გეოგრაფიული გარემო

გეოგრაფიული გარემო — გეოგრაფიული გარსის ნაწილი; ადამიანთა საზოგადოების გარემომცველი დედამიწის ბუნებრივი გარემოს ის ნაწილი, რომელიც ასე თუ ისე გარდაქმნილია ადამიანის მიერ და რომელთანაც საზოგადოება უშუალოთაა დაკავშირებული თავისი შრომითი საქმიანობით.

ბუნებრივი გარემო და საზოგადოება

დედამიწის ბუნებრივი გარემო მხოლოდ ადამიანთა საზოგადოების გაჩენამ (ადრინდელი პალეოლითი) აქცია გეოგრაფიულ გარემოდ და ისიც მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოება ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში გეოგრაფიული გარემო ფართოვდებოდა, რადგან ადამიანთა საზოგადოება მზარდ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, დედამიწის ახალ სივრცეეებს იპყრობდა, ბუნების ახალ-ახალ ნაწილებს იყენებდა. მომავალში გეოგრაფიული გარემო მთლიანად მოიცავს გეოგრაფიული გარსს და მის ფარგლებსაც გასცდება (დედამიწიდან მოუწყვეტლად).

ბუნებრივი გარემოს ის ელემენტები, რომლებიც ბუნებრივი ნივთიერებებისაგან არის შექმნილი ადამიანის ხელით, მაგრამ არ აქვს თვითგანვითარების უნარი, გეოგრაფიულ გარემოს არ შეადგენს და საზოგადოების განსაკუთრებულ ტექნოგენურ გარემოს ქმნის (ქალაქები, ქარხნები, ჰესები და სხვ.).

გეოგრაფიული გარემო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი, მუდმივი, მაგრამ არა ძირითადი პირობაა; მას შეუძლია მხოლოდ დააჩქაროს ან შეანელოს და არა განსაზღვროს საზოგადოების განვითარება. გეოგრაფიული გარემოს თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყნებისა და რაიონების ბუნებრივი პირობების ნაირგვარობა და ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფა არსებით გავლენას ახდენს ქვეყნების განვითარებაზე.

გეოგრაფიულ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროს და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს (ბტკ) ეხება.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

ადამიანიგეოგრაფიული გარსიდედამიწა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის იმპერიააქემენიანთა იმპერიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალითვითმფრინავის ბიჭების საქმეჰემანგიომავინსენტ ვან გოგისაქართველოს სამოქალაქო ომიეგვიპტევულკანიგიორგი I (საქართველოს მეფე)ამერიგო ვესპუჩინოდარ დუმბაძეყირიმის ომისაქართველოს პარლამენტიმიხეილ სააკაშვილიალკოჰოლიზმითამარ მეფეფოთიგრიგოლ რობაქიძედიდი ბარიერული რიფიფსიქოლოგიამაროკორუმინეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაგიორგი IV ლაშასაფრანგეთივერძი (ასტროლოგია)პრომეთეს მღვიმესაქართველო IX-X საუკუნეებშითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიფარავანიმზის სისტემაკუებიბუდუ ზივზივაძექრისტეს თორმეტი მოციქულიკაცხის სვეტირომანტიზმიოპერახარებაალკანიბელგიამედეა (მითოლოგია)სეფსისიკილომეტრიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაქანი (გეოლოგია)შიზოფრენიადედამიწაკახეთის აჯანყება (1659)ყვავილოვანი მცენარეებისომხების გენოციდისტივენ სიგალიმზის დაბნელებაავსტრალიაკალათბურთიდედოფალააბას I (ირანი)გიორგი ლეონიძედედამიწის ისტორიახევსურეთიატმოსფერული წნევაალავერდიძველი თბილისიმსოფლიოს მოსახლეობაალუდა ქეთელაურიიგავ-არაკიძუძუმწოვრებიჩეხეთიაია-სოფიას ტაძარიცივი ომიადიშის ოთხთავისისხლიელენე ახვლედიანიჰაერის დაბინძურებარუსეთის იმპერიამსოფლიო მიზიდულობის კანონიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება🡆 More