გეოგრაფიული გარსი

გეოგრაფიული გარსი (ლანდშაფტური გარსი) — დედამიწის გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო.

გეოგრაფიული გარსი რთული შედგენილობისა და აგებულებისაა. იგი მთლიანად მოიცავს ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს, ატმოსფეროში სტრატოპაუზამდე ვრცელდება, ხოლო დედამიწის ქერქში ჰიპერგენეზისის არით იფარგლება (ზოგჯერ ქვედა საზღვარს სტრატოსფეროს ძირზეც ატარებენ). მისი უდიდესი სისქე 40 კმ-მდეა. გეოგრაფიული გარსი განიცდის როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში მიმდინარე პროცესების ზეგავლენას.

გეოგრაფიული გარსი
დედამიწა

გეოგრაფიული გარსის განვითარება იცვლება დროშიც და სივრცეშიც. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და ურიტმოც (პერიოდული და ეპიზოდური). სივრცეში განვითარების უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალურობით. დედამიწის ზედაპირის ადგილობრივი თავისებურებები კიდევ უფრო ართულებს გეოგრაფიული გარსის სტრუქტურას და ქმნის მის აზონალურ, ინტრაზონალურ და პროვინციულ სხვაობებს.

გეოგრაფიული გარსი უაღრესად მდიდარია სხვადასხვა სახის თავისუფალი ენერგიით; ნივთიერება მასში ყველანაირ აგრეგატულ მდგომარეობაშია; აქ ხდება მზის სითბოს კონცენტრაცია. დედამიწაზე მხოლოდ გეოგრაფიულ გარსში ვხვდებით ორგანიზმებს, ნიადაგს, დანალექ ქანებს, რელიეფის ფორმებს და ადამინთა საზოგადოებას.

გეოგრაფიული გარსი ფიზიკური გეოგრაფიის კვლევის ობიექტია.

ტერმინოლოგია

გეოგრაფიულ გარსზე, როგორც დედამიწის გარეგნულ სფეროზე წარმოდგენა, ეკუთვნის პეტრე ბროუნოვს (1853—1927). თანამედროვე დონეზე განაზოგადა და მეცნიერებაში დაამკვიდრა ანდრია გრიგორიევმა, რომელმაც შემოიღო გეოგრაფიული გარსის ცნება (1932).

გეოგრაფიული გარსის კომპონენტები

დედამიწის ქერქი

დედამიწის ქერქი - დედამიწის მყარი გარსია, რომელიც მდებარეობს მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ზევით. დედამიწის ქერქში გავლისას გრძივი სეისმური ტალღების სიჩქარე ზევიდან ქვევით იზრდება 6,7—7,6 კმ/წმ-იდან 7,8—8,2 კმ/წმ-მდე. რაც უფრო დრეკადსა და მკვრივ ნივთიერებაში - ზედა მანტიაში - გადასვლას მოწმობს.

არსებობს კონტინენტური დედამიწის ქერქი (რომლის საშუალო სისქე - 35-45 კმ არის) და ოკეანური დედამიწის ქერქი, რომელიც გაცილებით თხელია - (საშუალოდ 7 კმ).

ტროპოსფერო

ტროპოსფერო ატმოსფეროს ქვედა ნაწილია, რომელშიც სიმაღლესთან ერთად ეცემა ტემპერატურა. ტროპოსფეროს საშუალო სიმაღლეა : პოლარულ განედებში — 8-10 კმ, ზომიერში — 10-12 კმ, ტროპიკულში — 16-18 კმ. ტროპოსფეროში მოქცეულია ატმოსფერული ჰაერის მასის 4/5-ზე მეტი.

სტრატოსფერო

სტრატოსფერო განლაგებულია ტროპოსფეროსა და მეზოსფეროს შორის. იგი ისევე როგორც ტროპოსფერო ატმოსფეროს ნაწილია. სტრატოსფეროს ჰაერის შედგენილობა ტროპოსფეროს შედგენილობის მსგავსია, მაგრამ მასში ნაკლებია წყლის ორთქლი და მეტია ოზონი. სტატოსფერო და ტროპოსფერო გამოყოფილი არიან გარდამავალი ფენით - ტროპოპაუზით.

ჰიდროსფერო

ჰიდროსფერო დედამიწის წყლის გარსია, რომელიც წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; წარმოადგენს ოკეანეების, ზღვებისა და ხმელეთის ზედაპირული წყლების ერთბლიობას.

ბიოსფერო

ბიოსფერო დედამიწის განსაკუთრებულიგარსია, რომლის შემადგენლობა, აგებულება და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების მოქმედებით. ბიოსფეროს პლანეტური მნიშვნელობა დაადგინა და მის გეოქიმიურ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა დიდმა რუსმა მეცნიერმა ვლადიმერ ვერნადსკიმ. ბიოსფერო მოიცავს არა მარტო ზედაპირულ არეს, სადაც დღეს სისცოცხლე არსებობს, არამედ სხვა გეოსფეროების ნაწილებსაც, რომლებშიც აღწევს ცოცხალი ნივთიერება და გარდაქმნილია წარსულში ამ ნივთიერებათა მოქმედებით.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 71.
  • Григорьев А. А. Закономерности строения и развития географической среды, М., 1966.

Tags:

გეოგრაფიული გარსი ტერმინოლოგიაგეოგრაფიული გარსი ს კომპონენტებიგეოგრაფიული გარსი იხილეთ აგრეთვეგეოგრაფიული გარსი ლიტერატურაგეოგრაფიული გარსიატმოსფერო (დედამიწა)ბიოსფეროდედამიწაკოსმოსილითოსფეროჰიდროსფერო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზვიგენებიფობიების სიაკილომეტრიმიგრაციაზედსართავი სახელიაზიადემეტრე II თავდადებულიქართლის სამეფომეტაფორამტირალას ეროვნული პარკიქაშვეთის ეკლესიაბუნებრივი რესურსებიმდგრადი განვითარებასაქართველოს სსრ წითელი წიგნიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკორდილიერებიდუბაიალცჰაიმერის დაავადებაზამთარიაფხაზეთიკარტოფილიდემოკრატიათვითმფრინავის ბიჭების საქმეგაზაფხულიჰაერის დაბინძურებაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამარტივი და შედგენილი რიცხვებირესპუბლიკამწერებიქვეწარმავლებითევზებისქესობრივი აქტიბერძენ-სპარსელთა ომებირიცხვითი სახელიინდოეთილეიკოციტოზილომი (ასტროლოგია)რელიგია საქართველოშიბასიანის ბრძოლაკურდღელიმასონობაამაზონის დაბლობიფარავანიისრაელითევზები (ასტროლოგია)შაორის წყალსაცავისომხეთისაქართველოს პრემიერ-მინისტრინარიყალაფემინიზმიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიYouTubeჩინეთის ისტორიამეწყერიდენის ძალადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიქართული სამზარეულობაში-აჩუკი (ფილმი)ევერესტისიოგუნიშიზოფრენიაყირიმის ომისაფრანგეთიგიორგი მამარდაშვილიელენე ახვლედიანისაქართველოს დაცული ტერიტორიებიალკენისახელმწიფოანდებიდემეტრე Iაბრეშუმის ჭიაწიგნი სიბრძნე სიცრუისაირემითბილისის პანსიონებიხელისუფლების დანაწილებანიდერლანდებილუქსემბურგი🡆 More