არეებისა და ლაქებისაგან); მამლები ხშირად დედლებზე უფრო კაშკაშა ფერებში არიან გაფორმებული. ყველაზე მეტად ცვალებადი შეფერილობა მთის ანუ კუნძულის შაშვს (T. poliocephalus) აქვს, რომელსაც 50-მდე ქვესახეობა გააჩნია. შაშვის გვარის რიგ სახეობებს კაშკაშად აქვს შეფერილი ნისკარტი, ფეხები და კანის რგოლი თვალის გარშემო.

გავრცელება

ცნობილია დაახლოებით 65–80 სახეობა. გავრცელებული არიან როგორც ძველ, ისე ახალ სამყაროში; 2 სახეობა შეყვანილია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე. უპირატესად ტყის ფრინველები არიან, თუმცა რამდენიმე სახეობა ღია ლანდშაფტებშიც ბინადრობს. ჩრდილოეთში მცხოვრებ სახეობებს სეზონური გადაფრენები ახასიათებთ; მათი ნაწილი დიდ გუნდებს ქმნის. რიგ ქვეყნებში, ძირითადად კი სამხრეთ ევროპაში, შაშვები სანადირო ფრინველებს მიეკუთვნებიან.

ქცევა და კვება

ცქვიტი და მყვირალა ფრინველებია; ხშირად მიწაზე იკვებებიან. საკვებად იყენებენ მწერებს, ობობებს, ჭიაყელებს და მოლუსკებს, აგრეთვე ნაყოფებს (ძირითადად კენკრას). ზოგჯერ ზიანი მოაქვთ ხილისა და კენკროვანი კულტურების პლანტაციებისათვის.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ან პატარა კოლონიებად ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. ბუდე მასიური და ჯამისებურია. მისი მშენებლობის დროს მასალებს ჩვეულებრივ თიხით ან მიწით ამაგრებენ. სეზონზე 1–2 (იშვიათად 3) ბუდეს აკეთებენ და თითოეულში 4–7 კვერცხს დებენ.

ლიტერატურა

  • ლოსკოტი ვ. მ., შაშვი[მკვდარი ბმული] // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., ტ. 9, გვ. 362–363, მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.

სქოლიო

Tags:

შაშვი აღწერაშაშვი გავრცელებაშაშვი ქცევა და კვებაშაშვი გამრავლებაშაშვი ლიტერატურაშაშვი სქოლიოშაშვიგვარი (ბიოლოგია)ლათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ფრინველებიშაშვისებრნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოქროს კვეთადაუნის სინდრომიწყნარი ოკეანეზვიგენებინიადაგიჰაერირამადანისისხლის მიმოქცევის სისტემაუქმე დღეები საქართველოშიგურიათამბაქოადამიანის უფლებებიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითტრანსპორტიცენტნერიიესო ქრისტევლადიმერ პუტინივეფხვისაქართველო IV საუკუნეშიანგარიშთა გეგმაგეოგრაფიული გარსიმუშთაიდის ბაღიიოსებ სტალინითემიდაფარავანისაქართველოს წითელი ნუსხაგველის-მჭამელილუქსემბურგილეონარდო და ვინჩიYouTubeაფხაზეთიფსორიაზიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითავსტრალიასამანიშვილის დედინაცვალიგოგოთურ და აფშინაკუებიკავკასიური ნაგაზიფოლკლორიკოლხეთის დაბლობიიასაქართველო XVIII საუკუნეშიციყვიბიზანტიის იმპერიაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ნატურალური რიცხვიერლინგ ჰოლანიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაწმინდა გიორგიიაპონიაბესიკიჰოლოკოსტიკონსტანტინე გამსახურდიარითმასაქართველოს მდინარეების სიანანა ფაჩუაშვილინეაპოლიპანსექსუალიმირზა გელოვანისაჰარასტუმარ-მასპინძელიმექსიკაჯინსების თაობანორვეგიაერეკლე II-ის ოჯახიბორჯომიქართული ვაზის ჯიშებიდიდი თურქობაინტერნეტიზაქარია ფალიაშვილიკირჩხიბი (ასტროლოგია)ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ქრისტეფორე კოლუმბიევროკავშირითბილისის კურორტების ჯგუფიმტკვარინიუტონის კანონებიივანე მაჩაბელი🡆 More